ბუნებრივია ნებისმიერ მოგზაურს აინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობა. მსოფლიო მოსახლეობის 99% -ს ალბათ არც კი სმენია ამ პატარა ქვეყნის შესახებ, რომელსაც საქართველო ჰქვია. შესაბამისად უმეტეს მათგანს ჰგონია, რომ საქართველო არის შავ-ბნელი ქვეყანა, სადაც არ არსებობს სამართალი. თუ თქვენ ამ ადამიანთა რიცხვში ხართ, მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ საქართველო, 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის. წყარო: Georgia Ranked Among Top 6 Safe Countries
მოდით დეტალურად განვიხილოთ, თუ რაში გამოიხატება უსაფრთხოება. საქართველოში თითქმის არ ხდება ქურდობა, ყაჩაღობა და ძარცვა. თქვენ შეგიძლიათ ღია დატოვოთ სახლის ან მანქანის კარი მთელი ღამის განმავლობაში. თუ დაკარგავთ ტელეფონს მპოვნელი შეეცდება დაგიკავშირდეთ და დაგიბრუნოთ თქვენი ნივთი. ზოგჯერ ნაპოვნ საფულესაც კი უვნებლად აბარებენ მოქალაქეები პოლიციაში იმ იმედით, რომ პატრონი მოაკითხავს. თქვენ შეგიძლიათ თამამად ისეირნოთ ქუჩებში ღამის 3 საათზე.
ეს ყველაფერი საქართველოს საპატრულო პოლიციის დამსახურებაა, რომელიც ყოველგვარი კორუფციის გარეშე ცდილობს, დაიცვას წესრიგი. დაახლოებით 15 წლის უკან ყველაფერი სხვაგვარად იყო, მაგრამ ხელისუფლებაში გატარებული უმნიშვნელოვანი რეფორმების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და უმოქმედო, კორუმპირებული მილიციის ნაცვლად შეიქმნა ახალი, ძლიერი და სამართლიანი ძალა, საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან უსასყიდლოდ დაეხმარონ მოქალაქეებს, რომლებსაც ესაჭიროებათ რაიმე ტიპის დახმარება. მძარცველებს, მკვლელებს და თაღლითებს კი ხელები შებორკილი აქვთ, რადგან თბილისის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი წერტილი კონტროლდება ვიდეო კამერით და ნებისმიერი ტიპის დამნაშავის პოვნა ძალიან მარტივია.
საქართველოში არავინ ეცდება თქვენი მობილური ტელეფონის მოპარვას, რადგან თუ თქვენ პოლიციაში განაცხადებთ, დამნაშავეს ძალიან მალე იპოვნიან და შესაბამისად დასჯიან. ასევე ვერ შეხვდებით თაღლითებს, რომლებიც ცდილობენ ყალბი ფული შემოგატყუონ ვალუტის გაცვლის დროს. ერთადერთი პრობლემა, რასაც ვალუტის გაცვლის დროს შეხვდებით არის ძალიან დაბალი, ან მაღალი კურსი, რომელიც გამიზნულია ტურისტების მოსატყუებლად. მაგრამ ისინი არ არღვევენ კანონს, უბრალოდ ყიდიან ვალუტას ცუდ ფასებში. ამიტომ როდესაც ვალუტის გადაცვლას დააპირებთ ტურისტულ ადგილას, აუცილებლად გადაამოწმეთ კურსი ინტერნეტში ან შეადარეთ მახლობელ სავალუტო ჯიხურებს და შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ჯიხურში მოქმედებს მინიმალური საკომისიო, რომელსაც იხდით ვალუტის გაცვლის დროს. ეცადეთ თავი აარიდოთ ასეთ ჯიხურებს და გადაცვალოთ ვალუტა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.
ნუ შეგეშინდებათ საპატრულო პოლიციის, ისინი თქვენი მეგობრები არიან მანამ, სანამ მშვიდობიანი მოქალაქე ბრძანდებით. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, იქნება ეს ძარცვა, შეურაცხყოფის მიყენება, ავტო ავარია, დაკარგვა თუ მწვავე კონფლიქტი, დარეკეთ ნომერზე 112 და გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახური დაუყოვნებლივ დაგეხმარებათ.
გადაუდებელი დახმარების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას: გადაუდებელი დახმარების სერვისები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარიNBC AIR FILTRATION
https://www.castellex.com/uk/
NBC AIR FILTRATIONв
https://www.tessadm.com/
TFT дисплей: все, что вам нужно знать
TFT дисплей: все, что вам нужно знать
https://goldenmorninglcd.com/tft-displays-everything-you-need-to-know/
https://arthurmurray.com.ua