დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესია ცაგერში

წმინდა მაქსიმეს სახელობის ეკლესია ცაგერში, St. Maxime Church წმინდა მაქსიმეს სახელობის ეკლესია ცაგერში, St. Maxime Church

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესია ცაგერშის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

წმინდა მაქსიმეს სახელობის ეკლესია - მაქსიმე აღმსარებლის საფლავზე აგებული ეკლესია, სვანეთ - ლეჩხუმის საზღვარზე, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის ვიწრო გასასვლელში, კლდოვანი ქედის თხემზე. ეს ტაძარი ამ მხარეში დაფუძნებული ეპარქიის საკათედრო ტაძრად ითვლებოდა. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და წმინდა ნაწილები აღმოჩენილია მამატა მონასტერში. ნაპოვნია სხვა ნაწილებიც, რომლებიც წმინდანის მოწაფეებს ეკუთვნოდათ.

მცირე ბაზილიკური ტიპის ტაძარი წლების განმავლობაში დანგრეული იყო. 80-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ის საკუთარი ძალებით აღადგინა. მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ტაძრის გარშემო ბერებისთვის საცხოვრებელი სენაკები აშენდა. სამონასტრო ცხოვრება აქ 2005 წლიდან დაიწყო. მონასტრის წინამძღვარი მეუფე სტეფანე გახლავთ.


ისტორია

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი VII საუკუნეში მოღვაწე, ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებული მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ მებრძოლი წმინდა მამა გახლდათ. წმინდა მაქსიმეს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ბიზანტიის მოსახლეობაში. მწვალებლობაში მყოფი იმპერატორი და სასულიერო პირები ყოველმხრივ ცდილობდნენ, ნეტარი მამა რომელიმე ცრუმოძღვრების მიმდევარი გაეხადათ. მათი ყოველი ცდა უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც ხელი და ენა მოჰკვეთეს ნეტარ მამას და თავის ორ მოწაფესთან ერთად ლაზიკაში გადაასახლეს. ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურიბის შემდეგ წმინდა მაქსიმე ციხესიმაგრე სქიმარში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მას უფლის ანგელოზისგან ეუწყა, რომ მალე დატოვებდა ამ სოფელს. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში წმინდა მამამ საზრდელის მიღებაზე უარი თქვა და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა. 13 აგვისტოს, შაბათ დღეს, წმინდა მაქსიმე გარდაიცვალა. მისი ცხედარი ციხესიმაგრე სქიმარში დაკრძალეს. წმინდა მაქსიმეს საფლავზე სამი ღვთიური ლამპარი ჩნდებოდა და არაერთი კურნება აღესრულებოდა.

მოგვიანებით მისი წმინდა ცხედარი ცაგერთან ახლოს მდებარე მონასტერში გადაასვენეს. დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, სად გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები წმინდა მაქსიმემ. 2003 წლის 21 ოქტომბერს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) რამდენიმე პირთან ერთად ლენტეხის რაიონის მაღალმთიან რეგიონში მიაკვლია იმ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა თავისი მოღვაწეობის უკანასკნელი დღეები დაჰყო. პირველწყაროზე დაყრდნობით, ამ ადგილს სქიმარი ეწოდებოდა. დღესაც ადგილობრივი მოსახლეობა მას ოდნავი სახეშეცვლილი ფორმით სკიმერს უწოდებს.

წმინდა მაქსიმე აღესრულა 662 წლის 13 (ახ.სტ-26) აგვისტოს. მისი სახელი წელიწადში ორჯერ მოიხსენიება: გარადაცვალებისა და წამების დღეს (21 იანვარს, ახ. სტ-3 თებერვალს), როცა ენა და ხელი მოჰკვეთეს.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ლეჩხუმში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესია ცაგერში

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!