დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
30 მარტი, 2022

10 საუკეთესო ადგილი ხევსურეთში

Ხევსურეთი სხვა მთის ადგილების მსგავსად (სვანეთი, თუშეთი) იმ იშვიათ ადგილებიდანაა, რომელმაც თვითმყოფადობა, უძველესი კულტურა და წეს-ჩვეულებები დღემდე შეინარჩუნა. Აქ, კერძოდ კი კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, არაერთი კულტურულ-არქიტექტურული ძეგლია, რომლებიც ქართული ყოფითი კულტურის მნიშვნელოვან ნიმუშებს წარმოადგენს. ოდესღაც მათ ტერიტორიის დასაცავად მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ.

Საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც ერთ დროს კახეთს ეკუთვნოდა, მდებარეობს კავკასიონის ჩრდილო-სამხრეთ მხარეზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტშა.

სამწუხაროდ, ამ კუთხეში უამრავი ნასოფლარია. მთის მძიმე პირობების ან საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის გამო ეს მხარე, თუშეთის მსგავსად ფაქტობრივად დაცარიელდა. ზოგ სოფელში 1-2 ადამიანი ან ოჯახი ცხოვრობს, უმეტესად მოხუცები, თუმცა ალაგ-ალაგ ახალგაზრდები ჯერ კიდევ არიან. დღეისთვის ხევსურეთში 33 სოფელი მთლიანად დაცარიელებულია, მოსახლეობა 48 სოფელში ცხოვრობს, თუმცა მათი უმრავლესობა ზამთარს ბარის რაიონებში.

Ზაფხული ხევსურეთის დასალაშქრად იდეალური სეზონია. Არამარტო მკაცრი კლიმატის გამო, არამედ ხევსურეთის მთავარ სალოცავ - გუდანის ჯვარსა და სხვა სხვა სალოცავებში, ყოველწლიურად, ივლისში ხატობები იმართება. ხატობის დროს მთაში ყველა ხევსური იყრის თავს, იხარშება ლუდი, იკვლება საკლავი, აუცილებლად კეთდება ხინკალი.

Რა ვნახოთ ხევსურეთში? ხევსურეთში მრავალფეროვანი სანახაობაა, რომლის სანახავად მინიმუმ 3 დღეა საჭირო. Იგი ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში ექცევა და როგორც ქართველი მოლაშქრეების, ასევე მსოფლიო მოგზაურების დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. ხევსურეთშო თითოეული სოფელი გამორჩეულია, თუმცა ამ აუცილებლად სანახავი ადგილების გარეშე ეს მხარე არ უნდა დატოვოთ: აბუდელაურის ფერადი ტბები სოფელ როშკაში, ციხე-სოფელი და უნიკალური ძეგლი – შატილი , სოფელი მუცო, სოფელი არდოტი, სადაც შემორჩენილია XIX საუკუნის ეკლესია. არხოტი, რომელიც გამორჩეულია ტანიეს ტბითა და ხეობით, სოფელი ამღით და ქავისკარის ციხით, კალოთანას ხეობით და საჯიხვეებით.


აბუდელაურის თეთრი ტბა, ხევსურეთი


Აბუდელაურის ტბები

აბუდელაურის ფერადი ტბები კავკასიონის ქედის, კერძოდ, ჭაუხების მასივის ძირას მდებარე მყინვარული ტბებია, ზღვის დონიდან 2600 მეტრზე.

აბუდელაურის ტბები შედის ფშავ-ხევურეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. გზად გვხვდება ბუნების ძეგლად აღიარებული როშკის ვებერთელა ლოდებიც. როშკადან ლურჯ და მწვანე ტბებამდე შვიდი კილომეტრია (ამ ორ ტბას ერთი პატარა გორაკი ჰყოფს ერთმანეთისიგან), თეთრ ტბამდე - ცხრა კილომეტრი. ცოტა მოკლდება მანძილი თუ არხოტის გზის მხრიდან ჩახვალთ.

აბუდელაურის ტბები მოიცავს სამ ტბას - მწვანე ტბა, ლურჯი ტბა და თეთრი ტბა. მწვანე და ლურჯი ტბები თითქმის გვერდიგვერდ მდებარეობს, ხოლო თეთრი ტბა ცოტა მოშორებით, ჭაუხის მასივის ძირში მდებარეობს და შედარებით უფრო რთული მისასვლელი აქვს. აბუდელაურის ტბები სოფელ როშკადან 7 კილომეტრით არის დაშორებული, ეს ყველაზე მოკლე და მარტივი ბილიკია ამ ადგილის მოსანახულებლად. აუკეთესო დრო აქ ვიზიტისთვის, ივნისი და ივლისი გახლავთ.


შატილი, ხევსურეთი - Shatili, Khevsureti
შატილი

Შატილი აღიარებული, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია და კავ-კასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლეზე მდებარეობს. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს იცავდა.

