დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
28 აგვისტო, 2018

5 საუკეთესო ტურისტული ადგილი კახეთში

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონია. ესაა შესანიშნავი ადგილი ღვინის მოყვარულთათვის, ცნობილია რა, ღვინის კულტურით, მაგრამ ღვინო ერთადერთი არაა, რაც კახეთს შეუძლია შემოგთავაზოთ. აქ თქვენ იპოვით ადგილებს, რომლებიც შთაგაგონებთ.


სიღნაღი

სიღნაღის ნახვა ნამდვილად ღირს კახეთში სტუმრობისას. პატარა ქალაქი მომხიბვლელი ადგილია, თავისი რომანტიკული ატმოსფეროთი. სიღნაღი ცნობილია, როგორც სიყვარულის ქალაქი, ესაა ტურისტებში პოპულარული ადგილი თავისი სილამაზისა და პეიზაჟის გამო. სიღნაღი სახეტიალოდ კარგი ადგილია. სიღნაღს გარს არტყავს გალავანი, რომელიც მსოფლიოში ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ მეორეა სიდიდით. თავისი ადგილმდებარეობით ქალაქი გადაჰყურებს სივრცეში გაშლილ ალაზნის ველს და კავკასიონს. ხედს, რომელიც გალავნიდან იშლება თვალს ვერ მოწყვეტ.

ბოდბის მონასტერი

თუ მშვიდ გარემოში გინდათ ყოფნა, მაშინ ბოდბე შესანიშნავი დანიშნულების ადგილია თქვენთვის. ტაძარი IV საუკუნეში აშენდა, წმ. ნინოს საფლავზე, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა გაავრცელა. წმ. ნინოს მონასტერი მე-9 საუკუნეში აშენდა. ბოდბის მონასტერი საქართველოს მეფეების მიერ მრავალჯერ აღდგა. ახლა მონასტერი ფუნქციონირებს, როგორც დედათა მონასტერი. ბოდბეში ადვილად შეიძლება მოხვდეთ სიღნაღიდან. მონასტრის ტერიტორიაზე წმ. ნინოს წყაროა, რომელსაც ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით განკურნების ძალა აქვს. ამ ადგილსაც არაჩვეულებრივი ხედი აქვს ალაზნის ველზე და კავკასიონზე.

წინანდალის სახლ-მუზეუმი

შემდეგი ადგილი რომელიც შეგიძლიათ კახეთში სიამოვნებით ნახოთ წინანდალის სახლ-მუზეუმია. ეს ადგილი განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომით. სახლი ეკუთვნოდა მე-19 საუკუნის ცნობილ ქართველ არისტოკრატ პოეტს ალექსანდრე ჭავჭავაძეს, რომელიც სალონის ფუნქციას ასრულებდა მე-19 საუკუნეში. მას აქვს მომხიბვლელი ბაღი და ჩრდილო -აღმოსავლეთ მხარეს წინანდლის მარანი, რომელიც აშენდა მე-19 საუკუნეში. დღეს სახლ-მუზეუმი მუდმივად მასპინძლობს გამოფენებს, კონცერტებს, ლიტერატორულ ღონისძიებებს და მასტერკლასებს. კომპლექსი ასევე გაძლევს შესაძლებლობას დარჩე სასტუმროში და გასინჯო სხვადასხვა ნუგბარი საყვარელ კაფეში.
წინანდლის სახლ-მუზეუმში არის ადგილი, რომელსაც სიყვარულის ხეივანს ეძახიან. ლეგენდის თანახმად თუ შეყვარებულები თვალდახუჭული გაივლიან ხეივანს, მათ ბედნიერი ურთიერთობა ექნებათ.

დავით გარეჯის მონასტერი

დავით გარეჯის კომპლექსი 13 მონასტრისგან შედგება, რომლებიც განფენილია ნახევრად-უდაბნო ტერიტორიის ფერდობზე. ეს ადგილი ძალიან ბუნებრივია, შენობები ნატურალურად ერწყმის პეიზაჟს. ეს არის საუცხოო კომპლექსი ლამაზ ადგილზე აზერბაიჯანის საზღვართან. დავით გარეჯის მონასტერი თავისი დაუჯერებელი ლანდშაფტით შთამბეჭდავია. თავად გზაც, კი რომელიც მონასტრამდე მიგიყვანთ გასაოცარია.

ყვარლის ტბა

ყვარლის ტბა (ილიას ტბა) ადგილია ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ მოიპოვონ სიმშვიდე და რელაქსაცია. ყვარლის ტბის კურორტი კახეთის რეგიონის შუაგულშია. ის გარშემორტყმულია ტყით, რომელიც ტბას სიმყუდროვეს სძენს. ადგილი ჯადოსნური და თვალისმომჭრელია. ყვარლის ტბის კურორტი გთავაზობთ ღია ცის ქვეშ აქტივობებსა და სასტუმროს მომსახურებას. გარკვეული დროით იქ დარჩენა და ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევა კარგი იდეაა.

თუ ვერ შეძლებთ ამ 5 ადგილიდან ყველას მონახულებას, არ იღელვოთ, იქნებ შემდეგ ჯერზე მოახერხოთ.

თეგები: #სიღნაღი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი