
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ძამის ხეობა შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე ძამა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2140 მეტრზე იღებს სათავეს და დაბა აგარაში მტკვარს უერთდება. მდინარის სიგრძე 42 კმ-ა. ძამის ხეობა გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. იგი მიმზიდველია, როგორც ლაშქრობისა და ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის, ასევე ქართული კულტურით დაინტერესებულთათვის.
ძამის ხეობის ბუნების ღირსშესანიშნაობებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ბატეთის ტბა, სადაც შეგიძლიათ როგორც ერთდღიანი მოგზაურობა, ასევე კარვით ღამისთევა. ტბა შერეულ ტყეშია ჩაფლული, ამიტომაც შემოდგომაზე განსაკუთრებით ფერადოვანია, თუმცა ასევე ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს გაზაფხულის სიმწვანითა თუ ქათქათა თოვლით გარემოცული. მოგზაურთათვის კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილია აბუხალოს ჩანჩქერი, რომელიც არცთუ მასშტაბურია, მაგრამ ულამაზეს სანახაობას ქმნის. აბუხალოს ჩანჩერთან ახლოს აბუხალოს კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მონახულებაც შეგიძლიათ. თუკი უსასრულო სივრცეები გიყვართ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ შუანოს მთას, საიდანაც საოცარი პანორამა იშლება, ქართლისა და ჯავახეთის ხედებით დატკბებით და სვანეთის მწვერვალებსაც კი დაინახავთ.
ძამის ხეობაში მრავალი საინტერესო, მნიშვნელოვანი და მაღალი კულტურული ღირებულების მქონე ძეგლი გვხვდება, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ყინწვისის მონასტერს. ყინწვისის ტაძარი XIII საუკუნის ფრესკული მხატვრობით ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ძამის ხეობაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ქოზიფას მონასტერი, რომელიც ადრეული, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების რამდენიმე ეკლესიას მოიცავს და საინტერესო კომპოზიციით გამოირჩევა, ძამის ციხე, სადაც ამჟამად მზოვრეთის მამათა მონასტერი ფუნქციონირებს, ორთუბნის ციხე-დარბაზი (ამჟამად ორთუბანშიც მონასტერია), გვიანი შუა საუკუნეების ციციშვილების აბანო, მუხილეთის ღვთისმშობლის მონასტერი, ელბაქიანთკარის მაცხოვრის ეკლესია (მერეს დედათა მონასტერი) და სხვა.
ძამის ხეობა საქართველოს ერთ-ერთი მრავალფეროვანი ადგილია, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ თავგადასავლებით სავსე ლაშქრობა ან მსუბუქი გასვლა, აქ სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანები შეძლებენ იპოვნონ რაღაც მათთვის საინტერესო, შთამბეჭდავი და შექმნან დაუვიწყარო მოგონებები.
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვამაინტერესებს ტურები თუა ძამას ხეობაში
არის თუარა დასარჩენი კოტეჯები ან სახლები ძამასს ხეობაში
სალამი, დიახ ძამას ხეობაში არის რამოდენიმე საოჯახო სასტუმრო.