დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
მიჯნისყურე ვაშლოვანის ეროვნული პარკი Mijniskure Vashlovani National Park Georgia | Vashlovani National Park IMG_8663 მიჯნისყურე ვაშლოვანის ეროვნული პარკი Mijniskure Vashlovani National Park Elia monastery - Vashlovani Protected Area Kilakupra Mud Volcano - ქილაკუპრა ტალახის ვულკანი Dali Mountain Reservoir - დალის მთის წყალსაცავი კაკლისყურე, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია Khornabuji , Vashlovani Protected Area Takhti-tepha Mud Volcano - ტახტითეფას ტალახის ვულკანი არწივის ხეობა, ვაშლოვანის ნაკრძალი -  Eagle Valley, Vashlovani Protected Area გარეჯის საბერეები - David Gareji Desert, Sabereebi კაკლისყურე, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია - Kakliskhure, vashlovani Protected Area

ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ვაშლოვანის ეროვნული პარკი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, შირაქის ზეგანზე, მდინარე იორსა და ალაზანს შორის, ზღვის დონიდან 100-900 მ-ის სიმაღლეზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ვაშლოვანის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი და რამდენიმე ბუნების ძეგლი. დაარსდა 2003 წელს, მისი ფართობი 25114 ჰექტარია. ჰავა მშრალი და ზომიერია. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეხვდებით გაშლილ ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს. ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის ხის ნათელი ტყის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან.

ვაშლოვანის ეროვნული პარკის უნი­კალური ბუნებრივი მრავალფეროვნების მონახულე­ბა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქ კარგადაა გან­ვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროში მდებარეობს.

ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების ფართო არჩევანს იძლევა. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ბუნგალოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად.

ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ, საფარი და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.


ფლორა და ფაუნა

ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიურიმგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.


ღირსშესანიშნაობები:


მარშრუტები:

თეგები: #ბუნება #ეროვნული პარკი #ეროვნული პარკები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
luka vepkhvadze
luka vepkhvadze

ვაშლოვანში შესვლა ყველას ჩვეულებრივად შეუძლია?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

დიახ, ვაშლოვანში ყველა ვიზიტორს შეუძლია შესვლა, თუმცა გჭირდებათ საშვები, რადგანაც იგი სასაზღვრო ზონაში მდებარეობს. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას ნომერზე: +995 577 10 18 49

luka vepkhvadze
luka vepkhvadze

მადლობა

Kakhaber Koiava
Kakhaber Koiava

შეგიძლიათ მითხრად ვინ არის თქვენს გვერდზე განთავსებული ფოტოების ავტორი?

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

ვებ გვერდზე განთავსებული ფოტოები არის კომპანია Georgian Travel Guide -ის საკუთრება. ფოტოები გადაღებულია Georgian Travel Guide გუნდის წევრების მიერ. თუმცა ზოგიერთ გვერდზე გამოყენებულია სხვისი ფოტოები და იმავე გვერდზე მითითებულია ფოტოების ავტორი.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ვაშლოვანის ეროვნული პარკი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!