დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი საფარის მონასტერი

საფარის მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

საფარის მონასტერი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრელთან მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი X-XIV საუკუნეების რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: წმ. საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მცირე სამლოცველოები, სამრეკლო, ჯაყელთა სასახლე და ციხე-გალავანი, რუსი ბერების დროინდელი სენაკები და ნაგებობები. საფარა ადრე სამცხის ათაბაგების, ჯაყელების, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, X საუკუნეში კი აქ უკვე მონასტერი იყო. მონასტრის ნაგებობების აშენების შესახებ ისტორიულ წყაროებში ფაქტობრივად არაფერია ცნობილი, თუმცა წმ. საბას ტაძრის წარწერები საინტერესო ცნობებს გვაწვდიან მისი დათარიღებისთვის და ასევე ქტიტორთა შესახებ. სახელი „საფარა“ წერილობით წყაროებში პირველად X საუკუნეში ჩნდება, ცნობილი არიან საფარელი მოღვაწეები: ივანე საფარელი (X ს.), ქართლის კათოლიკოსი გაბრიელ საფარელი (XI ს.), იოანე მტბევარ-საფარელი (XII ს.). 1630 ერთ-ერთ სიგელში საფარის მონასტრის შესახებ ვკითხულობთ: “უღმრთოთა მაჰმადიანთა მიერ მონასტერი ყოვლად დიდებული მოოხრებულიყო, პატიოსანი ხატი წამოსუნებულიყო, მამულნი, სოფელნი, და ბანი წახდომილიყუნეს”, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში კი აქ მხოლოდ ერთი მღვდელი ყოფილა. 1828 წელს, როცა რუსებმა ახალციხე აიღეს, საფარა შტატის ეკლესიად გამოცხადდა. 1891-1892 წლებში საფარაში დამკვიდრდა ზედაზნის მონასტრიდან გადმოსული მამა ათანასე სამ მორჩილთან ერთად, თუმცა მალევე მონასტრიდან ქართველები დაითხოვეს და რუსეთიდან არხიმანდრიტი პაისი გადმოიყვანეს, მღვდელ-მონაზვნებთან და მორჩილებთან ერთად. მათ მონასტრის შესასვლელთან ორსართულიანი შენობა და სენაკები ააგეს, შეათეთრეს სამლოცველოები, წმიდა საბას ტაძარსა და სამრეკლოს კი რუსული გუმბათები დაადგეს. დღესდღეობით მონასტრის ნაგებობებს დაბრუნებული აქვთ პირვანდელი სახე და აქ ქართული მონასტერი ფუნქციონირებს.


არქიტექტურა

საფარის მონასტერი საკმაოდ მასშტაბური კომპლექსია და სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს მოიცავს, ესენია: წმ. საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მცირე სამლოცველოები, სამრეკლო, ჯაყელთა სასახლე და ციხე-გალავანი, რუსი ბერების დროინდელი სენაკები და ნაგებობები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. ანსამბლის ნაგებობათაგან ყველაზე ადრეულია X საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, რომელსაც მოგვიანებით კომპლექსის მთავარი ტაძარი - წმ. საბას ეკლესია მიადგეს (XIII-XIV საუკუნეების მიჯნა). ანსამბლის დასაწყისში, კლდის პირას, წმ. სტეფანეს სახელობის მცირე სამლოცველო დგას. აქვეა კამაროვანი სადგომები. ცოტა მოშორებით, საკმაოდ მაღალზე, სასახლის ნანგრევებია. კომპლექსის ცენტრში შენობები ძალიან მჭიდროდაა განლაგებული, აქვეა სამრეკლო, რომელსაც ჩრდილოეთით იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო ეკვრის. კლდის კონცხის ფართო ბაქანზე მდგარ წმ. საბას ტაძარს გარშემო დანარჩენი მცირე ეკლესიები და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აკრავს. მონასტრის თავზე, დასავლეთით ციხის ნანგრევებია, სადაც ბექა ჯაყელის საზაფხულო რეზიდენცია იყო. ციხიდან იწყება დიდი გალავანი იწყება, რომელიც ჩრდილოეთითა დასავლეთის ტყეში იკარგება, ჩრდილოეთით კი ციცაბო კლდეს ჩამოუყვება და მონასტრის შესასვლელის მარცხნივ კლდოვან ხევში ეშვება.

