დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
23 იანვარი, 2019

ბორჯომ-ხარაგაულის ტყის ზამთრის მისტიკა

კატეგორია: ლაშქრობა

თანამედროვე ცხოვრების რუტინა

შეგრძნებები, ემოციების გამოხატვა სწორი ფორმით, არსებული სიტუაციით ტკბობა, ტვინისთვის გაგრილების საშუალების მიცემაეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ უფრდაუფრო რთული ხდება, ვიდრე ბავშობაში ან მოზარდობისას. ამ საუკუნეში თითოეულ ჩვენგანს უწევს იმუშაოს ზე-სტრესულ სიტუაციაში, საშინელებაა: “ყოველ დილით 7 საათზე ადგომა, დასასრულებელი პროექტების დაწერა, მერე ფაცხა-ფუცხით ჩაცმა, თავქუდმოგლეჯი სამსახურში წასვლა, იქ ათასი განერვიულებული,გამწარებული და მთელი ასი კილო უარყოფითი ენერგიით სავსე ადამიანებისთვის მოსმენა, ყოველი დღის ბოლოს თავის ტკივილი, გაჩერებაზე მისვლა, გადაჭედილ,აქოთებულ და საშინლად მოუწესრიგებელ ავტობუსში ასვლა, მერე მეტროარც ესაა ადამიანური ტრანსპორტი, მაგრამ ერთი დიდი პლიუსი აქვსსწრაფია, მერე მეტროდან სახლამდე 10 წუთის ფეხით სავალი გზა და მუსიკა, რომელსაც ყოველდღე ვრთავ ტელეფონში და ნახვამდის, გავდივარ პარარელურ სამყაროში, სადაც ყველაფერი პირიქითაა. რით შეიძლება გაუმკლავდეს ადამიანი ამდენ სტრესს? სად ჩამოიფერთხოს ქალაქში დაგროვილი ჭუჭყი და რა შეიძლება გააკეთო, რომ აღიდგინოს დადებითი ენერგიაამ კითხვებს ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად შეხედავს, ჩვენ ხომ ძალიან სუბიექტური და ინდივიდუალური არსებები ვართ?! ზოგი ამას უმკლავდება მეგობრისკუხნაში”  საუბრებით, ზოგი ბარში ან კლუბში მიდის, ზოგს მშვიდად სახლში ურჩევნია გაატაროს თავისუფალი დრო, ან ზოგიერთი ამდენს სულაც არ ფიქრობს , ამ უკანასკნელი კატეგორიის ადამიანს რომ არ განვეკუთვნები ეგ ზუსტად ვიცი, დანარჩენი ვარიანტები კიდე შეიძლება. თუმცა ისევე როგორც თითოეულ ადამიანს, მეც მაქვს ჩემიგამოსავალინაპოვნი, ესლაშქრობაა….


ლაშქრობა, როგორც „გამოსავალი“

როცა ვამბობ სიტყვას ლაშქრობა და მას ვუწოდებ, რუტინული ცხოვრებისგან დაღწევის გზას, რას ვგულისხმობ? ვგულისხმობ იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა, რომლის დროსაც განსაზღვრულია საწყისი და საბოლოო წერტილები, რომელთა შორისაც უამრავი აღმართი და იმდენივე დაღმართი გაწოლილა და ბევრ გამოწვევას გვპირდება, ჩემთვის ეს უფრო გონების პორტაციაა პარარელურ სამყაროში,უწონადობასა და სრულ განტვირთვაში.

ამ ბოლო დროს ცხოვრებისეულმა რუტინამ მაგრად ჩამავლო კლანჭი და არსად მიშვებდა,ძალიან დიდიხანი იყო გასული იმ დღიდან,როდესაც ბოლოს მოვახერხე წავსულიყავი ლაშქრობაში და ერთგვარი გონებრივ-ფიზიკური „რესტარტი“ გამეკეთებინა, არადა უკვე ნათლად ვგრძნობდი როგორ მჭირდებოდა ეს ყველაფერი, იმისთვის რომ უბრალოდ ყოველ დილით არაფრით დაღლილს არ გამეღვიძა. თუმცა ისევე როგორც ყველა საკამათო სიტუაციაში, აქაც ერთმანეთს ეჭიდებიან გული და გონება, ემოციების მიღების სურვილი და  რაციო, კომფორტის ზონიდან გასვლის შიში და ამ შიშის გადალახვით მიღებული სიამოვნების მოლოდინი. ეს იმას ჰგავს, გაყინულ ოთახში, თბილ საწოლში რომ  წევხარ, კი დაიღალე ამდენი წოლით, უკვე გვერდებიც აგტკივდა, მაგრამ როგორც კი ფეხს საბნის გარეთ გამოყოფ სიცივე გაშინებს და ფეხს უკან, თბილ საწოლში აბრუნებ, თან ამას ემატება იმის შიში, რომ უკვე იმდენიხანია არსად წასულხარ სხეული მოეშვა,ტონუსში აღარაა, ნაკლებად ამტანია, ელემენტარული, ლაშქრობაში საჭირო უნარები დაგავიწყდა.


 „შენი კომფორტის ზონა მოგკლავს“

 პირად კომფორტსა და მის სწორედ ამგვარი სახის ბრძოლებში ვიყავი მასშემდეგ, რაც მეგობარმა მომწერა ბორჯომ-ხარაგაულის პარკში მივდივართ ორი დღით სალაშქროდ და წამოდიო. საბოლოოდ მთელი ღამე გავათიე ფიქრში, ურთიერთსაპირისპირო აზრებთან ბრძოლაში და მივიღე გადაწყვეტილება გულს, ემოციებს მივნდობოდი.

გამთენიისას ძალიან სწრაფად ჩავლაგე ჩანთა: საძილე, პლედი, ქვეშსაგები(ჩემი საყვარელი გასაბერი ქვეშსაგები ვერსად ვიპოვე და ჩვეულებრივით დავკმაყოფილდი), გამოსაცვლელი ტანსაცმელი,დამატებითი ბათინკი, ჭურჭელი(ჯამი,ჭიქა, კოვზ-ჩანგალი). ჯერ კიდევ კარგად არ იყო გათენებული მეგობარმა სახლში გამომიარა და წავედით დიღომისკენ, რათა იქ სხვებსაც შევვერთებოდით, სულ ხუთნი ვიყავით. სანამ ბორჯომში ჩავიდოდით, მთელი გზა იმაზე მეფიქრებოდა, ნეტა შევძლებ ამდენხნიანი პაუზის შემდეგ სალაშქრო სირთულეების გადალახვას-თქო. ამ ფიქრში ვიყავი, როცა აღმოვაჩინე ,რომ უკვე ჩამოვსულიყავით, ბორჯომ-ხარაგაულის პარკის ადმინისტრაციაში რეგისტრაცია გავიარეთ, კოტეჯის ფული გადავიხადეთ და ამის შემდეგ, უკვე უშუალოდ ბილიკის დასაწყისისკენ გადავინაცვლეთ.


ლაშქრობის მუსიკა

ჩვენი გეგმა იყო ლიკანიდან ავსულიყავით ლომის მთის ბილიკით და გადავსულიყავით თოვლის ფეხსაცმელების ბილიკზე არსებულ ჩითახევის კოტეჯში, სადაც ღამეს გავათევდით და უკან ლიკანში დავბრუნდებოდით. მანქანიდან ფეხი გადმოვდგი თუ არა, ჩემი ფეხის თოვლიან ზედაპირზე შეხებამ ისეთი ხრჭიალა ხმა გამოსცა, რომლის გაგონებისასაც მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ვისაც ერთხელ მაინც გაუვლია თოვლში,მიხვდება რა ხმაზეც მაქვს საუბარი, ეს სიმფონიასავით ჟღერს, ყველა გადაბიჯებისას სხვადასხვანაირად გეჩვენება, ეს მელოდიაა ერთგვარი კავშირი შენსა და სამყაროს შორის , რომელიც ძალიან ჰგავს პულსს, ხან ზემოთ მიდის ტონი და ხან ქვემოთ, ასე ხრამ-ხრუმ, ხრაშ-ხრუშ, მიდიხარ ნელა და ნელა იცვლება ტონები, აუჩქარებ ნაბიჯს და თითქოს ისიც აჰყვება შენს აჩქარებულ გულს.


ზამთრის ტყის მისტიკა

ზოგადად ვთვლი, რომ ცოტა რამაა სამყაროში იმაზე მისტიკური, როგორც დათოვლილი წიწვოვანი ტყეა, მიუყვები დათოვლილ აღმართს და რაც უფრო მაღლა ადიხარ იმატებს შენს გარშემო ჯარად მდგარი,მხრებჩამოშვებული ნაძვები და ფიჭვები, რომელთა სხეულიც აბსოლუტურ სითეთრეს ჩაუყლაპავს.

დასაწყისში ბილიკზე არცისე დიდი თოვლი იყო, თუმცა კარგადაა გაყინულა, ცოტა საშიშადაც გამოიყურებოდა, სარკესავით პრიალებდა და მზის სხივზე მოლაპლაპე ზედაპირი ჩემს შეცბუნებულ სახეს ირეკლავდა, თუმცა არც ისე რთული აღმოჩნდა აქ სიარული, რადგან ბილიკი ჯერ კიდევ სწორი იყო. რაც უფრო ღრმად შევდიოდით ტყეში , მითუფრო იმატებდა თოვლის რაოდენობა ბილიკზეც და ჩვენს გარშემოს, დიდ ხეებს მხრებზე ჩამოეფერთხათ თოვლის ნამქერი,საშუალოებს ქუდებად მოერგოთ, სულ პატარები კი საერთოდ აღარ ჩანდნენ და მათ არსებობაში იმით ვრწმუნდებოდი, რომ ალაგ-ალაგ საშველად გამოწვდილი ხელივით გამოეყოთ ტოტები.


ზამთარში ლაშქრობისას მიღებული ტრანს-ფსიქოთერაპია

რამდენადაც რთულია ზამთარში ლაშქრობა, იმდენად სასიამოვნოცაა, რადგან გარემო არის ისეთი იდეალური,  გავიწყებს ყოველი ნაბიჯისას გადადგმულ ტკივილს. ბილიკი ნელ-ნელა მაღლა მიიწევდა და სუნთქვაც გამიხშირდა, უკვე ტრავერტინზე მივდიოდით, თითოეულ ნაბიჯს სიხარულთან ერთად ტკივილიც მოჰქონდა, გახშირებული სუნთქვისგან გული ძლიერად მიცემდა, სამმაგ ენერგიას ხარჯავდა და ისეთ ტრანსულ სიტუაციას მიქმნიდა, როგორც ჰოლოტროპული სუნთქვებისას( ინტენსიური სუნთქვის საშუალებით განსხვავებულ მდგომრეობაში გადასვლას.  რომლის დროსაც, ადამიანი უღრმავდება საკუთარი ცნობიერების ღრმა შრეებს, აცნობიერებს  მასში არსებული კომპლექსებისა თუ ტრავმების რეალურ მიზეზებს, თავისუფლდება ნეგატიური ემოციებისგან და  პოულობს  საკუთარი თავისთვის აქ და ამჟამად აქტუალური ცხოვრებისეული ამოცანების მოგვარების რესურსებს) შეიძლება გქონდეს ადამიანს, თან დამატებით გარემოც ხელს მიწყობდა. გზად ვფიქრობდი, თუ  რატომ მოვდივარ ყოველ წელს ზამთარში ამ ბილიკზე, ერთხელ მაინც? ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს: ბორჯომი ახლოსაა თბილისთან და მარტივია აქ ჩამოსვლა, ზამთარში კარავში არ მიწევს ძილი,რადგან ამ ბილიკზე კოტეჯია ღუმელით აღჭურვილი, ეს ყველაფერი ერთად და კიდევ, ვფიქრობ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს თავისი წარმოდგენა, როგორი შეიძლება იყოს მისი იდეალური სამყარო და  გვსურს ვიცხოვროთ იქ, როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს ეს, ქალაქში ყოველ ნაბიჯზე ვრწმუნდები, რომ ეს შეუძლებელია, იდეალურთან მიახლოებული ცხოვრებაც არ გვექნება, უბრალოდ მთელი ცხოვრება ამაზე ვიოცნებებთ და ამ ოცნებით მოვკვდებით .... აი აქ ამ ტყეში ჩემთვის ყველაფერი იდეალურია: იდეალურად თეთრი სამოსით შემოსილი იდელურად ტანადი,მწვანე, საოცარი სურნელის მქონე ხეები, რომლებიც მწყობრად,მხრებგამართული საუკუნოდ დგანან აქ , ამ ზღაპრულ-ნარნიასეულ გარემოში, მათი კენწეროები ცას მისწვდომიან და ლურჯ უსასრულობას  ერწყმიან, თეთრ სამოსს კი ზოგჯერ ოქროსფერი ელვარება დაეფინებათ ხოლმე  უსასრულობიდან შემოჭრილი  მზის სხივსგან და როგორც კი მზე თვალს მიეფარება, სამყაროს მეორე ნახევრისკენ გაეშურება ხეების უზარმაზარი იდეალურად თეთრ-ოქროსფერი ტანი უცბად ფერს იცვლის და თბილ ვარდისფერ ტონებად იქცევა, ამ დროს კი მე ამ სამყაროს პატარა ნაგლეჯი, ერთარსის პაწაწინა ნაწილი მათშორის მივაბიჯებ, ჩემივე არაიდეალური ბათინკებით, ზურგზე მოკიდებული მთელი ტონა უარყოფითი ენერგიით წელში მოხრილი, იმ იმედით რომ ამ ყველაფრისგან მიღებული ფსიქოთერაპიული საათების შემდეგ, აქვე დავტოვებ მილიონ ტონა დარდს, ტკივილს, სიძულვილს,ზიზღს,შიშს და სახლში დავბრუნდები მეტამორფოზირებული, ოდნავ უკეთესი და ცულცოტათი თავისუფალი ადამიანი.


ლაშქრობა, როგორც სამყაროსთან კავშირის აღდგენა

ვფიქრობ, თანამედროვე სამყაროში არსებული სტრესისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური დაავადებებისგან თავის დაღწევის ჩემეული გზა ნაპოვნი მაქვს, ამას  ლაშქრობიდან ჩამოსვლის შემდეგ უკეთ ვიაზრებ ხოლმე, ვხვდები, რომ ადამიანებმა დავკარგეთ კავშირი,რაც უფრო მეტად ვპროგრესირდებით,მითუფრო სინათლის სიჩქარით ვშორდებით სამყაროულ ცოდნას, ბუნებასთან კავშირს, ჩვენ მასთან ძლიერად ვართ დაკავშირებული, თუმცა ხშირად ყოველდღიური რუტინა, ცხოვრების მაღალი ტემპი, პირად კომფორტის ზონაზე მიჯაჭვულობა ხელს გვიშლის აღმოვაჩინოთ ჩვენში ის კავშირები და ძახილი , რომელსაც მუდამ განვიცდით, როცა დავიწყე ამ ძახილისთვის ყურისდაგდება და მისი მიყოლა, უფრო მარტივი გახდა სირთულეებთან ბრძოლა.  

თეგები: #თოვლი #ზამთარი #ბორჯომი #ტყე #მისტიკა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი