
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ყელიწადის ტბა მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3081 მეტრზე. ის ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა საქართველოში. თუ გიყვართ ველური, ხელშეუხებელი, ადამიანისგან შეურყვნელი ბუნება და სირთულეების არ გეშინიათ, მაშინ ყელიწადის ტბის მარშრუტი თქვენთვის არის. აქ მოხვედრა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. გზა იმდენად რთულია, რომ ცხენითაც კი არავინ დადის ამ მარშრუტზე. სწორედ ამიტომ არის ყელიწადის ტბა ყველაზე ველური და ხელშეუხებელი.
აქ მოხვედრა რამდენიმე გზით შეგიძლიათ, მათ შორის ყველაზე მარტივი და პოპულარულია ბილიკი, რომელიც თრუსოს ხეობიდან ადის ყელიწადზე.
საწყისი წერტილი გახლავთ თრუსოს ულამაზესი ხეობა. აქედან იწყებთ ფეხით სიარულს, ადიხართ ხორისარის ვულკანურ პლატოზე სადაც გხვდებათ ულამაზესი საბანაკე ადგილი უზარმაზარი სწორი მინდვრითა და მობიბინე ბალახით. წყლის მოპოვებაც არ არის პრობლემა რადგან ამ ადგილას პატარა მდინარე მოედინება. თუმცა მდინარე აგვისტოში შრება მაგრამ წყალს მაინც მიაგნებთ ქედის ძირში, იქ სადაც მეცხვარის ბინაა.
ამის შემდეგ იწყება ასვლა ხორისარის უღელტეხილზე, ეს უღელტეხილი საქართველოში ერთ-ერთი ურთულესი უღელტეხილია. მისი სიმაღლე 3550 მეტრს აღწევს, რაც 150 მეტრით მეტია აწუნთის უღელტეხილზე. უღელტეხილიდან მწვერვალ ხორისარამდე სულ 200 მეტრია ასაწევი სიმაღლეში და თუ კარგი ამინდი დაგემთხვათ აუცილებლად უნდა აირბინოთ მწვერვალ ხორისარზე და გადმოხედოთ სამყაროს 3756 მეტრიდან. აქედან ჩანს თვით ტბა ყელიწადიც, ისევე როგორც გუდაური, დედა ენა, შერხოტა, მყინვარწვერი და მრავალი ლამაზი ადგილი.
უღელტეხილიდან ტბამდე დაახლოებით 2 საათის სავალი გზაა, თუმცა საკმაოდ სახიფათოა, ნისლის შემთხვევაში შესაძლოა გზა აგებნეთ და თეთრი არაგვის ხეობაში აღმოჩნდეთ, ამიტომ რეკომენდებულია გამოიყენოთ gps მოწყობილობა, რათა ზუსტად აკონტროლებდეთ მდებარეობას. ტბასთან საკმაოდ კარგი საბანაკე ადგილია, აგვისტო-სექტემბერში. წყლის ერთადერთი წყარო თვითონ ყელიწადის ტბა გახლავთ.
ყელიწადის ტბა ზამთარსა და გაზაფხულზე მუდმივად გაყინულია და თოვლით არის დაფარული. მისი ზედაპირი დნობას იწყებს ივნისში და აგვისტო-სექტემბერში მთლიანად გამოძვრება ხოლმე ყინულის ქურქიდან. ტბასთან ახლოს მდებარეობს მწვერვალი შერხოტა (3701მ) და მწვერვალი ხორისარი (3736მ). ყელიწადის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე თეთრი არაგვი.
საწყისი წერტილი გახლავთ თრუსოს ულამაზესი ხეობა. აქედან იწყებთ ფეხით სიარულს, ადიხართ ხორისარის ვულკანურ პლატოზე სადაც გხვდებათ ულამაზესი საბანაკე ადგილი უზარმაზარი სწორი მინდვრითა და მობიბინე ბალახით. წყლის მოპოვებაც არ არის პრობლემა რადგან ამ ადგილას პატარა მდინარე მოედინება. თუმცა მდინარე აგვისტოში შრება და წყლის მოპოვება შეიძლება გაგიჭირდეთ.
ამის შემდეგ იწყება ასვლა ხორისარის უღელტეხილზე, ეს უღელტეხილი საქართველოში ერთ-ერთი ურთულესი უღელტეხილია. მისი სიმაღლე 3550 მეტრს აღწევს, რაც 150 მეტრით მეტია აწუნთის უღელტეხილზე. უღელტეხილიდან მწვერვალ ხორისარამდე სულ 200 მეტრია ასაწევი სიმაღლეში და თუ კარგი ამინდი დაგემთხვათ აუცილებლად უნდა აირბინოთ მწვერვალ ხორისარზე და გადმოხედოთ სამყაროს 3756 მეტრიდან. აქედან ჩანს თვით ტბა ყელიწადიც, ისევე როგორც გუდაური, დედა ენა, შერხოტა, მყინვარწვერი და მრავალი ლამაზი ადგილი.
