![variant (1)](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/variant-2-2.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ტაბაწყურის ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1991 მეტრზე. მისი სარკის ფართობი 14,2 კმ²-ა, მაქსიმალური სიღრმე - 40,2 მ, საშუალო სიღრმე კი - 15,5 მ. ტბის ქვაბული ლავური ნაკადების შეგუბების შედეგადაა წარმოქმნილი და მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით საზრდოობს. ზამთარში იგი გაყინულია. ტბა გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით. წყალი მტკნარია და თევზით მდიდარი, მოიპოვება კიბორჩხალებიც. ტბის გარშემო ორი სოფელია, ტაბაწყური და მოლითი. სოფელი ტაბაწყური ნაწილობრივ ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზეა გაშენებული, რაც კიდევ უფრო მატებს ამ ადგილს საინტერესოობასა და მიმზიდველობას. ლურჯი ტბა, გაშლილი სივრცეები და მთები საოცარ სანახაობას ქმნის.
ტაბაწყური ბორჯომიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. აქ მოხვედრა 2 მხრიდანაა შესაძლებელი, ახალქალაქიდან და ბაკურიანიდან. ბაკურიანს გასცდებით თუ არა გრუნტის გზა იწყება, რომელელზეც გადაადგილება სედანით არის შესაძლებელი, თუმცასაჭიროა სიფრთხილე. ზამთრის და ადრეული გაზაფხულის პერიოდში ბაკრუანის მხრიდან ტაბაწყურში მანქანით მისვლა შეუძლებელია, გზა იკეტება. ახალქალაქის მხრიდანაცგზის ბოლო მონაკვეთი გრუნტიანია და აქაც სედანით შეიძლება გადაადგილება. ზამთარში ხმოლოდ ახალქალაქის მხრიდან არის შესაძლებელი ტაბაწყურში მოხვედრა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვატაბაწყურში "კოკროჭინა" იყო სასტუმრო. ეხლა არანაირი ინფორმაცია არ იძებნება. ხომ არ იცით რაიმე ამ სასტუმროსნშესახებ?
გამარჯობა. ტაბაწყურში და ფარავნოს ტბაზე, მიმდებარედ სასტუმროები თუ არსებობს? შეგიძლიათ ლინკები ან საკონტაქტო მონაცემები ომწეროთ? წინასწარ მადლობა
უკაცრავად, რამდენდღიანი ტურია?
მოგესალმებით, ეს ტური არ არის. ეს არის მხოლოდ ინფორმაცია ტაბაწყურის შესახებ. თუმცა თუ მანქანით წახვალთ 1 დღეში შესაძლებელია რომ მოასწროთ მისი დათვალიერება და თბილისში დაბრუნება. თუმცა ასე ძალიან რომ არ დაიღალოთ მგზავრობით, შეგიძლიათ ბაკურიანში ან ბორჯომში დარჩეთ ღამე, და მომდევნო დილით დაბრუნდეთ დედაქალაქში.