დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
DJI_0676 DJI_0677 Bridge of Peace, old Tbilisi, Rike park, მშვიდობის ხიდი, რიყე Rike Park in Tbilisi, old Tbilisi Rike Park, Tbilisi at night DJI_0685 Rike Park, Tbilisi რიყის პარკი, თბილისობა Bridge of Peace, old Tbilisi, Rike park, მშვიდობის ხიდი რიყის პარკი, ძველი თბილისი DJI_0688 DJI_0696

რიყის პარკის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

რიყის პარკი - თბილისის გულში მოთავსებული პარკია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა, რომ თუ მას ზევიდან დავხედავთ, (როგორც იტყვიან, ჩიტის თვალით დანახულს) აქვს საქართველოს რუკის ფორმა.

პარკი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. მარტივია აქ მისვლა, პირველ რიგში, თუ სეირნობთ ძველ თბილისში, მარტივად შენიშნავთ “მშვიდობის ხიდს”, რომელიც სიმბოლოა რიყის პარკისა, როგორც გამაერთიანებელი ძველი და თანამედროვე სტილისა თბილისში. ეს ხიდი შესულია სიაში “30 გასაოცარი ხიდი, რომლებიც წარმოადგენენ არქიტექტურულ შედევრებს.” თუმცა, სწორედ “მშვიდობის ხიდის” შესახებ შეხედულებები საკამათოა, რამეთუ ის მდებარეობს ისტორიული, ძველი თბილისის ტერიტორიაზე, და გარემოსთვის შეუფერებლად მიაჩნიათ. ზოგი ფიქრობს, რომ ხიდი ჩრდილავს ძველი თბილისის სადა და ვინტაჟურ შენობებს… რაც არ უნდა იყოს, მოგეხსენებათ, შავი პიარი საუკეთესო პიარია, სწორედ ამიტომ, გაგიჭირდებათ ისეთი ადამიანის ნახვა თბილისში, რიყის პარკში ნამყოფი რომ არ იყოს.

აქ მოსასვლელი მეორე გზა მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. კერძოდ ავლაბრიდან ფეხით შეგიძლიათ ჩამოისეირნოთ აქ - რიყის პარკის “კლდოვან კიბეებზე”.
პარკი დაპროექტებულია წამყვანი ევროპელი ფირმების მიერ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადგილი განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როდესაც ინთება ლამპიონები, და თავად ხიდი, (ზუსტად მზის ჩასვლამდე 90 წუთით ადრე) რაც ცალკე სანახაობაა. მტკვარი ირეკლავს ათასფრად მოციმციმე ხიდს და ორივე სანაპიროს. ზაფხულში აქ აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ მოცეკვავე და მომღერალი შადრევანი, რომელიც ასევე ანათებს სხვადასხვა ფერად.

ის, რაც ყველაზე მიმზიდველს ხდის პარკს, არის საბაგირო, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს მტკვრის თავზე, და სვამს პირდაპირ ნარიყალას ციხესიმაგრესთან. ეს ადგილი ყოველთვის გადაჭედილია ხალხით, ექსტრემალური სიტუაციების მოყვარულთ კი შეუძლიათ კონკრეტულად ნომერ1 საბაგიროს დაელოდონ, სადაც იატაკიც კი მინისაა.

რიყის პარკი, როგორც უკვე ვთქვი, საყვარელი ადგილია როგორც აქ მცხოვრებთათვის, აგრეთვე ტურისტებისთვის. აქ შეგიძლიათ ითამაშოთ გიგანტური ჭადრაკი, ან დაუკრათ აგრეთვე გიგანტურ პიანინოზე. შეგიძლიათ აქ ბავშვებით მოხვიდეთ და მათთან ერთად გაერთოთ, ითამაშოთ, აცოცდეთ ხელოვნურად შექმნილ კლდეზე, დაემალოთ ბავშვებს ლაბირინთებში, დაესწროთ “ამფითეატრს”, ან უბრალოდ იხეტიალოთ. მართალია რიყის პარკი ითვლება ერთ-ერთი უახლეს “ახალგაზრდა” გასართობ ადგილად თბილისში, მან შეძლო და უკვე დაიმკვიდრა თავი მოსახლეობაში. მეტალის ორი ტუბი პარკის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოადგენს მომავალ საკონცერტო დარბაზს, და თეატრს, თუმცა ამ ეტაპისთვის მისი მშენებლობა შეჩერებულია.

რიყის პარკში ფეხის ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით სხვადასხვა წვრილმანი სათამაშოებისა და სასუსნავების გამყიდველებს, ბამბის ნაყინის სურნელს რომ ავრცელებენ ირგვლივ და პატარებთან ერთად დიდებსაც აცდუნებენ. აქვე არიან მხატვრებიც, რომლებიც გთავაზობენ პორტრეტებსა და დროებით სვირინგებს. ზაფხულობით რიყის პარკში ხელოვნების ნიმუშთა გამოფენაც ეწყობა, სადაც შეგიძლიათ არა მხოლოდ დაათვალიეროთ ნამუშევრები, არამედ შეიძინოთ კიდეც. ოქტომბერში რიყის პარკში იმართება ყოველწლიური ფართომასშტაბიანი დღესასწაული თბილისობა, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა ტრადიციული საკვები საქართველოს ყოველი კუთხიდან, რaც არა მხოლოდ გემრიელი, აგრეთვე ერთ-ერთი ულამაზესი ღონისძიებაა.

თეგები: #ბუნება #ბაღი #პარკი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Ia Kardava
Ia Kardava

რიყის პარკში მაისის ბოლოს გსურს გავმართოთ საბავშვო ღონისძიება, კონკრეტულად ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა, ვის დავეკონტაქტოთ, თუ შეიძლება გადმოგვიგზავნეთ მონაწცემები მეილზე, ან ტელეფონზე დამიტოვეთ შეტყობინება.

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, სამწუხაროდ არ ვფლობთ ინფორმაციას ვის შეგიძლიათ მიმართოთ. სავარაუდოდ თბილისის მერიის კომპეტენცია იქნება, მსგავს ადგილებში ღონისძიებების გამართვა.

გამარჯობა, ამჟამად საბაგირო ფუნქციონირებს ? პანდემიიდან გამომდინარე ხოარ დაკეტეთ ?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, სამწუხაროდ არ ვფლობთ ინფორმაციას ფუნქციონირებს თუ არა საბაგირო.

Gamarjobat .sabagiroti studentebistvis ra girs asvla chamosvla?

Levan Gobechia
Levan Gobechia

გამარჯობა, ლევანიკო,
რიყის საბაგიროს ფასი ყველასთვის 2.50 ლარია (ერთი გზა). სტუდენტებისთვის შეღავათები აღარ არის.

1 შეფასება
5
Ia Kardava

საუკეთესო ადგილია

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე რიყის პარკი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!