ბაზალეთის ტბის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სულ რაღაც 40 კილომეტრში თბილისიდან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა. ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ ტბის სილამაზით, ან ბუნებით, ასევე, და უფრო მეტადაც სწორედ ტბის სამკურნალო თვისებების გამო. ტბაში არცერთი მდინარე  არ ჩაედინება და არც გაედინება. ის მდიდრდება მხოლოდ და მხოლოდ წვიმის წყლითა და მიწისქვეშა მინერალებით, რაც ხდის მას ასეთ უნიკალურს. აქ შეგიძლიათ იმკურნალოთ დერმატოლოგიური პრობლემები, რევმატიზმი, ძვალ-კუნთოვანი პათოლოგიები.

ბაზალეთის ტბა ზღვის დონიდან 900 მეტრზეა, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გარშემო კი მთები აკრავს, რაც ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. მთის ჰაერი და ტბის სამკურნალო თვისებები ქმნიან უნიკალურ  ნაზავს გარემოში, სადაც დატკბეთ ბუნების სილამაზით და ისიამოვნოთ გამაცოცხლებელი სურნელით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ბაზალეთის ტბა განსაკუთრებით ცნობილია ულამაზესი განთიადითა და დაისით, რაც ნამდვილად ცალკე სიამოვნებაა.


და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ წელიწადის ნებისმიერ დროს, ბაზალეთის ტბას ყოველ სეზონზე აქვს თავისი ხიბლი და  სილამაზე. აქვე შეგიძლიათ იხილოთ თეთრი სვეტების კოლონადა - სიმბოლოა ქართველებისა და ებრაელების 2500 წლიანი მეგობრობისა და სიყვარულისა. ბაზალეთის ტბაზე არაერთი ლეგენდა დადის, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მასს ტურისტებისთვის. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ეს იყო ძველი სამოთხე.

საბჭოთა პერიოდში აქ იყო რამოდენიმე დასასვენებელი სახლი, და სანატორიუმი ბავშვებისთვის ტბის პირას. 2007 წელს კი აქ გაისხნა  “ ბაზალეთის ტბის სასტუმრო “. აქედან მოყოლებული, ის განსაკუთრებით საყვარელ დასასვენებლ ადგიალდ იქცა ახალგაზრდებისთვის. აქ მათთვის ყველაფერია: ღია ცის ქვეშ საცურაო აუზები, ულამაზესი ხეივნები, სადაც უსასრულოდ შეგიძლიათ ისეირნოთ, და სპორტული გასართობები. ახალგაზრდები აქ მოდიან ჯგუფებად, უკრავენ გიტარას არაჩვეულებრივ გარემოში და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. ზაფხულში ტბის გრილი და კრიალა წყლით გულს იჯერებენ, ირუჯებიან და  დადებითი ემოციებით ივსებიან. მოკლედ, თუ გსურთ რომ დრო არაჩვეულებრივად გაატაროთ, და თანაც ეს ყველაფერი თქვენს უკეთ ყოფნასაც უწყობდეს ხელს, ეს ადგილი აუცილებლად უნდა ნახოთ.



მანძილი მთავარ სატრანსპორტო ხაზებთან

თბილისის ცენტრალური აეროპორტი – 60კმ
თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური – 50კმ
ქალაქი თბილისი – 45კმ
გუდაურის სათხილამურო კურორტი – 60კმ
ანანურის კოშკი – 35კმ
მთა-თუშეთი – 70კმ
ხევსურეთი – 60კმ
სტეფანწმინდა (ყაზბეგი) – 100კმ
ქალაქი მცხეთა (საქართველოს ძველი დედაქალაქი) – 40კმ

მდებარეობა
42.038078, 44.679115
მანძილი დედაქალაქიდან
45 კმ

იხილეთ ასევე

ანანურის ციხის კომპლექსი — ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან.  მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მ...

ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია - XIII საუკუნის ტაძარი, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თიანეთისა...

ხადა (ხადის ხეობა) — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი მცხეთა - მთიანეთში, მდინარე მთიულეთის არაგვის სათავეებთან (მისი მნიშვნელოვანი ნაწილი თავსდება ახლანდ...

ბარისახო — სოფელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე ხევსურეთის ...

კორშა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის თემში. მდებარეობს მდინარე ხევსურეთის არაგვის მარჯვ...

აბუდელაურის თეთრი ტბა მდებარეოს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის სათავეში ზღვის დონიდან 2840 მეტრზე. ...

აბუდელაურის მწვანე ტბა მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის სათავეში ზღვის დონიდან 2600 მეტრზე. ...

აბუდელაურის ლურჯი ტბა მდებარეოს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის სათავეში ზღვის დონიდან 2580 მეტრზე. ...

როშკა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის თემში. მდებარეობს მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრ...

საბანაკე ბორბალოს მდებარეობის დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავისა და მიღმახევის გამყოფ ქედზე, ბორბალოს უღელტეხილის მისადგომთან ზღვის დონიდან 27...

ახიელი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემი). მდებარეობს არხოტის ხეობაში მთა კიდეგანის...

ტანიეს ტბა მდებარეობს ხევსურეთში, კონკრეტულად არხოტში, მდინარე ტანიეს წყლის ხეობაში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჩემი აზრით, ეს ტბა სილამაზით მეორე ადგილ...

ამღა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხევსურეთის თემის შემადგენლობაში. მდებარეობს პირიქითა ხევსურეთშ...

ასას ეროვნული პარკი - მოიცავს მდინარე ასას ხეობის მარცხენა კალთასა და მის მარცხენა შენაკადებს. ტერიტორია ასევე მოიცავს ხელუხლებელ წიწვოვან ტყის მასივე...

მწვერვალი მახისმაღალი მდებარეობს არხოტში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, საქართველო - რუსეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 4013 მეტრზე. მწვერვალზე აღჭურვილობის ...

შატილი — სოფელი და სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს თუშეთ-ხევს...

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი - მდებაორებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში ფშავ-ხევსურეთში. მისი უნიკალური ბუნება და...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბაზალეთის ტბა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!