თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
ხშირად ისე ხდება, რომ უქმეების თბილისში ვატარებთ. ამ დროს ხშირად გვეფიქრება იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, სად წავიდეთ, რა ვნახოთ და რით გავერთოთ. ამ სტატიაში რამოდენიმე საინტერესო აქტივობას გაგაცნობთ რაც დაგეხმარებათ უქმეების სახალისოდ გატარებაში თქვენ და თქვენს ბავშვებსაც.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თბილისში ბუნკერებია, და რომ ერთ-ერთ ბუნკერში ვიზიტი თქვენც შეგიძლიათ. ტური ბუნკერში ყველასთვის შესაძლებელია, ხოლო ვიზიტის დაჯავშნა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე, ნებისმიერ დროს.
თუ ბუნების და ცხენების მოყვარული ხართ, ცხენტური თბილისშითქვენთვის იდეალური აქტივობა იქნება. ცხენტური 1 საათიანია. მარშრუტი თბილისის საუკეთესო ხედებზე გადის და საოცრად დადებითი ემოციებით გმუხტავთ. დასაჯავშნად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს, შეარჩიოთ სასურველი თარიღი, საათი და ისიამოვნოთ ცხენტურით.
ამ სტატიაში ვეცადეთ ბავშვებიც არ გამოგვეტოვებინა და თქვენი პატარებისთვის შესანიშნავი გასართობი ტურები გვაქვს საიტზე. კომპანია Urban Tour Kids ანუ საბავშვო-სათავგდასავლო ტურები უქმეებზე ბავშვებისთვის აწყობს სხვადასხვა გასართობ სათავგადასავლო ტურებს თბილისსა და მის შემოგარენში. მათი ტურების ნახვა და სასურველი ღონისძიების დაჯავშნა შეგიძლიათ აქ.
თბილისთან ახლოს ულამაზესი ჩანჩქრები გვაქვს, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის. კაბენის ჩანჩქერებიკოჯრის სიახლოვეს მდებარეობს და წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აქ ლაშქრობა. მოიმარაგეთ 1 დღის საკმარი წყალი, საკვები და დაიწყეთ ლაშქრობა კოჯრიდან კაბენის ჩანჩქერებამდე. გზად ულამაზეს ხედებს ნახავთ, გაივლით ქოროღლის ციხეს, დატკბებით ხედებითა და ულამაზესი ბუნებით. მარშრუტის დეტალებს ჩვენს გვერდზე გაეცანით.
საბოლოოდ კი ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა თბილისში ფრინველებზე დაკვირვებაა. შესაძლოა ამ ამბავმა გაგაკვირვოთ, თუმცა თბილისში საკმაოდ ბევრი სახეობის ფრინველი გვხვდება და მათზე დაკვირვება ძალიან საინტერესო პროცესია. ფრინველებზე დაკვირვების ტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია საბუკო ანხორციელებს ხოლმე პერიოდულად. თუმცა თუ თქვენ გაქვთ ტელესკოპი ან დურბინდი შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისი ბოტანიკურ ბაღს, დიღმის ჭალებს ან კრწანისის ტყე-პარკს და დატკბეთ თქვენს გარშემო არსებული ბიომრავალფეროვნებით. სხვა საუკეთესო ფრინველებზე დასაკვირვებელი ადგილების შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი