დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
მიჯნისყურე ვაშლოვანის ეროვნული პარკი Mijniskure Vashlovani National Park მიჯნისყურე ვაშლოვანის ეროვნული პარკი Mijniskure Vashlovani National Park მიჯნისყურე ვაშლოვანის ეროვნული პარკი Mijniskure Vashlovani National Park მიჯნისყურე ვაშლოვანის ეროვნული პარკი Mijniskure Vashlovani National Park მიჯნისყურე ვაშლოვანის ეროვნული პარკი Mijniskure Vashlovani National Park IMG_8663 IMG_8674 IMG_8689 IMG_8737 IMG_8754 IMG_8757

მიჯნისყურე - შავი მთის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მარშრუტი ორი ლანდშაფტის მიჯნას წარმოადგენს: გზის მარცხენა მხარეს მოჩანს ქსეროფიტული ბალახეულობით დაფარული, ნაზი კონტურების მქონე ნაგომრების ქედი, ხოლო მარჯვენა მხარეს – გზიდან 50-70 მეტრის ქვემოთ. ციცაბო ფერდობებით გამოყოფილი, არიდული ტყით დაფარული და ღრმა ხეობებით დაქსელილი ვაშლოვანის ნაკრძალი. აქვეა მოწყობილი გადასახედი. გადასახედიდან გზა ქედის თხემს მიუყვება, გაივლის ვაშლოვანის დაცვის სადგურს და ეშვება ჩიღოელთ ხევში, რომლის ნათელი ტყით დაფარული ფერდობები გაზაფხულობით სავსეა ულამაზესი კვირიონებით, ყაპყაპებით და მოლაღურებით. აქედან გზა ნათლისწყლის ხეობაში გადადის. ხეობაში წყალი მუდმივად არის, თუმცა ზოგ ადგილზე ის მიწისქვეშ მიედინება, ზოგან კი მიწის ზემოთ ამოდის და წვრილი ფრინველების საყვარელ თავშეყრის ადგილს ქმნის. სწორედ ასეთ ადგილზე მდებარეობს სასაზღვრო პუნქტი, რომლის გავლის შემდეგ გზა კაკბებით მჭიდროდ დასახლებული „უსახელო“-ს გადასახედისკენ მიემართება, საიდანაც მოსჩანს ბედლენდების ვრცელი მასივი, რომელსაც “ალესილებს” უწოდებენ. გადასახედიდან გზა თანდათან ქვემოთ ეშვება და ალაზნის ჭალაში ჩადის.

ღამის გათევა ადგილზე არსებულ ღამის სათევებში არის შესაძლებელი. მეორე დღეს ტური მიემართება შავი მთისკენ. სადაც საჭიროა ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელამდე მისვლა. იქიდან გზა იმედას ხეობაზე გადის და უახლოვდება კოლხური ხოხბის საბინადრო – შავი მთის ტყეებს. აქვეა საპიკნიკე და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საფეხმავლო მარშრუტით შავი მთის მონასტრამდე მისვლა.

ბილიკი პატარა ქედის თხემზე გადის, რომლის მარცხენა მხარეს ფართოფოთლოვანი ტყე მოჩანს, ხოლო მარჯვნივ ალაზნის ველი და მინგეჩაურის წყალსაცავი. ბილიკი ძველი მონასტრის ადგილზე წყდება, სადაც IV-V საუკუნის ტაძრის იატაკის და საძირკვლის მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. კარგი ამინდის შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც აორთქლება ნაკლებია და ჰაერი გაწმენდილია, შესაძლებელია კავკასიონის ქედის დანახვა.

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში სტუმრობა ფასიანია. რეგისტრაციისათვის, ტურისტული თავშესაფრის დასაჯავშად და სხვა მომსახურების მისაღებად ეწვიეთ/დაუკავშირდით ვაშლოვანის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს.
თეგები: #4X4 #სათავგადასავლო ტურები #ჯიპ-ტური
ხანგრძლივობა: 2 დღე
ჯამური მანძილი: 220 კმ
სირთულე: მარტივი
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
დათო კალანდაძე
დათო კალანდაძე

დასალევი წყლის ავსება თუა შესაძლებელი სადმე ახლომახლო, მიჯნისყურესთან?

ნინო სეთურიძე
ნინო სეთურიძე

მოგესალმებით!
დასალევი წყლის ავსება შესაძლებელია მიჯნისყურეში, სადაც ფუნქციინირებს ჭა

დათო კალანდაძე
დათო კალანდაძე

მადლობა

Ana Makishvili
Ana Makishvili

rodis aris turi?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ეს არის მარშრუტის აღწერა. ამ ეტაპზე ამ მიმართულებით საიტზე არ გვიდევს ტური. თუმცა ვიმედოვნებთ მალე დაემატება

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მიჯნისყურე - შავი მთა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!