დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია

საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია

საორბისის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ

საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიცესის სამხრეთით გარეუბანში, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირას, მაღალ კლდოვან ბორცვზე. აგებულია 1152 წელს.

ეკლესია დარბაზულია (17 × 12,5 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილ კვადრებით (შენობა დაზიანებულია). ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთის მინაშენიდან აქვს. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. თითო სარკმელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. ძლიერ დაზიანებული, ოსტატურდ ნაკეთი კანკელი საკურთხეველს დარბაზიდან ყოფს. შენობის თანადროულია მის შიგნით კედლებზე შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები.

საკურთხევლის კონქში ვედრების კომპოზიციაა. ჩანს მაცხოვრის მარჯვენა ტერფი, რომელზეც შერჩენილია ოქროსფერი ოქრას სარჩული და ყავისფერი კონტურის ნაშთი, მოწითალო-ყავისფერი ქიტონის ფრაგმენტი და კვადრატული ფორმის, სწორკუთხედებად დაყოფილი ტახტის ფეხი. იქვე ჩრდილოეთის მხარეს ექვსფრთედის ფრაგმენტია. საკურთხევლის მეორე რეგისტრში ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურაა. გამოსახულებები ფრონტალურია. შედარებით უკეთაა შემონახული სარკმლის წირთხლების მოხატულობა. ასომთავრული წარწერის მიხედვით აქ ორი დიაკონია წარმოდგენილი: წმ. სტეფანე და წმ. გერმანოზი. წმინდანების შარავანდები სხვადასხვა ფერისაა: ეკლესიის მამებისა ყვითელია, დიაკვნებისა — მონაცრისფერო-იისფერი. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში წარმოდგენილია იერუსალიმს შესვლა (შემორჩენილია მხოლოდ ცხენისა და მაცხოვრისკენ მიმართული ბავშვის გამოსახულების ფრაგმენტი). ამავე კედლის დასავლეთ ნაწილში ორი მოწამის წელზედა გამოსახულება გაირჩევა (ერთი მათგანი მეომარია). სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში შემორჩენილია წმინდა გიორგის ბრძოლა გველეშაპთან (დაზიანებულია). ცხენი წითური ფერისაა. შემოსასვლელის ტიმპანში გამოსახულია მაცხოვრის თავი. შემოსასვლელის თავზე, მისგან მარჯვნივ და დასავლეთის კედელზეც ცალკეულ სცენათა ნაშთებია შემორჩენილი, რომელთა გარჩევა არ ხერხდება. სამხრეთის კედლის სარკმლის წირთხლები მოხატულია მცენარეული ორნამენტით — სამფურცლიანი ყვავილებით, ყვითელი ყლორტებითა და შავ ფონზე მტვრიანებით, რაც დამახასიათებელია XI-XII საუკუნეების ქართულ მონუმენტურ მხატვრობისათვის. მხატვრობის კოლორიტი თავშეკავებულია. უმთავრესად გამოყენებულია მოწითალო-აგურისფერი, ოქროსფერი ოქრა, ცისფერი, მოწითალო-ყავისფერი და ნაცრისფერი. ფიგურები სტატიკურია, გამოირჩევა სიმკაცრით.

შენობა მაღალ ცოკოლზე დგას. ეკლესიის დასავლეთ ფასადი კლდოვან ფერდს გადაჰყურებს. აღმოსავეთისა და სამხრეთის სარკმლების განიერი საპირეები შემკულია კარგად ნაკვეთი მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის წვერში, ამოკვეთილია თანაბარმკლავიანი ჯვარი. ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე, კედელში ჩასმულ ფილაზე ასომთავრული წარწერაა, "წმიდაო გიორგი შეიწყალე ერისთავთ ერისთავი კახა და შვილნი მათნი და დაიცავ სოფელი მიწა მათი მოსავი შენი და მაშენებელი ტაძრისა შენისა ქორონიკონი იყო ტაბ" (1152 წ.). წარწერა გვამცნობს ეკლესიის ამშენებლის ვინაობას (კახა ერისთავთერისთავი). ეკლესიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე მიდგმულია გალავანი, რომელშიც სამხრეთ-დასავლეთით გაჭრილია კარი

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!