
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ბათუმის ცენტრალური პარკი (6 მაისის პარკი) აჭარაში, ქალაქ ბათუმში მდებარეობს. იგი ბათუმის პირველი სამოქალაქო ბაღია. პარკის მშენებლობა 1881 წელს დაიწყო, ნური-გელის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მშენებლობა პრუსიელ მებაღეს - რესლერს დაევალა. 1884 წელს რესლერი გარდაიცვალა და დაწყებული საქმე ერთი წლით შეჩერდა, 1885 წლიდან კი ქალაქის ბაღისა და უკვე დაწყებული ბულვარის მშენებლობის ხელმძღვანელად ფრანგი მებაღე მიხეილ დალფონსი მოიწვიეს. თანდათან ბაღი განაშენიანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ბუჩქოვანი მცენარეები და ხეები. დღესდღეობით მწვანეში ჩაფლული ბაღი ლამაზი ბილიკებითა და ნურის ტბის ხედით უმშვენიერეს სანახაობას წარმოადგენს და ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და გართობისთვის. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს დელფინარიუმი და ბათუმის ზოოპარკი, სადაც სახალისო სანახაობებითა და ცხოველებთან ურთიერთობით დატკბებით. ბაღის გარშემო განლაგებულია სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, სადაც სასიამოვნო დასვენებასა და უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. ბათუმის ცენტრალური პარკი ქალაქის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაGamarjoba tu aris shesadzlebeli piknikis mowyoba ?
არსებობს თუ არა მერიის ბრძანება გორგილაძის # 38 საცხოვრებელ კორპუსთან კარუსელებზე მუსიკის გამოყენების შესახებ? ხმამაღალი მუსიკა ერევა სახლის მაცხოვრებლებს
მოგესალმებით. მაინტერესებს პარკის გამწვანებაში, რატომ არის მოწყობილი კაფე (მზის საათის მიმდებარედ განთავსებული ჯიხურის ინვენტარი: მაგიდა-სკამები-საჩრდილობლები) ?! ვფიქრობ, გამწვანებაში კაფის მოწყობა აზიანებს პარკის მწვანე საფარსა და აბინძურებს გარემოს, მით უმეტეს, რომ ტროტუარზე საკმაოდ აქვთ დაკავებული ადგილი. პატივისცემით.