დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
5 (1)
კვირიკობა სვანეთში, 3 დღიანი ტური კვირიკობა სვანეთში, 3 დღიანი ტური კვირიკობა სვანეთში, 3 დღიანი ტური კვირიკობა სვანეთში, 3 დღიანი ტური კვირიკობა სვანეთში, 3 დღიანი ტური კვირიკობა სვანეთში, 3 დღიანი ტური

კვირიკობა სვანეთში, 3 დღიანი ტურის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული

ეძებ დაუვიწყარ თავგადასავალს? გინდა მოინახულო ლეგენდებით სავსე მხარე? საქართველოს უმაღლესი მწვერვალი, ულამაზესი ბუნება, ხელუხლებელი ტყეები და მთები? ასევე თუ გსურს დაესწრო ადგილობრივ დღესასწაულს და გაეცნო ტრადიციებს, მაშინ ეს ტური შენთვისაა!

კომპანია "GTG TOUR" გთავაზობთ დაუვიწყარ სამ დღიან ტურს სვანეთში, კვირიკობის დღესასწაულზე. დაჯავშნე ახლავე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!

სვანეთში, სოფელ კალაში, კვირიკობა აღინიშნება. დღესასწაული 28 ივლისს, წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს იწყება. კვირიკობას სვანეთში უხსოვარი დროიდან აღნიშნავენ და მას „ლაგურკას“ ეძახიან.

წმინდა კვირიკესა და ივლიტას მიმართ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის ლოცულობენ

სამდღიანი სვანეთის ტური იწყება თბილისში. სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მთიანი რეგიონია. სვანი ხალხი დღემდე იცავს ტრადიციებს, უფრთხილდება ბუნებას და სწორედ ამით იზიდავს უამრავ ვიზიტორს, როგორც ქართველს ასევე უცხოელს.

ტურის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ სვანეთის ულამაზე ბუნებას, სვანურ კოშკებს, მესტიას, ულამაზეს ჰაწვალს, ყველაზე ცნობილ ქართულ სოფელს - უშგულს და სხვა მრავალ ზღაპრულ და თვალწარმტაც ადგილს. ეწვევით შხარას მყინვარს და იხილავთ ენგურის სათავეს. კლდის ვეფხვზე - მიხეილ ხერგიანზე უამრავ საინტერესო ამბავს გაიგებთ და რათქმაუნდა , მის სახლ-მუზეუმსაც ეწვევით.

უგემრიელესი სვანური ტრადიციული საკვების- კუბდარის დაგემოვნებას კი ინდივიდუალურად, მესტიის ულამაზეს კაფეებში შეძლებთ.


უსაფრთხოება:

ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული მიკროავტობუსით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვამთ და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.

რა უნდა გაითვალისწინოთ:

ჩაიცვით სპორტული/მოსახერხებელი სამოსი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული და დაბალი ფეხსაცმელი, რათა სვანეთის მთებში გადაადგილება არ გაგიჭირდეთ..

სირთულე

ტური არის მარტივი სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. .ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 7 კმ.


დამატებითი გადასახადი:

  • 40 ლარი - უშგულის ჯიპტური
  • ჯიპ-ტური შხარაზე-20ლარი
  • 16 ლარი- ჰაწვალის საბაგირო
  • 15 ლარი- მუზეუმები


გეგმა:

01

დღე 1

თბილისიდან მესტიის მიმართულებით გავემგზავრებით დილის 01:00ზე, მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელიდან ,კომფორტული მიკროავტობუსებით. რადგანაც წინ გრძელი გზა გველის გზად რამოდენიმეგან შევაჩერებთ, რათა მოვწესრიგდეთ და ცოტა განვიტვირთოთ მგზავრობისგან.
სვანეთისკენ მიმავალი გზა, სამეგრელოდან მიუყვება ულამაზეს ენგურის ხეობას, რომელიც წელიწადის ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზია. ვეწვევით ენგურის კაშხალს და დავტკბებით ულამაზესი ლურჯ-მწვანე წყლის ხილვით. გზას გავაგრძელებთ მესტიის მიმართულებით, რომელიც ზემო სვანეთის ცენტრად ითვლება.
მესტიაში ჩასვლის შემდეგ დავათვალიერებთ მესტიის ულამაზეს ქუჩებს, ვნახავთ უძველეს სვანურ კოშკებს და დავტკბებით თამნამედროვე და უძველესი არქიტექტურის სინთეზით. მესტიასთან ახლოსმდებარე სათხილამურო კურორტ ჰაწვალსაც ვეწვევით, დავტკბებით ულამაზესი ხედებით მესტიაზე და თუ გაგვიმართლა და უღრუბლო ამინდი იყო, დავინახავთ სვანეთის ულამაზეს მწევრვალ უშბასაც. ჰაწვალიდან კი აუცილებლად მოვინახულებთ ყველაზე ცნობილ ჰეშკილის ქოხებს და დავტკბებით ულამაზესი ბუნებით. ვესტუმრებით ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც.
პირველი დღის ემოციებით დატვირთულები გავემართებით მესტიისკენ, სადაც განვთავსდებით საოჯახო სასტუმროში, დავისვენებთ და მოვემზადებით მეორე დღის უფრო ლამაზი ემოციებისთვის.

02

დღე 2

დილით გაღვიძებისა და მოწესრიგების შემდეგ, მივემართებით უშგულის მიმართულებით. გზად ბევრ საინტერესო ადგილს ვანახავთ როგორებიცაა: სიყვარულის კოშკი და კვირიკესა და ივლიტას ეკლესია, აქვე დავესწრებით კვირიკობის დღესასწაულს.
ვეწვევით უშგულს, სადაც ვიხილავთ კიდევ უფრო ძველ კოშკებს, სვანეთის ყველაზე გამორჩეულ "ლამარიას ეკლესიას".
უშგულის დათვალიერების შემდეგ გავემართებით შხარის მყინვარისკენ და ვიხილავთ მდინარე ენგურის სათავეს.
საღამოს გამოვემგზავრებით მესტიის მიმართულებით

03

დღე 3

დილით მოვინახულებთ მიხეილ ხერგიანის სახლუზეუმს. მიხეილ ხერგიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული მთამსვლელი იყო. ასევე ვეწვევით მესტიის საკათედრო ტაძარს, იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარს ლატალში და გამოვემგზავრებით დედაქალაქისაკენ. თუმცა ჩვენი მოგზაურობა ამით არ მთავრდება!
ზუგდიდში ვესტუმრებით ულამაზეს დადიანების სასახლეს, შიგნით არ შევდივართ, თუმცა სასახლის ეზოში თავისუფალი დრო გვექნება ფოტოების გადასაღებად!
თბილისში დავბრუნდებით უამრავი ლამაზი მოგონებით, პოზიტიური განწყობითა და ბედნიერებით სავსენი.

ტრანსპორტი:

ტურის განმავლობაში ვიმგზავრებთ კომფორტული, გამართული მიკროავტობუსით.

თეგები: #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

595412235,59941****
*****@gmail.com
ხანგრძლივობა: 3 დღე
ჯამური მანძილი: 7 კმ
სირთულე: მარტივი
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა
გასათვალისწინებელი პირობები:

არ ვყრით ნაგავს
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში და არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწვსიტყვაობთ
ვიცვამთ სპორტულად, და ფერადად, რომ გადავიღოთ კარგი ფოტოები
ცუდ განწყობას ვტოვებთ თბილისში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
Nana, Marek, Patrycja

ძალიან კარგი ტური იყო,გიდიც კარგი,ძალიან კმაყოფილები დავრჩით.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კვირიკობა სვანეთში, 3 დღიანი ტური

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

595412235,59941****