სიღნაღი - სიყვარულის ქალაქის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი
ქალაქი სიღნაღი მდებარეობს კახეთის ულამაზეს კუთხეში - ქიზიყში. ქალაქი ზემოდან დაჰყურებს ულამაზეს ალაზნის ველს და კარგ ამინდში საოცარი ხედებით აჯილდოებს მნახველს. სახელწოდება სიღნაღი თურქული სიტყვიდან წარმოდგება და თავშესაფარს, სხვა წყაროების მიხედვით  „აუღებელს“ ნიშნავს. ქალაქი, თელავის მსგავსად, მეფის მამულად ითვლებოდა,
მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა კი სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენდა. საუკუნეების მანძილზე აქ იკვეთებოდა თბილისიდან, ჰერეთიდან და თელავიდან მომავალი სავაჭროსაქარავნო გზები. ამის გამო სიღნაღი ხელოსანთა და ვაჭართა დასახლებად ჩამოყალიბდა.

ხორნაბუჯის დაცემის შემდეგ სიღნაღი ქიზიყის ცენტრი და მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა. 1762 წელს მეფე ერეკლე II-მ ის სამეფო რეზიდენციად აქცია და შემოავლო გალავანი, რომელმაც დღემდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწია. გალავანი, 40 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს და საქართველოში ყველაზე დიდ საფორტიფიკაციო ნაგებობად მიიჩნევა. 2005-2008 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და პრეზიდენტის მხარდაჭერით განხორციელდა სიღნაღის რეაბილიტაცია. შეიცვალა ინფრასტრუქტურა, აღდგა და განახლდა გალავანი, მოპირკეთდა ქუჩები, შენობებს ისტორიული, საუკუნისწინანდელი იერი დაუბრუნდა. განახლებულ სიღნაღში მრავალი ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის სიღნაღის არქეოლოგიურეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანიშვილის უნიკალური ფერწერული კოლექცია ინახება. შემოდგომაზე სიღნაღში იმართება ღვინის ფესტივალი, სადაც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების
მწარმოებელი ქართული კომპანიები წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას - როგორც ქვევრის, ისე ქართული (ე.წ. `გლეხური“) და ევროპული წესით
დაყენებულ ღვინოებს. ფესტივალზე ხალხური რეწვის ნიმუშების (თექა, ქვილთი, ხალიჩები, ფარდაგები, სალამურები, ფანდურები და ა. შ.) ნახვაც შეიძლება.
 
სიღნაღის გალავანი უსაძირკვლოდ, რიყის ქვით, ქვიშითა და კირით არის აგებული. მასზე მოსახვედრად რამდენიმე ადგილას ქვის კიბეებია მოწყობილი. გალავანი ორიარუსიანია. ზედა იარუსის კედლებში პირდაპირი და ძირს დახრილი სათოფურები მორიგეობით არის განლაგებული. კედლებში დატანებულია 2- და 3-სართულიანი 23 კოშკი, რომელთა დიამეტრი 3-3.5 მ-ია, ხოლო სიმაღლე - 4-5 მ. კოშკებს ქიზიყის სოფლების სახელები აქვთ. თითეულ კოშკს მტრის შემოსევისას იმ სოფლის მოსახლეობა აფარებდა თავს, რომლის სახელიც ერქვა.

წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და ბოდბის (ქიზიყის) ეპარქიის საეპისკოპოსო ცენტრი სიღნაღიდან 2 კმ-ით არის დაშორებული. ტაძარი IV ს-ში ააგეს ქართველთა გამაქრისტიანებლის წმინდა ნინოს საფლავზე. დღეს ბოდბეში აქტიური სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობს, ხოლო მონასტრის შორიახლო მდებარე წყაროზე, რომელიც წმ. ნინოს ლოცვით აღმოცენებულა, განსაბანი და პატარა ტაძარია. წყაროს საოცარ სამკურნალო თვისებებს მიაწერენ და მას უამრავი ადამიანი სტუმრობს.

სიღნაღი თბილისიდან სულ რაღაც 100 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და იქ მოხვედრა როგორც ტაქსით, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივად შეიძლება. სიღნაღის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები ყოველდღიურად გადიან მეტროსადგურ სამგორთან მდებარე ავტოსადგურიდან. სიღნაღის დასათვალიერებლად საკმარისია 1 ან 2 დღე.
 
მდებარეობა: გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთები.
მანძილი: თელავიდან – 60 კმ, თბილისიდან – 100 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 720 მ.
კლიმატი: რბილი და ტენიანი. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 20C. ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 24,30C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 810 მმ.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.

წყარო: http://travelingeorgia.ge/region/Signaghi-city//
მდებარეობა
41.610974, 45.927001
მანძილი დედაქალაქიდან
109 კმ
რეკომენდებული დრო
1 დღე
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

ბოდბის მონასტერი - წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო, მდებარეობს კახეთში, ქალაქ სიღნაღიდან 2 კმ-ზე.გადმოცემის თანახმად, აგებულ...

დედოფლისწყარო (1926-1991 წლებში წითელწყარო) — ქალაქი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის ...

ელიას მონასტერი მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს სამხრეთ ნაწილში, ორმწვერვალიან კირქვის მთაზე. ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძა...

საბერეები - კლდეში ნაკვეთი სამონასრტო კომპლექსი, გარეჯის მრავალმთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის ნახევარუდაბნოში მდებარეობს....

ქილაკუპრას ტალახის ვულკანები — ბუნების ძეგლი საქართველოში, მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 410 მეტრზე, ყაჯირის ველზე...

ყვარელი — ქალაქი კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19 კმ-ზე. ქალაქში არი...

ილიას ტბა – მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში, მდინარე დურუჯის ხეობაში, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში. ტბას ორი წლის წინ გაკეთდა და სახელი ...

უდაბნო — სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს კახეთში, გარეჯის ზეგანზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 750 მეტრი, საგარეჯოდან 45 კილომეტრი. სოფლი...

გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მ...

დავითგარეჯა  ( დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ) — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთ...

თელავი კახეთის ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრია, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 160 კილომეტრში და საშუალო სიდიდის ქალაქია. იყო დ...

ჩიჩხიტურის მონასტერი — მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე.ისტორიაჩიჩხიტურის შესახებ წერილობით წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურა...

მრავალწყაროს ფერადი მთები -  წარმოადგენს ვრცელი ბორცვებისგან, ზეგნებისა და ციცაბოფერდობებიანი ცალკეული მაღლობების მშრალ ტერიტორიას, მწირი მცენარეულობი...

საქართველოში დღემდე არსებობს ისეთი ტაბუდადებული ადგილები, სადაც არათუ წასვლა, მასზე ლაპარაკიც კი სახიფათოდ მიაჩნიათ. პანკისის ხეობაც მათ სიაშია. მანო ...

თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღ...

ნეკრესი — სამონასტრო კომპლექსი და ნაქალაქარი კახეთში, მდებარეობს ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოება...

ლაგოდეხის აღკვეთილი დაარსდა 2003 წელს  და მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალის სამხრეთით მიმდებარე სოფლების გასწვრივ. იგი გამორჩეულია წიფლნარ-რცხილნარი ფართ...

ჭელიშის მონასტერი, საყინულე, მდინარე შარეულას დაბადების ადგილი, ლეკნარის მონასტერი მარშრუტი იწყება სოფელი ნიკორწმინდის ბოლოდან მიემართება ჩრდილო ...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!