დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

company-940-x-788-3-1
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
for-contributors
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
for-guides
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
ტობავარჩხილის (ვერცხლის)  ტბა - Tobavarchkhili lake

ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა)

ტბა

ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა)ს შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), იგივე დიდი ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ტობავარჩხილი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ტობავარჩხილის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის ტბის სიახლოვეს. ტობავარჩხილის ტბასთან ახლოს მდებარეობს დიდღალიშ ტობა, კალალიშ ტობა და წაქაწყარიშ ტობა.

თეგები: #ბუნება #ტბა #წყალი

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Nini Bokuchava
Nini Bokuchava

გამარჯობა, მაინტერესებს არის თუ არა ტობავარჩხილის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებით დასარჩენია ადგილი და რამდენად მიზანშეწონილია ამ ადგილას კარვებით ღამის გათენება?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, დიახ. ტობავარჩხილის ტბასთან თამამად შეგიძლიათ კარვებით დარჩეთ.

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

სხვა ალტერნატივა მაინც არ არსებობს, ტბაზე ასვლა-ჩამოსვლა 1 დღეში არ ესწრება, არანაირი ცივილიზაცია არ არის ახლოს, შესაბამისად ერთადერთი გამოსავალია კარვით დარჩენა. ტობავარჩხილს ანუ დიდ ტბას მშვენიერი საბანაკე მინდორი აქვს გვერდით, ასევე ოხოჯეს ტბასაც ძალიან ლამაზი და ხასხასა ბალახით მოფენილი მინდორი აქვს ერთი მხრიდან.

Maizer Gelovani
Maizer Gelovani

რამდენი კილომეტრია სქურიდან ტბამდე? და როგორი გზაა?

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

სქურიდან ტბამდე არის 30 კილომეტრი. თუმცა მაღალი გამავლობის მანქანით შესაძლებელია 12 კილომეტრის შემოკლება და ყვირას მთამდე მისვლა საიდანაც ტბამდე რჩება 18 კილომეტრი. ამ ადგილიდან კი გზა თავიდან მიუყვება ძველ სატყეო გზას, შემდეგ ბილიკი ეშვება მაგანას ხეობაში და აქედან მიუყვება მდინარეს. რამდენჯერმე საჭიროა მდინარის გადაკვეთაც. მაგანას ხეობაში დიდი აღმართები არ არის, მხოლოდ ხეობის ბოლოს ბილიკი მარცხნივ შედის და ადის პირდაპირ ტბაზე.
ამ ტბაზე მოსახვედრი ყველა ვარიანტის სანახავად იხილეთ ეს მარშრუტი:
https://georgiantravelguide.com/ka/tobavarchkhilis-tbebi-toba

Irene Kirv
Irene Kirv

სალამი. ცხენების ქირაობა რამდენად შესაძლებელია ? და ყვირას მთამდე დელიკით თუ შეიძლება მისვლა? მადლობა!

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ცხენების ქირაობა შესაძლებელია სოფლებში. თუმცა ყვირას მთაზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი.

LERI FANCULAIA
LERI FANCULAIA

და მანქანის დატოვება არ არის საშიში????

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა)

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!