შატილის ძირითადი მასივი ხასიათდება შენობათა მჭიდრო შეჯგუფებულობითა და საფეხუროვანი განლაგებით, რელიეფის შესაბამისად. სოფლის განაშენიანების ძირითად ელემენტებს ბრტყელსახურავიანი ციხე - სახლი და კოშკური საცხოვრებელი წარმოადგენს.

ციხე - სახლებისა და კოშკური კომპლექსების სართულიანობა აქ სამიდან ხუთამდე აღწევს. მიჯრით ნაგები ციხე-სახლების რიგით იქმნება ერთიანი, მიუვალი, თავდაცვითი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. შატილის უნიკალურობა ციხე-კოშკების შიდა გასასვლელებით დაკავშირების სისტემაშია, რაც გარეთ გამოსვლის გარეშე მთელ კომპლექსში მოძრაობის საშუალებას იძლევა. 2007 წლიდან შატილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების სიაში.


DJI_0289


მუცო

მუცოს კომპლექს არ გააჩნია ანალოგი და უნიკალურობით ყველა მნახველზე წარუშლელ შთაბეჭილებას ტოვებს. ციხე-სოფელი უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა და მდებარეობს მაღალ და ძლიერ ციცაბო ფერდობზე მდებარეობს.

Კერძოდ, ციხე-სოფელი პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არდოტისწყლის ხეობაში, ზ.დ-დან 1800 მ სიმაღლეზე, მაღალი კლდეების თავზე მდებარეობს.

მუცო უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორტიფიკაციო, თავდაცვით სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ მთავარ პუნქტს. სოფელში, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაუკაცრიელდა, შუა საუკუნეების ორმოცამდესაცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია.


IMG_1937


არხოტი

Იცოდით რომ არხოტი ყველაზე ნაკლებად დასახლებული მხარეა საქართველოში და ქვეყანას მხოლოდ უღელტეხილებზე არსებული საცალფეხო ბილიკებით უკავშირდება. ხევსურეთის ჩრდილოეთ ნა- წილში, მდინარე ასას ხეობაში მდებარეობს, რომელსაც ჩრდილოეთ ინგუშეთი ესაზღვრება. იგი პირაქეთა ხევსურეთს საფეხმავლო ბილიკებით უკავშირდება. არხოტის თემის მთავარი სალოცავია ახიელის მიქაელ მთავარანგელოზის ჯვარი. არხოტში სამი სოფელიღაა შემორჩენილი.


ანატორის აკლდამები

ანატორი პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს. Როგორც გადმოცემით ვიცით, ანატორში, მე-19 საუკუნეში შავი ჭირი მძვინვარებდა და თითქმის მთელი სოფელი დაავადდა. Ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ადგილბრივებმა სოფლიდან მოშორებით აკლდამები ააგეს და ვინც დაავადებას იგრძნობდა, თავისი ფეხით მიდიოდა, წვებოდა აკლდამაში და სიკვდილს ელოდებოდა. აკლდამებში დღესაც არის შემორჩენილი თავის ქალები და ძვლები, რომლებიც ნასოფლარის აღმოსავლეთით ადგილ მეიდანზე მდებარეობს. XI-XV საუკუნეების სამაროვანზე კი გაითხარა ნატეხი ქვით ნაგები და ქვიშაქვის ფილებით გადახურული მიწისქვეშა, ამოშენებულკედლებიანი საგვარეულო სამარხი, რომელშიც მხოლოდ მიცვალებულთა ძვლები აღმოჩნდა. იქვე ახლოს განვითარებულ შუა საუკუნეების რამდენიმე მიწისზედა და ნახევრად მიწისზედა აკლდამაა. გაითხარა ნახევრად მიწისზედა ორი კამაროვანი აკლდამა. აკლდამების შიგნით, კლდეების გასწვრივ მიცვალებულთა დასასვენებლად ორ ან სამ იარუსად ფიქლის თაროებია მოწყობილი. ააკლდამებში დაკრძალული იყო რამდენიმე ათეული ადამიანი. ადრე დაკრძალულთა ძვლები იატაკზე და ქვედა ქვედა იარუსის თაროების ქვეშ იყო დაგროვილი. Აქ აღმოჩნდა ხის ჭურჭელი, სამკაულები, ისრისპირები, მონეტები და სხვა.


როშკა

სოფელი როშკა პირაქეთა ხევსურეთში მდებარეობს და ხევსურეთის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, რომელზეც მნიშვნელოვანი შიდა სამიმოსვლო გზა გადიოდა. XIX საუკუნიდან დაიწყო მთის მოსახლეობის მიგრაცია როშკიდან ერწო-თიანეთში. 1924 წლის აღწერით, სოფელში 137 სული სახლობდა, მისდევდნენ მესაქონლეობას. ამჟამად სულ რამდენიმე მუდმივი ოჯახია. დიდგორის ჯვარი — როშკა-ქმოსტის მთავარი სათემო სალოცავი სოფელთან ახლოს მდებარეობს. სალოცავში შედის დარბაზი, საკოდე და სახელოსნო. მთავარანგელოზის ჯვარი მდებარეობს მდინარე როშკისწყლის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის წვერზე. სალოცავში შედის ბეღელი, დარბაზი, მარიამწმინდის კოშკი და საზარე.


