
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მშვიდობის ხიდი თბილისში, მდინარე მტკვარზე, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის მდებარეობს. იგი ერეკლე II-ის ქუჩასა და რიყეს ერთმანეთთან აკავშირებს. მშვიდობის ხიდი განახლებული თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ის ოფიციალურად 2010 წლის 6 მაისს გაიხსნა. ხიდის არქიტექტორია მიკელე დე ლუკი (ის არის აგრეთვე შსს შენობისა და პრეზიდენტის სასახლის არქიტექტორი), განათების დიზაინერი კი ფილიპ მარტინოა (მას ეკუთვნის შსს შენობის, პრეზიდენტის სასახლისა და ტელეანძის განათების დიზაინი). ეს შუშის ხიდი განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როცა განათებები წყალში ირეკლება. მშვიდობის ხიდთან მდებარეობს რიყის პარკი, რომელიც კეთილმოწყობილია, შექმნილია გასართობი სივრცეებიც და შესანიშნავია სასეირნოდ და განტვირთვისთვის. აქედან ასევე შეგიძლიათ საბაგიროთი ნარიყალაზე ასვლა და მაღლიდან ქალაქის შესანიშნავი ხედებით ტკბობა. ხიდიდან შესანიშნავად მოჩანს ნარიყალას ციხე, თბილისის ანძა და პრეზიდენტის სასახლე. მშვიდობის ხიდი თბილისის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. თანამედროვე დიზაინის ხიდს ძველი თბილისის გარემოში ეკლექტურობა შემოაქვს.
რაც შეეხება ხიდის არქიტექტურას, ის ფოლადის კარკასისა და მინის პანელების კონსტრუქციას წარმოადგენს. მინის პანელები ერთობლიობაში 150 კვ.მ ფართობის მქონე ჩარდახს ქმნის, რომელიც საფეხმავლო ბილიკს ეხურება. მთელი კონსტრუქცია 4 მძლავრ ფოლადისავე სვეტს ეყრდნობა, ბილიკი კი კარკასზე ბაგირებითაა ჩამოკიდული. მისი სიგრძე 156 მეტრია. სპეციალურ ცვალებად განათებას, რომელიც ღამით ინთება, უზრუნველყოფს 50 000-მდე ნათურა. ოფიციალური ინფომარიიცთ ხიდის საერთო ღირებულებამ (რიყის პროექტის გარეშე) 12.5 მლნ ლარი შეადგინა, რომელიც ქალაქის ბიუჯეტმა გამოყო. არქიტექტურული თვალსაზრისით მშვიდობის ხიდი თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშია, რაც ძველი თბილისის მოცემულ ტერიტორიისთვის სიახლეა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა