შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით Georgian Travel Guide ატარებს გასართობ-შემეცნებით გათამაშებას #გაიცანისაქართველო, სადაც ნებისმიერ მოგზაურს შესაძლებლობა აქვს გაერთოს და მოიგოს მოგზაურობასთან დაკავშირებული პრიზები.
თამაში მიზნად ისახავს:
- გაზარდოს საქართველოში არსებული ტურისტული ობიექტების ცნობადობა;
- გაზარდოს მოგზაურთა დაინტერესება შიდა ტურიზმით.
მოგზაურები თამაშში ერთვებიან Georgian Travel Guide-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით და ცდილობენ გამოიცნონ საქართველოში არსებული ტურისტული ობიექტები, ბუნებრივი და ისტორიული ძეგლები. თამაშის პირველი რაუნდი დაიწყო 26 აპრილს და გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში. გამარჯვებული გამოვლინდება 2 მაისს -კვირა დღის ბოლოს.
თამაშის ფარგლებში გამოვლინდება სამი ძირითადი გამარჯვებული (I, II და III ადგილი), რომელთაც გადაეცემათ მოგზაურობასთან დაკავშირებული პრიზები. ძირითად საპრიზო ადგილების გარდა ყოველდღიურად გაიმართება ბონუს რაუნდები, სადაც ასევე გათამაშდება საინტერესო პრიზები.
თითოეული თამაში შედგება შემთხვევითად შერჩეული 10 კითხვისაგან. თითოეულ კითხვას აქვს 4 სავარაუდო პასუხი. მონაწილეს ქულა მიენიჭება სწორი პასუხის მითითების შემთხვევაში. ქულის მინიჭებისას გაითვალისწინება თუ რამდენი წამი დასჭირდა მონაწილეს სწორი პასუხის შესარჩევად.
ჩვენი გათამაშების გენერალური სპონსორები არიან:
1 ადგილის სპონსორია მაღაზია MPLUS, რომელიც მოგებულს გადასცემს 500 ლარიან ვაუჩერს.
MPlus ქართულ-ბრიტანული სათავგადასავლო სპორტის აღჭურვილობის გაქირავებისა და სათავგადასავლო ტურების ორგანიზატორი კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი არის თბილისში. ის ათწლეულზე მეტია აწყობს სტუმრებზე მორგებულ სათავგადასავლო ტურებს, რათა გააცნოს მათ საქართველოს ულამაზესი ლანდშაფტი, კულტურა და ხალხი. აღმოაჩინეთ საქართველო Mplus-თან ერთად.
2 ადგილის სპონსორია Rafting in Kutaisi, რომელიც გამარჯვებულს გადასცემს 420 ლარიან საჯომარდო ვაუჩერს.
კომპანია „ჯომარდობა ქუთაისში“ სპეციალიზირებულია ექსტრემალურ ტურებზე, როგორიცაა ჯომარდობა, კაიაკინგი, ლაშქრობები, კანიონინგი, საცხენოსნო ტურები და სათავგადასავლო ექსპედიციები.ჯომარდობის ტურებს ძირითადად აწყობენ მდინარე რიონზე და ცხენისწყალზე, იმერეთში და რაჭა–ლეჩხუმის რეგიონში. ეს ორი მდინარე ქმნის ულამაზეს ხეობებს და საუკეთესო საჯომარდო მონაკვეთებს. თუ გინდა შეიგრძნო ჯომარდობის ნამდვილი ემოცია, აუცილებლად უნდა ესტუმრო იჯომარდო იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში.
3 ადგილის სპონსორია XCaucasus Paragliding, რომელიც გამარჯვებულს გადასცემს 200 ლარიან პარაგლაიდინგის ვაუჩერს.
XCaucasus Paragliding არის სერთიფიცირებული პილოტებისგან შემდგარი კლუბი. XCaucasus Paragliding ორიენტირებულია თქვენს მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე. ყველა საფრენი აპარატი აღჭურვილია სათანადოდ, რომელიც მუდმივად მოწმდება ჩვენი პილოტების მიერ. მგზავრს უშუალოდ ფრენის წინ უტარდება მოკლე ინსტრუქტაჟი აფრენის და დაჯდომის თავისებურებებთან დაკავშირებით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ გათამაშების განმავლობაში ყოველდღიურად ვათამაშებთ სხვადასხვა პრიზებს ბონუს რაუნდებშიც. ბონუს რაუნდების პრიზები საკმაოდ მრავლფეროვანია და ეს ჩვენი მხარდამჭერი კომპანიების დამსახურებაა.
ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია მაღაზია მოგზაური. მაღაზია სამთო და სათხილამურო ტურიზმის უმაღლესი ხარისხის აღჭურვილობას გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ თქვენი კომპანიებისთვის იქირაოთ ან შეიძინოთ ისეთი ბრენდები როგორებიცაა: Elan, Julbo, Petzl ,Salewa, Tendon,MSR და Kilpi. მაღაზია მოგზაური Petzl-ის თავის ფანრებს გაათამაშებს.
შემდეგი პარტნიორი კი ყველასთვის საყვარელი ხის კოტეჯები Paradiso Mestia არის. პარადისო მესტია, სვანეთში მდებარეობს და აქ დასვენება წელიწადის ნებისმერ დროს არის შესაძლებელი. კოტეჯები იდეალურია მათთვის, ვინც სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, სუფთა ჰაერსა და ულამაზეს ხედებს ეძებს. პარადისო მესტია ბონუს რაუნდში გამარჯვებულს 3 ღამე დასვენებას სთავაზობს ულამაზეს გარემოში.
როგორც იცით, ჩვენ ტურისტული პალტფორმა ვართ და გათამაშება სამოგზაურო ვაუჩერის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. Travel Man მოგზაურთა კლუბია, რომელიც საქართველოში მოგზაურებს დაუვიწყარ თავგადასავლებს და ლამაზ მოგონებებს უქმნის. ბონუს რაუნდში გამარჯვებულს ის 100 ლარიან ვაუჩერს გადასცემს, რომლითაც გამარჯვებული ნებისმიერ ტურზე ისარგებლებს.
ჩვენი გათამაშება შიდა ტურიზმის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის ხორციელდება. ჩვენ და CampShare-ს ერთი იდეა გვაკავშირებს. CampShare ახალი წამოწყებაა, რომელსაც სურს ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, დაამკიდროს ლაშქრობის მაღალი კულტურა და ყველა ადამიანისათვის „თვალმისაწვდომი” გახადოს საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები. ამ მიზნის განსახორციელებლად, ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის სალაშქრო აღჭურვილობის გაქირავების სერვისს. CampShare ბონუს რაუნდში გამარჯვებულს საჩუქრად გადასცემს ახალ Quechua-ს 2 კაციან კარაავს.
ჩვენი გათამაშების, ბოლო მაგრამ არა უკანასკნელი მხარდამჭერი კი სვანეთში, მესტიაში მდებარე სასტუმრო Latour Mestia არის. იგი მესტიის ცენტრიდან 600 მეტრში მდებარეობს. სასტუმროში დასვენება შეუძლია როგორც მეგობრებს, ასევე ოჯახებს. სასტუმრო გთავაზობთ მყუდრო გარემოსა და უგემრიელეს სვანურ და ქართულ კერძებს. ლატურ მესტია გამარჯვებულს გადასცემს 2 ღამის ვაუჩერს, ულამაზეს მესტიაში დასასვენებლად.
საბოლოო ბონუს რაუნდის მხარდამჭერები კი ვართ თავად ჩვენს, Georgian Travel Guide. ჩვენთვის ძალიან სასიხაურლოა თითოეული მონაწილის აქტიურობა და თამაშში ასე გულანთებული ჩართულობა. გვახარებს ის ფაქტიც რომ, მონაწილეების დიდი ნაწილი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ბონუს რაუნდის გამარჯვებულს გადავცეთ 2 დღიანი სათავგადასავლო ტური 2 ადამიანზე ჩვენთან ერთად.
თუ ჯერ კიდევ არ მიგიღია მონაწილეობა ჩვენს გათამაშებაში, მიიღე მონაწილეობა. გადმოწერე აპლიკაცია და დაიწყე თამაში ახლავე!
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი