Sighnaghi, kakheti

სიღნაღი

4
ტურისტული ადგილი
1,268 Area
ფართობი, კმ2
29,724 Population
მოსახლეობა

სიღნაღის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი
ქალაქი სიღნაღი მდებარეობს კახეთის ულამაზეს კუთხეში - ქიზიყში. ქალაქი ზემოდან დაჰყურებს ულამაზეს ალაზნის ველს და კარგ ამინდში საოცარი ხედებით აჯილდოებს მნახველს. სახელწოდება სიღნაღი თურქული სიტყვიდან წარმოდგება და თავშესაფარს, სხვა წყაროების მიხედვით  „აუღებელს“ ნიშნავს. ქალაქი, თელავის მსგავსად, მეფის მამულად ითვლებოდა,
მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა კი სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენდა. საუკუნეების მანძილზე აქ იკვეთებოდა თბილისიდან, ჰერეთიდან და თელავიდან მომავალი სავაჭროსაქარავნო გზები. ამის გამო სიღნაღი ხელოსანთა და ვაჭართა დასახლებად ჩამოყალიბდა.

ხორნაბუჯის დაცემის შემდეგ სიღნაღი ქიზიყის ცენტრი და მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა. 1762 წელს მეფე ერეკლე II-მ ის სამეფო რეზიდენციად აქცია და შემოავლო გალავანი, რომელმაც დღემდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწია. გალავანი, 40 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს და საქართველოში ყველაზე დიდ საფორტიფიკაციო ნაგებობად მიიჩნევა. 2005-2008 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და პრეზიდენტის მხარდაჭერით განხორციელდა სიღნაღის რეაბილიტაცია. შეიცვალა ინფრასტრუქტურა, აღდგა და განახლდა გალავანი, მოპირკეთდა ქუჩები, შენობებს ისტორიული, საუკუნისწინანდელი იერი დაუბრუნდა. განახლებულ სიღნაღში მრავალი ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის სიღნაღის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანიშვილის უნიკალური ფერწერული კოლექცია ინახება. შემოდგომაზე სიღნაღში იმართება ღვინის ფესტივალი, სადაც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების
მწარმოებელი ქართული კომპანიები წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას - როგორც ქვევრის, ისე ქართული (ე.წ. `გლეხური“) და ევროპული წესით
დაყენებულ ღვინოებს. ფესტივალზე ხალხური რეწვის ნიმუშების (თექა, ქვილთი, ხალიჩები, ფარდაგები, სალამურები, ფანდურები და ა. შ.) ნახვაც შეიძლება.
 
სიღნაღის გალავანი უსაძირკვლოდ, რიყის ქვით, ქვიშითა და კირით არის აგებული. მასზე მოსახვედრად რამდენიმე ადგილას ქვის კიბეებია მოწყობილი. გალავანი ორიარუსიანია. ზედა იარუსის კედლებში პირდაპირი და ძირს დახრილი სათოფურები მორიგეობით არის განლაგებული. კედლებში დატანებულია 2- და 3-სართულიანი 23 კოშკი, რომელთა დიამეტრი 3-3.5 მ-ია, ხოლო სიმაღლე - 4-5 მ. კოშკებს ქიზიყის სოფლების სახელები აქვთ. თითეულ კოშკს მტრის შემოსევისას იმ სოფლის მოსახლეობა აფარებდა თავს, რომლის სახელიც ერქვა.

წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და ბოდბის (ქიზიყის) ეპარქიის საეპისკოპოსო ცენტრი სიღნაღიდან 2 კმ-ით არის დაშორებული. ტაძარი IV ს-ში ააგეს ქართველთა გამაქრისტიანებლის წმინდა ნინოს საფლავზე. დღეს ბოდბეში აქტიური სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობს, ხოლო მონასტრის შორიახლო მდებარე წყაროზე, რომელიც წმ. ნინოს ლოცვით აღმოცენებულა, განსაბანი და პატარა ტაძარია. წყაროს საოცარ სამკურნალო თვისებებს მიაწერენ და მას უამრავი ადამიანი სტუმრობს.

სიღნაღი თბილისიდან სულ რაღაც 100 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და იქ მოხვედრა როგორც ტაქსით, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივად შეიძლება. სიღნაღის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები ყოველდღიურად გადიან მეტროსადგურ სამგორთან მდებარე ავტოსადგურიდან. სიღნაღის დასათვალიერებლად საკმარისია 1 ან 2 დღე.
 
მდებარეობა
41.610974, 45.927001
მანძილი დედაქალაქიდან
109 კმ
რეკომენდებული დრო
1 დღე
გარეჯის საბერეები - David Gareji Cave, Sabereebi, gareji desert
გარეჯის საბერეები

საბერეები - კლდეში ნაკვეთი სამონასრტო კომპლექსი, გარეჯის მრავალმთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთ...

ბოდბის მონასტერი - Bodbe Monastery
ბოდბის მონასტერი

ბოდბის მონასტერი - წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო, მდებარეობს კახეთში, ქალაქ ს...

იხილეთ ასევე

საბერეები - კლდეში ნაკვეთი სამონასრტო კომპლექსი, გარეჯის მრავალმთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის ნახევარუდაბნოში მდებარეობს. ისტორიასაბერეების ს...

ქილაკუპრას ტალახის ვულკანები — ბუნების ძეგლი საქართველოში, მდებარეობს კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 410 მეტრზე, ყაჯირის ველზე....

ბოდბის მონასტერი - წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო, მდებარეობს კახეთში, ქალაქ სიღნაღიდან 2 კმ-ზე.გადმოცემის თანახმად, აგებულია ქა...

იორის ( ივრის ) ეროვნული პარკი— მდებარეობს კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 1965 წელს. მისი ფართობი შეადგენს 1336 ჰექტარს. ეროვნული პარკის ტ...

ჭელიშის მონასტერი, საყინულე, მდინარე შარეულას დაბადების ადგილი, ლეკნარის მონასტერი მარშრუტი იწყება სოფელი ნიკორწმინდის ბოლოდან მიემართება ჩრდილო ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სიღნაღი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!