დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
15 სექტემბერი, 2021

სვეტიცხოვლობა

სვეტიცხოვლობა იგივე მცხეთობა საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად - 14 ოქტომბერს აღინიშნება. მასთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მოქმედ ეკლესიებში აღინიშნება, თუმცა ფოკუსში, ამ დღეს, ქალაქი მცხეთაა. სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული მრევლი მთავარ საზეიმო წირვას ესწრება. სწორედ აქ არის შენახული იესო ქრისტეს კვართი და მისი სადიდებელი დღესასწაულიც აქედან გამომდინარეობა: “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას”. თავად მცხეთის შუა გულში კი სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება.

Რას უკავშირდება სვეტიცხოვლობა?

Სვეტიცხოვლობა იგივე მცხეთობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის დაწესებული. გადმოცემის მიხედვით, იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ურიები – ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ებრაელებმა მისი ტანსაცმელი განიყვეს, თუმცა როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, კვართი უნდა ყოფილიყო მთლიანი და სასწაულებრივად იგი ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილადმისლ -- მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში იმდენად ჩაიკრა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართთან ერთად დაკრძალა. მის Საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

ქრისტეს კვართისა და ქართლის გაქრისტიანების სურვილმა, წმინდა ნინო იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოიყვანა. მან ამცნო მეფე მირიანს უდიდეს სიწმინდის შესახებ, რომ სასახლის ბაღში იყო დაკრძალული უფლის კვართი და ილია წინასწარმეტყველის ხალენი. მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის დროს, წმინდა ნინოს რჩევით, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. Მირიან მეფის ბრძანებით, Სწორედ ამ ხისგან ეკლესიისთვის 7 სვეტი დაამზადეს, რომლიდანაც ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა ნინომ იხილა „ხილვა განსაკრთომელი:“ – ნათლის სვეტი ცეცხლის სახით ჩამოვიდა ზეციდან და იმ გადაჭრილის ნაძვის ძირიდან, საიდანაც მოკვეთეს, ხუთიოდე მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. გაღვიძებულს სვეტი აღმართული დახვდა სწორედ ამ სახით. ამ სასწაულმა მთელი ხალხი კიდევ უფრო განამტკიცა რწმენაში და ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მცხეთაში შეკრიბა. ქართველებს მუდამ სწამდათ, რომ კვართი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული. სვეტი საუკუნეების მანძილზე, სასწაულებს ახდენდა. გადმოცემის თანახმას, მიახლოებისას სნეულნი ინკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ, დავრდომილნი სიარულს იწყებდნენ.

V საუკუნის მე-2 ნახევარში, Ხის პირველი ეკლესიის დანგრევის შემდეგ, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო,


Სვეტიცხოვლის ტაძარი

Ვიდრე სვეტიცხოვლის ტაძარს საპატრიაქროს საკათედრო ტაძრის ტიტული ღირსეულად მიენიჭებოდა და ვიდრე საქართველოს მდიდარ მემკვიდრეობად იქცეოდა, - დიდი გზა განვლო. Თავდაპირველად ხის პატარა ეკლესია მირიან მეფის დროს, წმინდა ნინოს რჩევით, IV საუკუნეში სასახლის ბაღში აშენდა. ტაძარმა სახეცვლილება არაერთხელ განიცადა. Vს-ში, დაახლოებით 500 წელს, ვახტანგ გორგასალმა ხის ტაძრის დანგრევის შემდეგ, ქვის დიდი ეკლესია, თორმეტი მოციქულის სახელზე ააგო. ეს ტაძარი აბულ ყასიმს X საუკუნეში გადაუწვამს. Თუმცა, გიორგი I-ის მეფოს დროს, XI ს.-ში მელქისედეკ კათოლიკოსმა რესტავრაცია საფუძვლიანად გააკეთა. ხუროთმოძღვარი კი არსუკიძე გახლდათ. 1283 წელს სვეტიცხოველი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის გუმბათი აღადგინა. XVს.-ის I ნახევარში კი ალექსანდრე I-ის მეფობის ხანაში, მას მერე, რაც ტაძარი თემურ-ლენგმა დაანგრია. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუმბათის ყელი. 1675 წელს კი კეთოლიკოს ნიკოლოზის ბრძანებით, გოდოლიც განუახლებიათ და იგი გრიგოლ გურჯვარიშვილისთვმა „მოქცევაი ქართლისაის“ სცენებით მოხატა.

Როგორ აღინიშნება სვეტიცხოვლობა

მთელი ქვეყნის მასშტაბით სვეტიცხოვლობა იგივე მცხეთობა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული - 1991 წლიდან აღინიშნება. Ადრე თბილისიდან, ქართლიდან და კახეთიდან მლოცველები მცხეთაში იკრიბებოდნენ. ისინი სვეტიცხოველში ღამის გასათევად წინა დღით მიდიოდა.

დღესასწაულზე წირვა- ლოცვასთან ერთად ბაზრობა, ცეკვა – თამაში, ჭიდაობა და ლხინი იმართებოდა. Ტრადიცია დღემდე ნარჩუნდება და სვეტიცხოვლობის აღსანიშნად მისულ სტუმრებს განსხვავებული ღონისძიებებით, ხალხური, ფოლკლორული მუსიკის კონცერტები, ბაზრობითა და გამოფენებით გვმასპინძლობს.Ამასთანავე იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებასაც აღნიშნავს. ამასთანავე, 14 ოქტომბერს არის მელქისედეკ კათალიკოსის ხსენების დღეც, რომლის დამსახურებითაა სვეტიცხოვლის საბოლოო სახე მიღებული.

Სვეტიცხოვლობა სახელმწიფო, უქმე დღედ არის გამოცხადებული. Ამიტომაც გვაქვს შესაძლებლობა ყოველწლიურად დღსასწაულის გულისცემა უშუალოდ მცხეთაში შევიგრძნოთ. Ამისთვის არა ერთი ტური იგეგმება, რომლებიც დაუვიწყარ თავგადასავალს გთავაზობენ.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #ტრადიცია #მცხეთა #სვეტიცხოველი #დღესასწაული
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი