ხეობა Artsivi (eagle)

არწივის ხეობა - ხორნაბუჯის ციხე - წმ. ელიას სახელობის ეკლესია

ლაშქრობა
1 შეფასება

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მარშრუტი იწყება არწივის ხეობის შესასვლელთან. პირველად ვიზიტორები საინფორმაციო ცენტრში მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას დაცული ტერიტორიების შესახებ, აქედან ბილიკი მიემართება კირქვიანი კლდეების გასწვრივ და მიდის კლდის ძირებთან, სადაც სეზონურად შესაძლებელია იშვიათი ენდემური მცენარის - კახეთის მაჩიტას ნახვა. მნახველი განცვიფრებაში მოჰყავს კირქვიან კლდეზე ყოველგვარი ნიადაგის გარეშე ამოსულ მწვანედ მოხასხასე თეთრ ყვავილს, რომელსაც სასიცოცხლოდ ასეთი მკაცრი გარემო აურჩევია. შემდეგ ბილიკი მიემართება ხეობის დასავლეთ კალთაზე არსებული გადასახედებისკენ საიდანაც ჩაკიდული კლდეების ფონზე მონავარდე ორბების თვალიერება საოცარ განცდას იწვევს მნახველში. მათ გარდა ხეობაში კიდევ 9 სახეობის მტაცაბელი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. მტაცებლების გარდა არწივის ხეობაში სხვა გამორჩეული სილამაზის ფრინველებსაც შეხვდებით, მათ შორის კოლხურ ხოხობს და შავ ყარყატს.

ასევე, შესაძლებელია შუა საუკუნეების ციხე-ქალაქის - ხორნაბუჯის ნანგრევების დათვალიერება. ხორნაბუჯზე მისასვლელად ტყეში გამავალ ვიწრო გზაზე უნდა გავიაროთ, რომელიც ზაფხულში ბუნებრივ გვირაბს გავს. ერთ ადგილზე “გვირაბი” მოულოდნელად ფართოვდება და ციცაბო კლდეზე შეზრდილი V საუკუნის ციხე იპყრობს ყურადღებას. შესაძლებელია ავტომობილის ციხის ქვემოთ არსებულ ვაკობზე გაჩერება. აქ იწყება საფეხმავლო მარშრუტი ციხე-სიმაგრეზე. ციხე-სიმაგრიდან ხელისგულივით მოსჩანს ალაზნის ველი და აღმოსავლეთ კავკასიონი. ციხის დაბლა მოწყობილ საპიკნიკეზე სტუმრებს შეუძლიათ ისადილონ და ავტომობილებით გაემართონ წმ. ელიას მთისკენ. მთაზე ასვლისას იწყება საფეხმავლო მარშრუტი, რომელიც კირქვიან კლდეზე, 45 მეტრის სიმაღლეზე მდებარე, კირქვითვე ნაშენი წმ. ელია თეზბიტელის ტაძრისკენ მიემართება. ტაძარი სავარაუდოდ VI საუკუნეშია აშენებული, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში ის დაუნგრევიათ და 2008 წელს დასრულდა მისი აღდგენა. ტაძრიდან აღმოსავლეთით მოჩანს “ქოჩების ტბა” და შირაქის ველი, ხოლო სამხრეთით – ტარიბანას ველი და კოწახურას ქედი.

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში სტუმრობა ფასიანია. რეგისტრაციისათვის, ტურისტული თავშესაფრის დასაჯავშად და სხვა მომსახურების მისაღებად ეწვიეთ/დაუკავშირდით ვაშლოვანის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს.

ხანგრძლივობა
1 დღე
სირთულე
მარტივი
მანძილი
8 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
180 კმ

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ მარშრუტზე

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+7
რუკა

გეგმა

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა

1 შეფასება

3
Alex Tetradze
Alex Tetradze

ხორნაბუჯის ციხე და არწივების ხეობა, სანახავად ნამდვილად ღირს, კარგი ადგილია ერთ დღიანი გასეირნებისთვის,..

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე არწივის ხეობა - ხორნაბუჯის ციხე - წმ. ელიას სახელობის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!