უღელტეხილიდან ტბამდე დაახლოებით 2 საათის სავალი გზაა, თუმცა საკმაოდ სახიფათოა, ნისლის შემთხვევაში შესაძლოა გზა აგებნეთ და თეთრი არაგვის ხეობაში აღმოჩნდეთ, ამიტომ რეკომენდებულია გამოიყენოთ GPS მოწყობილობა, რათა ზუსტად აკონტროლებდეთ მდებარეობას.
ტბასთან საკმაოდ კარგი საბანაკე ადგილია, აგვისტო-სექტემბერში წყლის ერთადერთი წყარო თვითონ ყელიწადის ტბა გახლავთ. ეს ადგილი თითქმის 9 თვის განმავლობაში თოვლითაა დაფარული.
მესამე დღე უკან დაბრუნების დღეა, თუმცა თუ მუხლში ძალა გერჩით, უკან დაბრუნებამდე შეგიძლიათ ახვიდეთ მწვერვალ შერხოტაზე, რომელიც ყელიწადის ტბის გვერდით მდებარეობს. მაგრამ ამ შემთხვევაში დილით ძალიან ადრე ადგომა მოგიწევთ, რადგან შერხოტაზე ასვლა სახუმარო საქმე არაა და 1-2 საათში ვერ მოასწრებთ. ყელიწადის ტბიდან მარშრუტი სრულიად სხვა ხეობით ეშვება უკან - თრუსოს ხეობაში და სრულდება სოფელ კეტრისში. აქაც აუცილებლად გამოიყენეთ GPS მოწყობილობა, რადგან ბილიკის პოვნა ამის გარეშე შეუძლებელია.
საწყის წერტილამდე მისვლა ნებისმიერი ტიპის ავტომობილით შეიძლება. მაგრამ უკან წამოსვლისას დაგჭირდებათ მაღალი გამავლობის ავტომობილი, რადგან მარშრუტი სრულდება თრუსოს ხეობის სიღრმეებში, სოფელ კეტრისში და ამ სოფლამდე გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვასალამი, რამდენად შესაძლებელი იქნება უშუალოდ თრუსოს ხეობიდან 1 დღეში ტბაზე ასვლა და სოფელ კეტრისში ჩამოსვლა? 1 დღისთვის მოსწრებადი არის?
ეს მარშრუტი არის სამდღიანი. ერთ დღეში მოსწრება არარეალურია. ორ დღეშიც რთულია მოსწრება
ოქეი, მადლობა
ფეხით რამდენი კილომეტრია სასიარულო ?
მოგესალმებით, ფეხით გასავლელი ჯამური მანძილი არის 24 კმ.
მარტო მისასვლელად ჰო?
მისასვლელად და წამოსასვლელად ჯამში არის 24 კმ. ანუ ერთიანად რომ ახვიდეთ და ჩამოხვიდეთ, ჯამში მოგიწევთ 24 კმ-ს გავლა.
რამდენად ღირს გვიან შემოდგომაზე წასვლა?
არ ღირს გარისკვა. ტემპერატურა ძალიან დაბალია, თოვლისა და ყინვის გამო გადაადგილება ძალიან გაჭირდება, დღეც უფრო მოკლეა.
ამ პერიოდში სად მირჩევ რომ წავიდე?
გამარჯობა, ბილიკის მანძილზე მობილური თუ იჭერს ??
გამარჯობა, მთელი ბილიკის მანძილზე არა, მაგრამ დასაწყისში და დასასრულში იჭერს, რადგან თრუსოს ხეობაში დაყენებულია მაგთის ანძა.
გამარჯობა, თუ მოგეპოვებათ ცნობა ყელიწადის მარშუტის ტერიტორიაზე მტაცებელი ცხოველების შემჩნევის/ადამიანზე თავდასხმის ფაქტების შესახებ და თუ ხო წლის რომელ პერიოდში არიან აქტიურები?
გამარჯობა გიორგი, ჩვენთვის რაც არის ცნობილი მოლაშქრეები მტაცებელი ცხოველებიდან მხოლოდ დათვს არიან შეხვედრილი ამ მარშრუტზე. დათვს უფრო მეტად შეეშინდა და გაეცალა მოლაშქრეებს. ყელიწადის მარშრუტზე წასვლა ივლისიდანაა რეკომენდებული და თვის დასაწყისში ტბა შეიძლება სრულად თუ არა მნიშვნელოვნად მაინც იყოს თოვლით დაფარული.
გასაგებია :D მადლობა დავით