გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტი საქართველოში. თუ გსურთ თხილამურებით სრიალი რამდენიმე დღით, გუდაური ნამდვილად თქვენთვისაა. ის დამსვენებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სამთო-სათხილამურო ბილიკებს. აქ დამწყები, საშუალო დონისა და ექსპერტი მოთხილამურეები მარტივად იპოვიან თავიანთ ბილიკებს… სასრიალო მოედანზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ და გამოსცადოთ ველური მთების ძალა.

გუდაური არის თბილისიდან 100 კილომეტრში. მანქანით აქ მისასვლელად დაგჭირდებათ დაახლოებით საათი და ნახევარი. გუდაური ზღვის დონიდან 2200 მეტრზეა. 6 თვის განმავლობაში ის დაფარულია თოვლის საფარით, მაგრამ სეზონი, როგორც ასეთი, იწყება დეკემბრის ბოლო რიცხვებში და გრძელდება მარტამდე. საუკეთესო სეზონი აქ მოსასვლელად იანვარი -თებერვალია. გუდაური ძალიან იაფი სამთო-სათხილამურო კურორტია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, თუმცა საქართველოში- ყველაზე ძვირადღირებული. თხილამურების დაქირავება დღეში 40 ლარი ჯდება. მინი თხილამურების დაქირავება დღეში- 30 ლარი, თუმცა ამ ფასში არ შედის სათვალეები და ჩაფხუტი. მათი ქირაობა შეგიძლიათ ცალ-ცალკე, დაახლოებით დღეში 20 ლარად. რესტორნები და სასტუმროები მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ ძვირია, რახან ზამთრის სეზონზე ტურისტებითა და დამსვენებლებით გადატვირთულია. სასტუმროს ფასები მერყეობს 60 დოლარიდან 300 დოლარამდე, თუმცა რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უფრო იაფიანი ადგილებიც მოძებნოთ, ახლომახლო გუდაურთან. შეგიძლიათ თბილისიდან წახვიდეთ და წამოხვიდეთ, რადგან მანძილი მათ შორის ძალიან მცირეა.

გუდაურში სულ 7 სათხილამურო ხაზია, საერთო სიგრძით- 70 კილომეტრი. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 3200 მეტრზეა.

თქვენ გუდაურში შეგიძლიათ თავისუფალი დაშვებები განახორციელოთ, თუმცა რთულია აქ ახალი, ფუმფულა თოვლის მოძებნა, რადგან ეს კურორტი მუდამ გადატვირთულია დამსვენებლებით, განსაკუთრებთ უქმე დღეებში, და ყველას სურს “პირველობა”. ასე რომ, დაელოდე ახალ თოვლს და დილით ადრე, სცადე იყო პირველი. თუ გსურს თავისუფალი დაშვება ტყეში, გირჩევდით სვანეთის ან გოდერძის სათხილამურო კურორტები მოგენახულებინათ.

გუდაურში ბევრი სათხილამურო პარამეტრია:

თხილამურების ფასი კურორტ გუდაურშიარასეზონური ფასისეზონური ფასი
01.12.17 - 29.12.17
13.03.18 - 30.04.18
30.12.17 - 12.03.18
სრულწლოვანიბავშვისწრულწლოვანიბავშვი
ერთჯერადი სრიალი 5 ლარი 5 ლარი 5 ლარი 5 ლარი
3 სრიალი 15 ლარი 15 ლარი 15 ლარი 15 ლარი
1 დღე 30 ლარი 20 ლარი 40 ლარი 25 ლარი
2 დღე 60 ლარი 40 ლარი 80 ლარი 50 ლარი
3 დღე 84 ლარი 57 ლარი 112 ლარი 71 ლარი
4 დღე 121 ლარი 74 ლარი 149 ლარი 92 ლარი
5 დღე 137 ლარი 91 ლარი 182 ლარი 114 ლარი
6 დღე 160 ლარი 107 ლარი 213 ლარი 133 ლარი
7 დღე 174 ლარი 116 ლარი 232 ლარი 145 ლარი
8 დღე 197 ლარი 131 ლარი 262 ლარი 164 ლარი
9 დღე 219 ლარი 146 ლარი 292 ლარი 182 ლარი
10 დღე 240 ლარი 160 ლარი 320 ლარი 200 ლარი
ღამით სრიალი 10 ლარი 10 ლარი


აგრეთვე, შეგიძლიათ შეიძინოთ მრავალჯერადი გამოყენების ნაკრები თხილამურებისა, რომლებიც სანდოა და საქართველოს ნებისმიერ სამთო-სათხილამურო კურორტზე გამოგადგებათ:

მრავალჯერადო გამოყენების თხილამურების ფასები საქართველოშისრულწლოვანიბავშვი
7 დღის განმავლობაში, ზამთრის სეზონზე, ნებისმიერ კურორტზე 250 ლარი 180 ლარი
10 Days a winter season any resort 345 ლარი 240 ლარი
Seasonal ski pass all resorts 500 ლარი

 

  • თხილამურების შეძენა შეგიძლიათ კურორტზე, სალაროსთან (ნაღდი ფულით, ან საკრედიტო ბარათით)
  • იმისთვის, რომ გამოიყენოთ მრავალჯერადი ან სეზონური კარტები, აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი
  • 6 წელს ქვემოთ ბავშვებისთვის სათხილამურო ბილიკები უფასოა. “ბავშვად” იგულისხმება 6-16 წლამდე ასაკის მოზარდები.

სალაროები მდებარეობს პატარა სათხილამურო ბილიკების დასაწყისთან ახლოს. როგორც წესი, სალაროსთან დიდი რიგი არასდროს არის. თანხის გადახდა შესაძლებელია ნაღდი ფულით, (ლარებში) ან VISA & MasterCard ბარათებით.

სამუშაო საათები: 10:00 - 16:00 ზამთრის დროით, ხოლო 09:00 - 17:00 უქმე დღეებსა და გაზაფხულზე.

აქ კი შეგიძლიათ იხილოთ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის რუკა:

Gudauri ski resort map

სალაროები მდებარეობს პატარა სათხილამურო ბილიკების დასაწყისთან ახლოს. როგორც წესი, სალაროსთან დიდი რიგი არასდროს არის. თანხის გადახდა შესაძლებელია ნაღდი ფულით, (ლარებში) ან VISA & MasterCard ბარათებით.

სამუშაო საათები: 10:00 - 16:00 ზამთრის დროით, ხოლო 09:00 - 17:00 უქმე დღეებსა და გაზაფხულზე.


აქ კი შეგიძლიათ იხილოთ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის რუკა: