
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ტაბაწყურის წითელი ეკლესია (წითელი საყდარი) სამცხე-ჯავახეთისმხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში, ნახევარკუნძულის კიდეში მდებარეობს.
იგი X საუკუნის
ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. ნაგებია მოწითალო ფერის თლილი
ქვის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ტაძარი გეგმაში მართკუთხედის ფორმის
დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით ნახევრწრიული აფსიდით სრულდება.
აფსიდი მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობოდა. ეკლესია დასავლეთის
და
აღმოსავლეთის
თითო
თაღოვანი სარკმლით
ნათდებოდა. გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი პილასტრია, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. წინა საფეხურიდან კამარის საბჯენი თაღი იყო გადაყვანილი, მეორედან საფეხურიდან
კი - კედლის თაღები. თაღები მარტივი ფორმის კაპიტელებს ეფუძნება. შედარებით უფრო რთული პროფილის საკურთხევლის კუთხის კაპიტელია. კონქის საზღვარზე ეკლესიას რელიეფური თარო მიუყვება. დასავლეთის ფასადზე დეკორატიული გამოსახულებები და ორნამენტული
ჩანართებია.
სარკმლის
თავზე
გამოსახულია წმინდა მხედრების ნადირობის სცენაა, მის გვერდით - დანიელი ლომების ხაროში და ორფიგურიანი კომპოზიცია მოჩარჩოებული ყურძნის მტევნებით.
საკურთხეველში
დასვენებულია
აღმოსავლეთი
სარკმლის
თავსართი
ყურძნის
ხვეულებით ფლანკირებული ჯვრის
გამოსახულებით.
ტაბაწყურის წითელ ეკლესიას 2006 წლის 30 მარტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი,
ამავე წლის 7 ნოემბერს კი ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
მიენიჭა.
სოფელში ასევე შეგიძლიათ ნახოთ XIX საუკუნის სომხური ეკლესია, ტაბაწყურის თეთრი საყდარი.
ტაბაწყური ბორჯომიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. აქ მოხვედრა 2 მხრიდანაა შესაძლებელი, ახალქალაქიდან და ბაკურიანიდან.
ბაკურიანს გასცდებით თუ არა გრუნტის გზა იწყება, რომელელზეც გადაადგილება სედანით არის შესაძლებელი, თუმცა
საჭიროა სიფრთხილე. ზამთრის
და
ადრეული
გაზაფხულის პერიოდში ბაკრუანის მხრიდან ტაბაწყურში მანქანით მისვლა შეუძლებელია, გზა იკეტება. ახალქალაქის მხრიდანაც გზის ბოლო მონაკვეთი
გრუნტიანია და აქაც სედანით შეიძლება
გადაადგილება.
ზამთარში
ხმოლოდ
ახალქალაქის
მხრიდან
არის
შესაძლებელი
ტაბაწყურში მოხვედრა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა