დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
06 ოქტომბერი, 2021

პარკირება თბილისში

კატეგორია: ინფორმაცია

გასული წლების მანძილზე საგრძნობლად იმატა ავტომობილების რაოდენობამ,როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს მასშტაბით. ასევე იმატა იმ ტურისტების რაოდენობამ, რომლებიც სწორედ ნახსენები ტრანსოპრტით მოგზაურობენ. სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდია მნიშვნელოვანი და საჭირო გახდა სწორი და მარტივი პარკირების სისტემის შექმნა, რომლის განხორციელებაც ეტაპობრივად ხდება. მაგალითად გარკვეულ ქუჩებზე(კოტე აფხაზისა და მის მიმდებარე ქუჩებზე) უკვე მესამე წელია აქტიურად მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. ამ ქუჩებზე პარკირება უფასოა ელექტრო ავტომობილების მფლობელების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ნებისმიერი სხვა პირისთვის კი პარკირება, მოცემულ მონაკვეთში პირველი 15 წუთი უფასოა, ეს ტარიფი მოქმედებს 24 საათის განმავლობაში და ამ დროის მანძილზე პარკირება 4 სხვადასსხვა ადგილას არის შესაძლებელი. რაც შეეხება ხანგრძლივ დაპარკინგებას ამ შემთხვევაში არსებობს დაყოფილი ზონები და შესაბამისად განსხვავებული ფასები. A ზონა, სადაც ერთი საათის საფასური ერთი ლარია, B ზონა, ერთი საათი 2 ლარი, და C ზონა ერთი საათი 3 ლარი. გადახდა კი შესაძლებელია ვეპგვერდის WWW.TP.GE, მობილური აპლიკაციის ან გადახდის აპარატის საშუალებით, რომელიც პარკირების ადგილიდან 50 მეტრის მანძილზე შეგვხვდება. რაც შეეხება სხვა უბნებს და იქ არსებულ ფასიან პარკინგებს ამ შემთხვევაში შეგვიძლია პარკირების საშვის შეძენა, მანქანის და პირადი ნომრის იდენტიფიკაციის შემდეგ მოცემულ საიტზე - https://parking.tbilisi.gov.ge/pass

თბილისის ბევრ ქუჩაზე კი წლებია არსებობს “სტაიანშიკის“ ანუ ავტომესადგომის სისტემა. ტურისტებისთვის შეიძლება დამაბნეველი იყოს რატომ ეხმარება სტაფილოსფერ უნიფორმაში გამოწყობილი ადამიანი მანქანის დაყენებაში, თუმცა თბილისის უბნების უმეტესობაში უკვე დიდი ხანია ამაში უჩვეულო არაფერია. ავტომესადგომე ერთგვარი პროფესია, რომლის საწყისსაც ვერავინ იხსენებს, საკმაოდ მარტივი მექანიზმი აქვს. თითოეულ მათგანს თავისი ზონა აქვს გამოყოფილი, შორიდანვე განიშნებს არსებობს თუ არა თავისუფალი ადგილი, გეხმარება მანქანის დაყენებაში და ყველაზე საინტერესო ის არის რომ მათ უმეტესობას არანაირი ტარიფი არ აქვთ და იმ თანხას თანხმდებიან, რასაც მძღოლი გაიმეტებს. მიუხედავად განახლებული სისტემებისა და მექანიზმებისა, დღევანდელ რეალობაში ყველაზე ეფექტურად და გავრცელებულად მაინც ავტომესადგომის სისტემა შეიძლება ჩაითვალოს.


თეგები: #ინფორმაცია #ავტომობილის მართვა #ავტომობილი #პარკინგი #პარკირება #სტაიანშიკი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი