
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ჟიბიანის წმინდა გიორგის ეკლესია სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემის სოფელ ჟიბიანში მდებარეობს, უშგულის ლამარიას კომპლექსის
სამხრეთ-დასავლეთით. იგი XV საუკუნით
თარიღდება. დარბაზული, შირიმით ნაგები ტაძარი სამწახნაგოვანი, შვერილი აფსიდით ბოლოვდება.
აფსიდის
ცენტრში
ერთი
მოზრდილი
თაღოვანი
სარკმელია.
კიდევ ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი.
საკურთხეველი დარბაზისგან კანკელითაა გამიჯნული, რომელსაც ცენტრში თაღოვანი გასასვლელი
აქვს, გასასვლელის ორივე მხარეს კი პატარა, თაღოვანი, ხატებისთვის განკუთვნილი ღიობებია.
კამარა
ორ
ვიწრო
მონაკვეთად
იყოფა
ძალიან
განიერი,
ოდნავ
შვერილი
საბჯენი
თაღით,
რომელიც
კაპიტელების
გარეშე,
პირდაპირ
გადადის
ასეთსავე
განიერ,
ოდნავ
შვერილ
პილასტრებში;
გრძივ
კედლებზე
კედლის
თაღები
გადაყვანილი
არ
არის. მთელ დარბაზს საკმაოდ
მაღალი
და
ვიწრო
ჩამოსაჯდომი
საფეხური
შემოუყვება. საკურთხევლის შვერილი აფსიდის სამივე წახნაგზე ბრტყელი, განიერ და საკმაოდ
ტლანქ
"პილასტრებზე"
გადაყვანილი, წყობის შეღრმავებით მიღებული თაღია. დასავლეთ კედელზე,
სარკმლის თავზე სადა, ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია. ამავე კედელშია ტაძრის ერთადერთი,
დაბალი, თაღოვანი შესასვლელი. ნაგებობის თავდაპირველი კარი შემორჩენილი არ არის, ახლა
აქ თანამედროვე, ხის, მოჩუქურთმებული კარია. ეკლესია შიგნიდანაც და გარედანაც შებათქაშებულია, იატაკზე ახლად დაგებული მუქი რუხი ქვის ფილებია. წმინდა გიორგის ეკლესიის
მშენებელი ცდილობს ლამარიას ეკლესიის ფორმებისა და დეკორის გამეორებას, თუმცა ის ვერ
აღწევს ლამარიას დახვეწილობას.



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა