
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
18-20 ივნისს მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთვაზობთ სამ დღიან ტურს ულამაზეს ზემო აჭარაში. ტური დასრულდება შავ ზღვაში ჭყუმპალაობით.
ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე.
შეკრების ადგილი და დრო: დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 06:10 სთგასვლა: 06:20 სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო: გასვლის დროდან 10 წუთი
მარშრუტის სირთულე:
საშუალო
ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში:
22 კმ.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა...
სამი დღის სამყოფი საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
სალაშქრო ფეხსაცმელი, მოსახერხებელი ტანსაცმელი,თან იქონიეთ საწვიმარი,გამოსაცვლელი ტანსაცმელი,მზისგან დამცავი კრემი,სალაშქრო ჯოხები...
აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ხიხანის ძირში მდებარე საგუშაგოზე სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა)
ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
დილის 6:10 საათზე ვიკრიბებით დიდუბეში, არ ვაგვიანებთ ! 6:20 სთ-ზე გავდივართ თბილისიდან, პირველ რიგში მოვინახულებთ XIV საუკუნეში აგებულ ზარზმის ტაძარს... შემდეგ გოდერძის უღელტეხილისკენ ავიღებთ გეზს... მოვინახულებთ ულამაზეს კურორტ ბეშუმს... ამის მერე დავიძვრებით მწვანე ტბის მიმართულებით. ამ სასიამოვნოდ გავლილი გზის შემდეგ დავბანაკდებით ტბის ნაპირზე. სურვილისამებრ ვნახავთ მის სიახლოვეს არსებულ საბანელას ტბას. საღამოს დავანთებთ კოცონს და დავისვენებთ, რათა მზად ვიყოთ შემდეგი დღის ლაშქრობისათვის...
გავემართებით გოდერძისაკენ,საიდანაც დავიწყებთ ფეხტურს იაილებისა (იაილები ზაფხულის საძოვრებია. ყოველი წლის მაისში, ზემო აჭარაში მცხოვრებნი, საკუთარ სახლებს ტოვებენ და საქონელი სამი თვით იაილებში მიჰყავთ) და ულამაზესი ტბების გავლით ხიხანის ციხის მიმართულებით, გზად გავივლით საზაფხულო სოფლებსა და აგარაკებს: თეთრობი, რაქვთა, თხილვანა. დავბანაკდებით ხიხანიც ციხის ასასვლელთან... ამ დღის ფეხით გასავლელი მანძილი 14-კმ... დავისვენებთ, დავანთებთ კოცონს, ვიპიკნიკებთ, აღვიდგენთ დაკარგულ ენერგიას და მოვემზადებით შემდეგი დღისთვის
მოვინახულებთ X-XI საუკუნით დათარიღებულ ხიხანის ციხეს,შემდეგ დავბრუნდებით კარვებში, ავშლით და გავემართებით მიკროავტობუსისაკენ რომელიც ბაკი ბაკოში დაგველოდება... დავიძვრებით XII საუკუნის სხალთის მონასტრის მოსალოცად. შემდეგი სანახაობა მახუნცეთის ჩანჩქერი (სიმაღლე 50 მეტრი) და მახუნცეთის ხიდია ( ხიდს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი და მისი სიგრძე 24 მეტრია).სა
ტურის განმავლობაში ტრანსპორტირება ხდება მიკროავტობუსით.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა