დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
1 2 2,5 5 9 8 1 5 სამ დღიანი ტური სვანეთში სამ დღიანი ტური სვანეთში სამ დღიანი ტური სვანეთში

სამ დღიანი ტური სვანეთშის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული

ეძებ დაუვიწყარ თავგადასავალს? გინდა მოინახულო ლეგენდებით სავსე მხარე? საქართველოს უმაღლესი მწვერვალი, ულამაზესი ბუნება, ხელუხლებელი ტყეები და მთები? მაშინ ეს ტური შენთვისაა!

კომპანია "GTG TOUR" გთავაზობთ დაუვიწყარ სამ დღიან ტურს სვანეთში. დაჯავშნე ახლავე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!


სამდღიანი სვანეთის ტური იწყება თბილისში. სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მთიანი რეგიონია. სვანი ხალხი დღემდე იცავს ტრადიციებს, უფრთხილდება ბუნებას და სწორედ ამით იზიდავს უამრავ ვიზიტორს, როგორც ქართველს ასევე უცხოელს.

ტურის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ სვანეთის ულამაზე ბუნებას, სვანურ კოშკებს, მესტიას, ულამაზეს ჰაწვალს, ყველაზე ცნობილ ქართულ სოფელს - უშგულს და სხვა მრავალ ზღაპრულ და თვალწარმტაც ადგილს. ეწვევით შხარას მყინვარს და იხილავთ ენგურის სათავეს. კლდის ვეფხვზე - მიხეილ ხერგიანზე უამრავ საინტერესო ამბავს გაიგებთ და რათქმაუნდა , მის სახლ-მუზეუმსაც ეწვევით.

უგემრიელესი სვანური ტრადიციული საკვების- კუბდარის დაგემოვნებას კი ინდივიდუალურად, მესტიის ულამაზეს კაფეებში შეძლებთ.


უსაფრთხოება:

ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული მიკროავტობუსით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვამთ და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.


რა უნდა გაითვალისწინოთ:

ჩაიცვით სპორტული/მოსახერხებელი სამოსი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული და დაბალი ფეხსაცმელი, რათა სვანეთის მთებში გადაადგილება არ გაგიჭირდეთ..


სირთულე

ტური არის მარტივი სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. .ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 7 კმ.

გეგმა:

01

დღე 1

თბილისიდან მესტიის მიმართულებით გავემგზავრებით დილის 04:00ზე მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელიდან ,კომფორტული მიკროავტობუსებით. რადგანაც წინ გრძელი გზა გველის გზად რამოდენიმეგან შევაჩერებთ, რათა მოვწესრიგდეთ და ცოტა განვიტვირთოთ მგზავრობისგან.
სვანეთისკენ მიმავალი გზა, სამეგრელოდან მიუყვება ულამაზეს ენგურის ხეობას, რომელიც წელიწადის ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზია. ვეწვევით ენგურის კაშხალს და დავტკბებით ულამაზესი ლურჯ-მწვანე წყლის ხილვით. გზას გავაგრძელებთ მესტიის მიმართულებით, რომელიც ზემო სვანეთის ცენტრად ითვლება.
მესტიაში ჩასვლის შემდეგ დავათვალიერებთ მესტიის ულამაზეს ქუჩებს, ვნახავთ უძველეს სვანურ კოშკებს და დავტკბებით თამნამედროვე და უძველესი არქიტექტურის სინთეზით. მესტიასთან ახლოსმდებარე სათხილამურო კურორტ ჰაწვალსაც ვეწვევით, სამწუხაროდ ვერ ვისრიალებთ, თუმცა დავტკბებით ულამაზესი ხედებით მესტიაზე და თუ გაგვიმართლა და უღრუბლო ამინდი იყო, დავინახავთ სვანეთის ულამაზეს მწევრვალ უშბასაც. ჰაწვალიდან კი აუცილებლად მოვინახულებთ ყველაზე ცნობილ ჰეშკილის ქოხებს და დავტკბებით ულამაზესი ბუნებით.
პირველი დღის ემოციებით დატვირთულები გავემართებით მესტიისკენ, სადაც განვთავსდებით საოჯახო სასტუმროში, დავისვენებთ და მოვემზადებით მეორე დღის უფრო ლამაზი ემოციებისთვის.

02

დღე 2

დილით გაღვიძებისა და მოწესრიგების შემდეგ, მივემართებით უშგულის მიმართულებით. გზად ბევრ საინტერესო ადგილს ვანახავთ როგორებიცაა: სიყვარულის კოშკი და კვირიკესა და ივლიტას ეკლესია.
ვეწვევით უშგულს, სადაც ვიხილავთ კიდევ უფრო ძველ კოშკებს, სვანეთის ყველაზე გამორჩეულ "ლამარიას ეკლესიას".
უშგულის დათვალიერების შემდეგ გავემართებით შხარის მყინვარისკენ და ვიხილავთ მდინარე ენგურის სათავეს.
საღამოს გამოვემგზავრებით მესტიის მიმართულებით

03

დღე 3

დილით მოვინახულებთ მიხეილ ხერგიანის სახლუზეუმს. მიხეილ ხერგიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული მთამსვლელი იყო. ასევე ვეწვევით მესტიის საკათედრო ტაძარს, იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარს ლატალში და გამოვემგზავრებით დედაქალაქისაკენ. თუმცა ჩვენი მოგზაურობა ამით არ მთავრდება!
ზუგდიდში ვესტუმრებით ულამაზეს დადიანების სასახლეს! ვიხილავთ როგორ ცხოვრობდნენ მეგრელი თავადები.
თბილისში დავბრუნდებით უამრავი ლამაზი მოგონებით, პოზიტიური განწყობითა და ბედნიერებით სავსენი.

ტრანსპორტი:

ტურის განმავლობაში ვიმგზავრებთ კომფორტული, გამართული მიკროავტობუსით.

თეგები: #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

595412235, 59941****
*****@gmail.com
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 3 დღე
ჯამური მანძილი: 7 კმ
სირთულე: მარტივი
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა
გასათვალისწინებელი პირობები:

🛑გასათვალისწინებელი პირობები:
❌ არ ვყრით ნაგავს
❌ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში და არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს
❌ ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
❌ არ ვბილწვსიტყვაობთ
❌ ვიცვამთ სპორტულად, და ფერადად, რომ გადავიღოთ კარგი ფოტოები 😃 ))
❌ მოგვაქვს ბუშტები და სხვა ლამაზობები 😊 (ისევ ფოტოებისთვის 😊 )
❌ ცუდ განწყობას ვტოვებთ თბილისში ! ♥.

დამატებითი ინფორმაცია

🔹მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ვმგზავრობთ პირბადით
🔹 ტრანსპორტი ტურში წამოსვლამდე გადის შემოწმებას და უტარდება დეზინფექცია
🔹 ტურში წამოსვლამდე ტარდება თერმოსკრინინგი(ტემპერატურის კონტროლი)
🔹უზრუნველყოფილი იქნებით სადეზინფექციო ხსნარით

დამატებითი ხარჯები

❌ მუზეუმების მოსაკრებელი (15ლარი) და საბაგიროს თანხები(14ლარი)
❌ჯიპტური შხარაზე და უშგულში. (ჯამში-50ლარი)

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
ვასილ ხუნწარია
ვასილ ხუნწარია

ფასი ტურის და კვების საკითხი მაინტერესებს?

suliko keratishvili
suliko keratishvili

გამარჯობა ეს ტური თუ არის 21 ივნისიდან 29 ივნისის პეირიოდში?

მარიამ თოდუა
მარიამ თოდუა

გამარჯობა, 2 ივლისამდე არ გვაქვს სამწუხაროდ

Saba Chitaishvili
Saba Chitaishvili

გამარჯობა. ივლისში რა რიცხვებში გეგმავთ ტურს?

მარიამ თოდუა
მარიამ თოდუა

გამარჯობა, ყოველ პარასკევ-შაბათ-კვირას გვექნება

გამარჯობა ! მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია ან თუ გეგმავთ ამ ტურის აგვისტოში განხორციელებას მაგ : 26, 27, 28 აგვისტოს თან მარიამობა ემთხვევა სწორედ. მადლობა წინასწარ ♥️ პ.ს. ერთხელ ვარ ნამყოფი ზუსტად ამ პერიოდში და ნამდვილი საოცრებაა. ამიტომ ვისურვებდი თუ კიდევ გექნებოდათ ამ რიცხვებში 🙏☺️💜

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, 27-28-29 აგვისტოს იქნება ტური.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სამ დღიანი ტური სვანეთში

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

595412235, 59941****