დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
IMG_1774 IMG_1776 IMG_1779 IMG_1786 DJI_0291

ტაბაწყურის წითელი ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი

ტაბაწყურის წითელი ეკლესია (წითელი საყდარი) სამცხე-ჯავახეთისმხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში, ნახევარკუნძულის კიდეში მდებარეობს. იგი X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. ნაგებია მოწითალო ფერის თლილი ქვის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ტაძარი გეგმაში მართკუთხედის ფორმის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით ნახევრწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდი მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობოდა. ეკლესია დასავლეთის და აღმოსავლეთის თითო თაღოვანი სარკმლით ნათდებოდა. გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი პილასტრია, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. წინა საფეხურიდან კამარის საბჯენი თაღი იყო გადაყვანილი, მეორედან საფეხურიდან კი - კედლის თაღები. თაღები მარტივი ფორმის კაპიტელებს ეფუძნება. შედარებით უფრო რთული პროფილის საკურთხევლის კუთხის კაპიტელი. კონქის საზღვარზე ეკლესიას რელიეფური თარო მიუყვება. დასავლეთის ფასადზე დეკორატიული გამოსახულებები და ორნამენტული ჩანართებია. სარკმლის თავზე გამოსახულია წმინდა მხედრების ნადირობის სცენაა, მის გვერდით - დანიელი ლომების ხაროში და ორფიგურიანი კომპოზიცია მოჩარჩოებული ყურძნის მტევნებით. საკურთხეველში დასვენებულია აღმოსავლეთი სარკმლის თავსართი ყურძნის ხვეულებით ფლანკირებული ჯვრის გამოსახულებით.
ტაბაწყურის წითელ ეკლესიას 2006 წლის 30 მარტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამავე წლის 7 ნოემბერს კი ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.
სოფელში ასევე შეგიძლიათ ნახოთ XIX საუკუნის სომხური ეკლესია, ტაბაწყურის თეთრი საყდარი


როგორ მივიდეთ

ტაბაწყური ბორჯომიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. აქ მოხვედრა  2 მხრიდანაა შესაძლებელი, ახალქალაქიდან და ბაკურიანიდან. ბაკურიანს გასცდებით თუ არა გრუნტი გზა იწყება, რომელელზეც გადაადგილება სედანი არის შესაძლებელი, თუმცა საჭიროა სიფრთხილე. ზამთრის და ადრეული გაზაფხულის პერიოდში ბაკრუანის მხრიდან ტაბაწყურში მანქანით მისვლა შეუძლებელია,  გზა იკეტება. ახალქალ მხრიდანაც გზს ბოლო მონაკვეთი გრუნტიანია და აქაც სედანი შეიძლება გადაადგილება. ზამთარში ხმოლოდ ახალქალაქის მხრიდან არის შესაძლებელი ტაბაწყურში მოხვედრა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ტაბაწყურის წითელი ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!