DJI_0862

ტახტი - თეფასა და ქილაკუპრას ტალახის ვულკანები და დალის წყალსაცავი

ჯიპ-ტური

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

არაორგანული ბუნების ეს ძეგლი დალის მთის მახლობლად მდებარეობს და განსხვავებულია ყველაფრისგან, რისი ნახვაც კი საქართველოში შეიძლება. ამ ტალახოვანი ვულკანის მნახველს ისეთი შეგრძნება ეუფლება, რომ არათუ სხვა ქვეყანაში, არამედ სხვა პლანეტაზე მოხვდა.

ვულკანი მოთეთრო, ბრტყელთხემიანი ბორცვია, რომელიც გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს. სასუნთქებიდან და კრატერებიდან მუდმივად ინთხევა და ჟონავს სამკურნალო თვისებების მქონე აირი, ნავთობი და ტალახი.

ზედაპირზე გვხვდება სხვადასხვა ჰალოპიტის ცალკეული წარმომადგენლები: Kalidium caspicum, Suaeda sp. Petrosimonia brachiata, Gamenthus pilosus, Limonium meyeri, და სხვა, მაშინ, როდესაც ვულკანის ფერდობები დაფარულია ნახევრად უდაბნოს ფიტოცენოზებით.

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში სტუმრობა ფასიანია. რეგისტრაციისათვის, ტურისტული თავშესაფრის დასაჯავშად და სხვა მომსახურების მისაღებად ეწვიეთ/დაუკავშირდით ვაშლოვანის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს.

ხანგრძლივობა
1 დღე
სირთულე
მარტივი
მანძილი
110 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
160 კმ
რუკა

გეგმა

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ტახტი - თეფასა და ქილაკუპრას ტალახის ვულკანები და დალის წყალსაცავი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!