ლებაისკარის კოშკი

ხევსურული კოშკების კარგად შემონახული მაგალითი ლებაისკარის კოშკია. შუა საუკუნეების ხეროთმოძღვრების ძეგლს წარმოადგენს და თუშეთ-ხევსურეთში გავრცელებული საცხოვრებელი ციხე-სახლის ერთ-ერთი ნიმუშია შატილის გზაზე., დათვისჯვრის უღელტეხილის მახლობლად მდებარეობს. მდინარე არღუნის ხეობაში, ნასოფლარ ლებაისკართან, ბარისახო-შატილის სამანქანო გზიდან 200 მ-ში დგას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით კვადრატულია, ხუთსართულიანია; ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი აღმოსავლეთით, II სართულზე, მიწიდან 2,2 მ-ის სიმაღლეზე აქვს.


Ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი მდებაორებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავ-ხევსურეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე. მისი უნიკალური ბუნება და მდებარეობა მნახველს აღაფრთოვანებს. საქართველოს ამ კუთხეში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი გვხვდება.ფშავ-ხევსურეთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია საქართველოში, უნიკალური ტრადიციებითა და სამზარეულოთი.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი მოიცავს მდინარეების: ასას, არღუნის, ანდაქისწყლის და ფშავის არაგვის ხეობებს.

ამჟამად ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულია ტურიზმის რამოდენიმე სახეობა:

• ავტოტურები

• საფეხმავლო ტურები

• საცხენოსნო ტურები

• კულტურული ტურები

• სათავგადასავლო ტური


Გუდანი

გუდანი ხევსურეთში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელია. ძველი ანდრეზებით, ‘’ხევსურეთის’’ დასახლების უპირველეს კერად სოფელი გუდანი მიიჩნევა. ‘’თავდაპირველ ხევსურულ გვარებს ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური წარმოადგენდა’’, დანარჩენი გვარები კი სხვადასხვა წარმოშობის მთიელებისგან მომდინარეობს. Გარდა ამისა, აქ დიდი მნიშვნელობის მქონე გუდანის ჯვარია — ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო. ხევსურულ სადიდებელთა ტექსტებში მოიხსენიება საღვთო ბერი ბაადურის სახელით. მთელი გუდანის ჯვარი ითვლებოდა ხევსურეთის საკულტო ცენტრად და აქ ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა-გადაწყვეტა.


Სოფელი არდოტი

არდოტი კი საინტერესო სოფელია, რომელიც მუცოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ საინტერესო კოშკებია, შემორჩენილია ეკლესიაც. სოფ. არდოტი თანამედროვე სოფელია, რომლის ქვემო უბანი დაფუძნებულია ძველ ნასოფლარზე. მდებარეობს ანდაქის წყლის მარცხენა მხარეს, იქ სადაც ბისოს ხევი უერთდება არაგვს.

Არდოტში მოხვედრა რთულია გარდა სამხრეთის მხრიდან. აქ შემორჩენილია ოთხკუთხა ციხე-სახლების ნანგრევები. სოფლის სამხრეთ ნაწილში დგას მცირე მოცულობის ეკლესია ორფერდა სანაწვეთეებიანი გადახურვით. სამხრეთ მხარეზევე, საიდანაც სოფელში შესასვლელია, გასული საუკუნის 80-იან წლებამდე კლდოვან ფერდობზე აღმართული იყო ხუთსართულიანი კოშკი სანაწვეთეებიანი გადახურვით.

მდებარეობა: ხევსურეთი იყოფა ორ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთებად, რომელსაც ჰყოფს კავკასიონის მთავარი ქედი. Თურმე საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე ხევსურეთო ფშავთან ერთად, ფხოვად მოიხსენიებოდა. პირიქითი ხევსურეთი შედგება არდოტის, შატილისა და არხოტის ხეობებისაგან, პირაქეთ ხევსურეთს კი არაგვის ხეობა შეადგენს. პირაქეთა ხევსურეთის ცენტრი ბარისახოა, პირიქითასი - შატილი. ხევსურეთს აღმოსავლეთით ჩეჩნეთი და თუშეთი, დასავლეთით - ხევი და მთიულეთი, ჩრდილოეთით – ქისტეთი, სამხრეთით კი ფშავი ესაზღვრება.

Ხევსურეთში მოხვედრა შეგიძლიათ რამდენიმე გზით: თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით, გუდამაყრიდან ხევსურეთში ფხიტურის უღელტეხილით, ფშავიდან ხევსურეთში.

თეგები: #ხევსურეთი #შატილი #მუცო #აბუდელაურის ტბები
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი