
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ლაშქრობა გელათიდან მოწამეთამდე არაჩვეულებრივი საშუალებაა ტურისტებისათვის თავისუფალი დროის შესავსებად, თუ მათ სურთ დაკავდნენ სათავგადასავლო მიმართულებით. მარშრუტის გავლისას გელათისა და მოწამეთის მონასტრების გარდა გვხვდება სხვა ისტორიული და რელიგიური ობიექტებიც_ ბერის ციხე, წმ. ელიას, წმ. ნინოს, წმ. საბას სალოცავები, დავითის კონცხი. არაჩვეულებრივი და განსხვავებული ხედები გელათსა და მოწამეთაზე, რაჭა-ლეჩხუმზე. მარშრუტზე გავივლით წყალწითელას ხეობას და გადალთ მასზე გადებულ ბონდის ხიდზე.
9:00 ზე ვიკრიბებით ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე და დავიძვრებით გელათის მონასტრისკენ. მოვინახულებთ გელათის მონასტერს, რის შემდეგაც ავუყვებით გრუნტიან გზას წმ. ნინოს მონასტრისკენ. გზად ვნახავთ კარსტულ ჭას, რომლის სიღრმე 17 მეტრია და შემდეგ იხურება. წმინდა ნინოს მონასტერთან ვნახავთ მონასტრამდელ ბერების სამყოფელს და ნანგრევებს. აქვე იქნება ხედები გელათსა და რაჭა-ლეჩხუმზე. აქედან გზა ბერის ციხის ნანგრევისკენ გრძელდება, სადაც ვნახავთ კლდეში ამოკვეთილ წყლის საგუბარს და კლდეში ამოკვეთილ ბერის საცხოვრებელს, რომელთანაც ციცაბო დაღმართით ჩავალთ განმარტოებული ბერის სამყოფელთან, კლდეში გამოჭრილი ოთახი სათვალთვალო ფუნქციას ასრულებდა. აქედან გზა იმავე მიმართულებით გრძელდება საიდანაც მოვედით და წმინდა საბას სალოცავიდან ტყეში გაჭრილი ბილიკებით მივემართებით დავითის კონცხისკენ, რომელიც ადრე სათვალთვალო ფუნქციას ასრულებდა. აქედან გელათის და მოწამეთას მონასტრები ჩანს. აქ შევისვენებს და შევჭამთ, ავივსებთ ენერგიას და გავუყვებით გზას წყალწითელას ხეობისკენ. ჯერ გზა ტყის ბილიკებით ნელა ეშვება დაბლა სოფელი გოდოგნისკენ და უერთდება გრუნტიან გზას, რომელიც მოგვიანებით ისევ ტყეში შედის მანამ, სანამ არ გამოჩნდება კლდეზე გადაკიდებული მოწამეთას მონასტერი. გზა ისევ ტყის გავლით ეშვება წყალწითელას ხეობაში შედარებით მკვეთრ დაღმართზე. მდინარესთან ჩასულებს მოგვიწევს ბონდის ხიდის გადაკვეთა, რომელიც ზედ გავლისას მოძრაობს, ამიტომაც საჭიროა ყურადღება. ხიდის გადავლის შემდეგ რჩება ბოლო აღმართი მოწამეთას მონასტრამდე, რომელიც ჩვენი ბოლო გაჩერება იქნება. აქედან ტრანსპორტით ვბრუნდებით ქუთაისში შეკრების ადგილზე დაახლოებით 18:00 საათისთვის.
ქუთაისიდან ვიმგზავრებთ კომფორტული მინივენით გელათის მონასტრამდე, რის შემდეგაც დავიწყებთ ფეხით სიარულს. ლაშქრობის დასასრულს, მოწამეთას მონასტერში დაგვხვდება ტრანსპორტი და დაგვაბრუნებს ქუთაისში.






გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაროდის არის კარგი პერიოდი ?
გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში იქნება იდეალური ჩემი აზრით.