წმ. საბას ტაძარი საგანგებოდ შექმნილ ბაქანზე დგას. იგი ჩაწერილი ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. ტაძარს თავიდან სამი შესასვლელი ჰქონია - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, თუმცა მალევე, მოხატვისას, სამხრეთის შესასვლელი ამოუშენებიათ. ეკლესიის აღმოსავლეთ მკლავი აფსიდალურია, დანარჩენი კი სწორკუთხა. აფსიდი და ბემა შეისრული კონქითა და კამარითაა გადახურული. საკურთხევლის სამხრეთით და ჩრდილოეთით სადიაკვნე და სამკვეთლოა, ორივე მათგანი აღმოსავლეთით ღრმა აფსიდით სრულდება. ამ სათავსების ზემოთ საიდუმლო ოთახებია მოწყობილი. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის პილონებს ეყრდნობა. ნაგებობის ინტერიერი გუმბათის ყელში არსებული რვა სარკმლითა და ჯვრის ყოველ მკლავში განლაგებული თითო სარკმლით ნათდება. თითო სარკმელი ანათებს სადიაკვნესა და სამკვეთლოსაც. სადიაკვნეს ქვეშ კამაროვანი საძვალე სამარხი ყოფილა. ტაძრის დასავლეთ ნაწილში, გვერდითა ნავების თავზე, ორმხრივ გახსნილი პატრონიკეებია. ეკლესიის დასავლეთის კარიბჭის სამხრეთის მხარე პატარა სამლოცველოს უჭირავს, ჩრდილოეთის მხარეს კედელია პატარა კარითურთ, დასავლეთის მხარე კი სამი შეისრული თაღითაა გახსნილი. წმ. საბას ეკლესიიდან ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გასასვლელი კარია გაჭრილი. ტაძრის არც ერთი ფასადი არ არის მორთულობით გადატვირთული. ინდივიდუალურობით გამოირჩევა აღმოსავლეთ ფასადი, რომელსაც ზუსტი ანალოგი არ მოეძებნება. აღნიშნული ფასადის ცენტრალურ შვერილ ნაწილზე სამი სარკმელია განლაგებული, რომელთაგან ცენტრალური სარკმელი მოზრდილი და მაღალია, ამ სარკმლის ზემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ ძალიან მცირე ზომის თითო სარკმელია, რომლებსაც „ხარისთვალა“ სარკმლებსაც უწოდებენ. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია ტაძრის აგების ახლო პერიოდშივე. წმ. საბას ტაძარი ინდივიდუალური თავისებურებებითა და მხატვრული ღირებულებით თავისი პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ნიმუშია.

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. ტაძრის დასავლეთ ნაწილში სვეტებზე დაბჯენილი პატრონიკეა მოწყობილი. ნაგებობას კარიბჭე აქვს მიშენებული. ინტერიერი მოხატულია XIV საუკუნეში. ტაძარს XI საუკუნის მწვანე ფერის ქვაში ნაკვეთი მოაჯირიანი და რელიეფებით შემკული უნიკალური კანკელი ამშვენებდა, რომლის გადარჩენილი ნაწილები ამჟამად თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

საფარის სამრეკლო საქართველოში ერთ-ერთი უძველესია. იგი თლილი ქვითაა ნაშენი და ორსართულიან ნაგებობას წარმოადგენს. პირველი სართული ლასურისძეთა საგვარეულო სამარხი იყო, რომლებიც ჯაყელების ქვეშევრდომები იყვნენ, მეორე სართული კი თაღებით გახსნილი სამრეკლო-ფანჩატურია. სამრეკლოს ფასადები სრულიად მოურთველია.

სასახლე წმ. საბას ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. იგი ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი, მხოლოდ პირველი სართულია გადარჩენილი და მისი პირვანდელი სახის წარმოდგენა რთულია. იგი გეგმაში სწორკუთხა ნაგებობაა, რომლის პირველი სართული ორ ნაწილადაა გაყოფილი. სასახლის ინტერიერი ძალიან პატარა ზომის სარკმლებით ნათდება.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე საფარის მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!