
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
თბილისის მეჩეთი (ჯუმა მეჩეთი) ძველ თბილისში, აბანოთუბანში, ნარიყალას ციხე-სიმაგრის ძირში, ბოტანიკურის ქუჩის ბოლოს მდებარეობს. იგი დღეისათვის ერთადერთი მუსლიმური სალოცავია ქალაქში. აქ პირველი სუნიტური მეჩეთი 1723-1735 წლებში ოსმალებმა ააგეს. 1740-იან წლებში იგი სპარსელებმა დაანგრიეს. 1846-1851 წლებში, ნაგებობა არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით აღადგინეს, თუმცა XIX საუკუნის ბოლოს, 1895 წელს ბაქოელმა მილიონერმა და მეცენატმა ჰაჯიზეინალაბდინ თაღიევმა მეჩეთი მთლიანად შეაკეთა, რამაც მისი აღმოსავლეთი ნაწილი საგრძნობლად შეცვალა. აგურით ნაშენი მეჩეთი დამრეც ფერდობზე დგას. გრძივ კედლების სარკმლები შეისრული თაღებითაა შემკული. მის არქიტექტურაში ნეოგოთიკური და ისლამური ელემენტები ჰარმონიულადაა შერწყმული. კარიბჭეზე აღმართულია რვაწახნაგა მინარეთი, რომელიც შორიდანვე იქცევს ყურადღებას. ნაგებობის ულამაზესი მოზაიკური ფასადი განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას და უამრავ მნახველს იზიდავს. თბილისის მეჩეთი სუნიტურია, თუმცა დღესდღეობით იგი ემსახურება, როგორც სუნიტური, ასევე შიიტური მიმართულების მუსლიმებს. ამ ტერიტორიაზე 1951 წლამდე ორი იდგა, შიიტები ლურჯ მეჩეთში ლოცულობდნენ, სუნიტები კი - ჯუმაში. ლურჯი მეჩეთი მეტეხის ხიდის მშენებლობისას დაანგრიეს. შიიტებს წასავლელი აღარსად ჰქონდათ და ჯუმა მეჩეთმა მათ კარი გაუხსნა. თავდაპირველად მეჩეთი გაყოფილი იყო შავი ფარდით, ერთი მხარე სუნიტებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე კი - შიიტებისთვის. დღესდღეობით შიდა სივრცე გაყოფილი აღარ არის და მეჩეთი ყველასთვის გახსნილია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა