
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
ნიკოლოზ რომანოვის ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ შერეული ტყეები, ლომის მთის მწვერვალი, ალპური მდელო და წმ. გიორგის სალოცავი. ბილიკის ლამაზ ხედებს დამატებით ელფერს სძენს აყვავებული დეკა მაისში და როდოდენდრონი ივნისში. ლომის მთის მწვერვალიდან კარგ ამინდში, შესაძლებელია დიდი კავკასიონის ქედის და ევროპის უმაღლესი მწვევრალი იალბუზის დანახვა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუმრობა ფასიანია. რეგისტრაციისათვის, ტურისტული თავშესაფრის დასაჯავშად და სხვა მომსახურების მისაღებად ეწვიეთ/დაუკავშირდით ეროვნული პარკის ადმინისტრაციას.
მარშრუტი იწყება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესასვლელთან. თავდაპირველად მარშრუტი მიუყვება სამანქანო გზას. მარშრუტზე გიწევთ მდინარეზე ხიდით გადასვლა და მალევე შეგხვდებათ საინფორმაციო დაფა. საინფორმაციო დაფიდან ბილიკი მარცხნივ გრძელდება და მთაზე სერპანტინით ადის. სიმაღლის აკრეფა მთელი დღის განმავლობაში გიწევთ, თუმცა მარშრუტში შედარებით სწორი მონაკვეთებიც არის, რაც დასვენების შესაძლებლობას მოგცემთ. ბილიკი გამოკვეთილი და მარკირებულია. პირველ დღეს ფეხით გასავლელი მანძლი შეადგენს 13 კილომეტრს. დღის ბოლოს როდესაც ბილიკი კვლავ სამანქანე გზას უერთდება სვლას აგრძლებთ მარცხვნივ და გზა თავშესაფრამდე მიგიყვანთ.
ლომის მთიდან ბილიკი მიუყვება სუბალპურ მდელოებს და დღის მეორე ნახევარში ეშვება კოლხური სუბ-ტროპიკული ტყის სარტყელში, მეორე დღის ლაშქრობა სრულდება სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში
სახვლარის თავშესაფრიდან ბილიკი ხეობას ქვემოთ მიუყვება. ბილიკი რამდენიმე ადგილზე კვეთს მდინარეს. ხიდების მდგომარეობის შესახებ ინფომრაცია უმჯობესია გადაამოწმოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
თუ ზამთარი შენი სეზონია, თუ ულამაზესი ფოტოების გადაღება გინდა, ასევე გსურს ახალი მეგობრები შეიძინო.....
თუ ზამთარი შენი სეზონია, თუ ულამაზესი ფოტოების გადაღება გინდა, ასევე გსურს ახალი მეგობრები შეიძინო.....
კაცზე 50.00 ₾
დაჯავშნაგაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, რომანოვის ბილიკის გავლას ვაპირებ ივლისის შუა რიცხვებში და მაინტერსებს ძირითად როგორ ამინდია და როგორი ტანსაცმლსი წაღებას მირჩევთ. მადლბა წინასწარ
გამარჯობა მათე, ამინდი ზოგადად არაპროგნოზირებადია. თუ წვიმები დაემთხვა შესაბამისად შედარებით ცივი დღეები იქნება. მზიან ამინდში დღისით ძლიერი სიცხეა ღამით კი შედარებით სიცივეა. თუმცა ღამისთევა გიწევთ კოტეჯებში, სადაც ცეცხლის დანთებასაც შეძლებთ, შესაბამისად ძალიან თბილი ტანსაცმელი საჭირო არაა თუმცა ერთი თბილი ქურთუკი და საწვიმარი აუცილებლად დაგჭირდებათ.