4 ძირითადი კითხვა უსაფრთო და იაფი გადაადგილებისთვის 

 


კითხვა #1 - როგორ მოვხვდეთ
A წერტილიდან B წერტილში?

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მოიცავს მეტროს, ავტობუსებსა და მიკრო ავტობუსებს. არ აქვს მნიშვნელობა საიდან სად მიდიხართ ტარიფი ყოველთვის ერთი და იგივეა.

თბილისის ფარგლებში გადასაადგილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარშუტის შემდეგი მგეგმავები:

ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ტაქსის მომსახურება საკმაოდ იაფია. აეროპორტიდან თბილისის ნებისმიერ ადგილამდე მგზავრობა 25 ლარზე მეტი არ ღირს და თუკი ტაქსისტმა მეტი მოგთხოვათ ესეიგი „ტურისტის“ გაფრცქვნა მოუნდა. მუშაობს ტაქსის გამოძახების 10-ზე მეტი კომპანია სადაც გადაადგილების ტარიფს წინასწარ შეგატყობინებენ.

ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გადასაადგილებლად 15 ლარზე მეტი არ დაგჭირდებათ, ხოლო ქალაქის შიგნით სამოძრაოდ 5-7 ლარზე მეტის გადახდა არ მოგიწევთ.  ანგარიშწორებისთვის, ძირითადად, ნაღდი ფული გამოიყენება, თუმცა რამდენიმე ოპერატორის ტაქსები ტერმინალებითაცაა აღჭურვილი. კარგი იქნება თუკი თან წვრილი კუპიურები გექნებათ, რადგან ხშირია შემთხვევა როცა ტაქსის მძღოლს ხურდა არ აქვს (ან ამბობს რომ არ აქვს) და ამის გამო დამრგვალებული თანხის გადახდა გიწევთ.

ტაქსის გამოძახების სერვისები:

MAXIM -  აპლიკაცია აქვს - +995 32 2606060;
Toyota-Taxi - აპლიკაცი არ აქვთ - +995 32 2511;
Reno taxi - აპლიკაცი არ აქვთ+995 32 2306060;
Taxify Georgia - აპლიკაცია აქვთ - http://taxify.eu/cities/tbilisi/;
Tbilisi City Taxi - აპლიკაცი არ აქვთ - +995 2 2717 717;
GG Georgia - აპლიკაცია აქვთ -  https://www.ggtaxi.com/ - +995 32 2200200

 

კითხვა #2 - როგორ გადავიხადოთ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური?

  • მეტრო - ttc.com.ge - 0.5 ლარი - პლასტიკური პარათი - პირველი ბილეთის ყიდვიდან ერთი საათის განმავლობაში განმეორებითი მგზავრობა უფასო;
  • ავტობუსი - ttc.com.ge - 0.5 ლარი - პლასტიკური პარათი, ხურდა - პირველი ბილეთის ყიდვიდან ერთი საათის განმავლობაში განმეორებითი მგზავრობა უფასო;
  • მიკროავტობუსი - tm.ge - 0.8 ლარი - პლასტიკური პარათი, ნაღდი ფული - დღის განმავლობაში მეორე და შემდგომი გამოყენებისას ფასი 0.65 ლარამდე მცირდება;
პლასტიკური ბარათების შეძენა და ბალანსის შევსება შესაძლებელია მეტროსადგურების სალაროებში. ბალანსის შესავსებად შეიძლება გამოიყენოთ ასევე საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატები.


კითხვა #3 - მობილური ოპერატორები და მათი ტარიფები?

საქართველოში სამი ძირითადი მობილური ოპერატორია, რომელთა ტარიფები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. სამივე ოპერატორი მუშაობს წინასწარი გადახდის პრინციპით.

  • მაგთი - http://magticom.ge/ (მომსახურების ფილიალი აეროპორტში მუშაობს 20:00 (8 PM) – 10:00 (10AM)[MG1]  სადღესასწაულო დღეების გარდა)
  • ჯეოსელი - https://geocell.ge/en (აეროპორტში მუშაობს 24/7 შესვენებებით 12:30-13:00, 16:30-17:00, 00:30-01:00 და 04:30-05:00)
  • ბილაინი  - (აეროპორტში მუშაობს ორშ-პარასკევი 10:00-19:00 შაბ-კვ 10:00-17:00).

კითხვა #4 - რომელ სადგურში უნდა ქალაქგარეთ გასასვლელად?

იმისთვის რომ მოხვდეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა თუ ქალაქში უნდა გამოიყენოთ შემდეგი ავტოსადგურები:

  • კახეთის რეგიონი - (თელავი, სიღნაღი, საგარეჯო, ახმეტა - ორთაჭალის სადგური, მეტრო და ავტოსადგური ისანი (მეტროსადგური ისანი)
  • ქვემო კართლი (მარნეული, ბოლნისი) - რკინიგზის სადგური, ორთაჭალის სადგური, ნავთლუღი (მეტროსადგური სამგორის ქვედა ამოსასვლელი) 
  • სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, აბასთუმანი, ვარძია) - რკინიგზის სადგური, დიდუბის სადგური
  • შიდა ქართლი და დასავლეთ საქართველო (მცხეთა, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური, საჩხერე, ქუთაისი, ზესტაფონი, ჭიათურა, ბათუმი, ლანჩხუთი, ზუგდიდი) - რკინიგზის სადგური, დიდუბის სადგური.

Online სივრცეში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ სატრანსორტო კომპანიებს: