
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ტაბაწყურის თეთრი საყდარი სამცხე-ჯავახეთის მხარეში,
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაბაწყურში, ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარეობს.
იგი 1843 წელს აგებული სომხური ეკლესიაა. მისი სახელწოდება
პასპორტში
მოხსენებულია
როგორც
„სურბ
კარაპეტი“.
ძეგლი დარბაზული ტიპის განიერ შენობას წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით
იატაკის
დონიდან
ხუთი
საფეხურით
ამაღლებული
საკურთხევლით
სრულდება. საკურთხევლის ორივე მხარეს მოთავსებულია სიმეტრიულად
განლაგებული პასტოფორიუმები. ტაძრის ფასადები, გარდა დასავლეთის
ფასადისა, შელესილია. ნაგებია სხვადასხვა ფერის ფლეთილი ტუფისგან, ალაგ-ალაგ გამოყენებულია
აგურიც. ეკლესიას დასავლეთის მხრიდან აქვს შესასვლელი, რომელიც
თაღოვანი
პორტალითაა
გაფორმებული.
დასავლეთის ფასადის ჩრდილოეთ ნახევარს ზედ მიშენებული კლუბის კედელი ფარავს.
სამხრეთის,
ჩრდილოეთის
და
აღმოსავლეთის
კედლებში
სამ-სამი სარკმელია.
დასავლეთ
ფასადის
ფრონტონის
ცენტრში
სამრეკლოს
ფანჩატურია
აღმართული. ინტერიერი სახეცვლილი და შეთეთრებულია. ტაძარს მარტივი, თაროს ფორმის
ქვის კარნიზი შემოუყვება. გადახურულია შიფრით.
სოფელში ასევე შეგიძლიათ ნახოთ X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, ტაბაწყურის წითელი ეკლესია.
ტაბაწყური ბორჯომიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. აქ მოხვედრა 2 მხრიდანაა შესაძლებელი, ახალქალაქიდან და ბაკურიანიდან.
ბაკურიანს გასცდებით თუ არა გრუნტის გზა იწყება, რომელელზეც გადაადგილება სედანით არის შესაძლებელი, თუმცა
საჭიროა სიფრთხილე. ზამთრის
და
ადრეული
გაზაფხულის პერიოდში ბაკურიანის მხრიდან ტაბაწყურში მანქანით მისვლა შეუძლებელია, გზა იკეტება. ახალქალაქის მხრიდანაც გზის ბოლო მონაკვეთი
გრუნტიანია და აქაც სედანით შეიძლება
გადაადგილება.
ზამთარში
ხმოლოდ
ახალქალაქის
მხრიდან
არის
შესაძლებელი
ტაბაწყურში მოხვედრა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა