დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
07 დეკემბერი, 2020

თოვლიანი ადგილები თბილისთან ახლოს

ზამთარი, ყველაზე ჯადოსნური წელიწადის დროა. თოვლით დაფარული არემარე, გუნდაობა, სრიალი და ჟრიამული კი ზამთრის განუყრელი ნაწილია. საქართველო მდიდარია მთებით და რათქმაუნდა სათხილამურო კურორტების მრავლფეროვნებაც გვაქვს. თუმცა თოვლის სანახავად, საგუნდაოდ ან თუნდაც უბრალოდ გასართობად შორს წასვლა სულაც არ არის აუცილებელი.

ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე პოპულარული თოვლიანი ადგილები თბილისის შემოგარენში სადაც შეძლებთ გაერიდოთ ქალაქის ხმაურს, რუტინას, დატკბეთ ბუნებით და ისიამოვნოთ თოვლიანი გარემოთი.

1. კოჯორი

კოჯორი თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1350 მეტრზე. მაშინ, როდესაც ჩვენს დედაქალაქში ტემპერატურა 0 ნიშნულს უტოლდება და წვიმს, კოჯორში ამ დროს ულამაზესად თოვს. კოჯორი იდეალური ადგილია ბავშვებთან ერთად წასასვლელად, რადგანაც კოჯორში არის პარკები, სადაც არის მოწყობილი ბავშვებისთვის შესაფერისი ინფრასტრუქრურა.

კოჯორში ულამაზესი დათოვლილი ტყეების გარდა აუცილებლად უნდა ეწვიოთ კოჯრის ანუ ქოროღლის ციხეს, საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება ქვემო ქართლზე. აუცილებლად ჩაიცვით თბილად, მოიმარაგეთ სასუსნავები და დატკბით ულამაზესი თოვლიანი გარემოთი.

კოჯორში მოხვედრა შესაძლებელია საკუთარი ავტომობილით, ან 10 და 106 ნომერი ავტობუსით.

2. საბადურის ტყე

საბადურის ტყე მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში და თბილისიდან ის სულ რაღაც 40 კმ დაშორებითაა. საბადურის ტყე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს წელიწადის ნებისმიერ დროს. ზამთარში თუ ეწვევით საბადურის ტყეს თავი ზღაპარში გეგონებათ. ულამაზესი სერპანტინები, დაბურული ტყე, გიგანტური, თოვლით გადათეთრებული ხეები, ნისლები და ზამთრის სუსხი საოცარ ატმოსფეროს ქმნის.

საბადურის ტყის მონახულებას თუ გადაწყვეტთ გზად შეგიძლიათ ეწვიოთ ცხვარიჭამიის ამაღლების სახელობის VII საუკუნის ეკლესიას.

საბადურის ტყემდე მიდის ასფალტის გზა, თუმცა თოვლის გამო გზა შესაძლოა მოყინული იყოს და მანქანას უნდა ეყენოს ზამთრის საბურავები.

3. დიდგორის მონუმენტი

დიდგორის მონუმენტი მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თბილისდან 56 კმ დაშორებით. დიდგორის მონუმენტი ეძღვნება 1121 წელს გამართულ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ ბრძოლას, დიდგორის ბრძოლას. მონუმენტამდე მიდის კარგი სამანქანო გზა. აქ მოსახვედრად საჭიროა საკუთარი ავტომობილი.

თუ დიდგორზე წყნეთის მხრიდან გადაწყვეტთ წასვლას, გზად შეგიძლიათ ეწვიოთ ორბეთის ღვთისმშობლის ეკლესიას.

4. გუდაური

გუდაური ყველასთვის საყვარელი სათხილამურო კურორტია, რომელიც თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. გუდაური მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. გუდაური თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრშია. ზამთრის სეზონი გუდაურში დეკემბრიდან მარტამდე გრძელდება. თოვლისა და სრიალის მოყვარულთათვის გუდაური აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით. დღეისათვის გუდაურში 14 საბაგირო გზაა. გუდაურის მთავარი უპირატესობა თბილისთან სიახლოვე და ტრასების მრავალფეროვნებაა. ამის გამო გუდაური საუკეთესო ადგილად იქცა შაბათ-კვირის გასატარებლად თბილისელებისთვის. აქ ხშირად ერთი დღითაც ჩადიან, საკუთარი მანქანით შეგიძლიათ გახვიდეთ დილის 8 ზე, ისრიალოთ და საღამოს 7 ზე უკვე თბილისში იქნებით.

თბილისთან ახლოს, ზამთარში ბევრი საინტერესო ადგილის ნახვაა შესაძლებელი სადაც შესაძლოა თოვლიც იყოს. თუ ქალაქიდან შორს გასვლას ვერ ახერხებთ და ლაშქრობაც გსურთ გაეცანით ჩენს სტატიას.

ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ადგილებში თვალი გადაავლეთ ამინდის პროგნოზს, რათა თოვლი იყოს.


თეგები: #სათხილამურო კურორტი #თოვლი #ზამთარი #ზამთრის კურორტი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი