![20201227_110438[1]](storage/thumbnails/20201227-110438-1-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
სოფელი ტაბაწყური სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ტაბაწყურის ტბის ნაპირზე. მისი ნაწილი ნახევარკუნძულზეა გაშენებული. აქაური მოსახლეობა ძირითადად რძის პროდუქტების წარმოებას, მეთევზეობასა და მესაქონლეობას მისდევს. ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზე განლაგებული სოფელი ტაბაწყური (ზღვის დონიდან 2000მ), ლურჯი ტბა, გაშლილი სივრცეები და მთები ულამაზეს სანახაობას ქმნის. გარდა საოცარი ხედებისა, სოფელში შეგიძლიათ ნახოთ ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუში, X საუკუნის ტაბაწყურის წითელი ეკლესია და XIX საუკუნის სომხური ეკლესია, თეთრი საყდარი. მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი ლანდშაფტის მქონე და კულტურული ძეგლებით მდიდარ სამცხე-ჯავახეთში ტაბაწყური ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია ბუნებით ტკბობისა და დასვენებისთვის. იგი ფოტოგრაფთა ობიექტივშიც ხშირად ხვდება ბუნების სილამაზისა და სოფლის საინტერესო განლაგების გამო.
ტაბაწყური ბორჯომიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. აქ მოხვედრა 2 მხრიდანაა შესაძლებელი, ახალქალაქიდან და ბაკურიანიდან.
ბაკურიანს გასცდებით თუ არა გრუნტის გზა იწყება, რომელელზეც გადაადგილება სედანით არის შესაძლებელი, თუმცა საჭიროა სიფრთხილე. ზამთრის
და
ადრეული
გაზაფხულის პერიოდში ბაკრუანის მხრიდან ტაბაწყურში მანქანით მისვლა შეუძლებელია, გზა იკეტება. ახალქალაქის მხრიდანაც გზის ბოლო მონაკვეთი
გრუნტიანია და აქაც სედანით შეიძლება
გადაადგილება.
ზამთარში
ხმოლოდ
ახალქალაქის
მხრიდან
არის
შესაძლებელი
ტაბაწყურში მოხვედრა.
თუ ზამთარი შენი სეზონია, თუ ულამაზესი ფოტოების გადაღება გინდა, ასევე გსურს ახალი მეგობრები შეიძინო.....
კაცზე 50.00 ₾
დაჯავშნაგაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა