დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
01 მაისი, 2021

რა დავგეგმოთ მაისში?

2021 წლის მაისი დასვენებებისა და უქმე დღეების სიუხვით გამოირჩევა. ალბათ ყველა ჩვენგანი ვუსვამთ თავს კითხვას სად წავიდე ამ შვებულებებზე, რა ვაკეთო, ამდენი დასვენების დღე სად გავატარო? ძირითადად არჩევანს მაინც ოჯახთან დასვენებასა და მეგობრებთან ერთად დასვენებაზე ვაკეთებთ ხოლმე. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მაისის პირველი 12 დღე სახელმწიფოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული, ამ დროის რაციონალურად გადანაწილება შეგვიძლია. ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ ადგილებსა და აქტივობებს, რომლებიც მაისში იდეალურია.

დავიწყებ იმით, რომ ქალაქიდან შორს გამგზავრება ხშირად მეზარება ხოლმე, და საინტერესო ადგილებს ძირითადად თბილისთან ახლოს ვეძებ. ჩემი საყვარელი მიმართულება კი თიანეთია. აქ თავმოყრილია სიონის ტბა, საბადურის ტყე და თბილისის ეროვნული პარკი, სადაც გაზაფხულზე გასეირნება სიხარულითა და ენერგიით ავსებს ყველა ჩვენგანს.

სიონის ტბაზე დარჩენა ყველაზე მეტად მიყვარს. ეს ყველაზე მშვიდი ადგილია თბილისიდან მოშორებით. ულამაზესი ხედები, ბუნება და სუფთა ჰაერი დასვენებას სასიამოვნოს ხდის. ხოლო სრულყოფილი დასვენებისთვის, მყუდრო კოტეჯი ან გლემფინგია საჭირო. რეკომენდაციას კი ჩემს უსაყვარლეს დასარჩენ ადგილებს გავუწევ:

Sioni Glamping სიონი გლემპინგ

1. სიონი გლეფნინგ


ეს მყუდრო გლემფინგია სიონის წყალსაცავზე, სადაც შეძლებთ გაატაროთ დაუვიწყარი დღეები, თქვენს მეგობრებთან ან საყავრელ ადამიანებთან ერთად. დეტალების სანახავად და დასაჯავშნად შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე.

ოთახი ტბაზე

2. ოთახი ტბაზე

თუ თანამდეროვე და მინიმალისტური დიზაინი შენთვისაა, ამასთანავე გინდა სამყაროს მოწყვეტილი იყო და მაქსიმალურად ჰარმონიაში იგრძნო თავი, მაშინ ოთხს ტბაზე უნდა ეწვიო, რომელიც სიონის ბასთან მდებარეობს. ოთახი ტბაზე შენი იდეალური დასვენების ადგილია. დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადი აქ.

ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულებისათვის:

თუ შენში ექსტრემალი ცხოვრობს, ადრენალინით ხარ სავსე და არ იცი რა აკეთო და სად დახარჯო ენერგია, შენთვის რამოდენიმე კარგი იდეა მაქვს,

პარაპლანით ფრენა რუსთავში

3. პარაპლანით ფრენა

რა შეიძლება იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე იმის შეგრძნება რომ შენ ფრენა შეგიძლია? ალბათ არაფერი შეედრება ამ ემოციებს. პარაგლაიდინგი კი ნამდვილად ექსტრემალური სპორტია. თუ თბილისთან ახლოს პარაპლანით ფრენაზე ოცნებობ, მაშინ რუსთავი საფრენად იდეალური ადგილია. გადადი ბმულზე და ნახე შენი შეთავაზება.

4. ჯომარდობა

ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი სპორტი ჯომარდობაა. წყალი, გაშმაგებულ მდინარეზე ნავით დაშვება, გუნდური მუშაობა და ადრენალინით სავსე მომენტები უდიდეს შთაბეჭდილებებს ახდენს ხოლმე ჩემსა და ჩემს მეგობრებზე. ჯომარდობის სეზონი კი უკვე გაიხსნა, და თუკი არ იცი სად უნდა იჯომარდო შენთვის კარგი ბმული მაქვს, გადადი და შეარჩიე შენი საჯომარდო ადგილი.

ერთ დღიანი ველოტური კოჯორი-მარაბდა

5. ველოტურები

რათქმაუნდა ველოტურებს ვერ გამოვტოვებდი. ექსტრემალების ერთ-ერთი საყვარელი სპორტი ველოსიპედით ბუნებაში სეირნობაა. სხვადასხვა სირთულის ველოტურებს თუ ეძებ, სწორად მოხვდი. ჩვენს საიტზე შენთვის სასურველ მარშრუტსა და სირთულის ველოტურს იპოვი. გადადი ბმულზე და დაჯავშნე შენი ველო თავგადასავალი.


მაისი, მოლაშქრე, მოგზაური და უბრალოდ, დასვენებას მოწყურებული ხალხის თვეა. თუ არ იცი სად უნდა ილაშქრო, დაისვენო ან უბრალოდ განიტვირთო, გადადი ბმულზე და იპოვე დასვენების შენი სტილი.

თეგები: #ისტორია #ლაშქრობა #კულტურა #საინტერესო ადგილები #საქართველო #გაზაფხული #დასვენება #მაისი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი