მარშრუტი 2 დღიანია და იწყება სოფელი ატაბედან. პირველ დღეს გიწევთ ციცაბო აღმართზე სიარული უღელტეხილამდე. უღელტეხილს სანამ არ გადაივლით წყალი თითქმის საერთოდ არ შეგხვდეთ ამიტომ სათანადო მარაგი თან იქონიეთ. უღელტეხილის  მერე გზა შედარებით მარტივია და დღის ბოლოსთვის უკვე ტბასთა დაბანაკდებით. მეორე დღეს იგივე მარშრუტი უკან უნდა გამოიაროთ. გზა უკანა მიმართულებით შედარებით მარტივია.