
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სვანეთის სილამაზისა და საინტერესო ადგილების გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთესო მარშრუტია ხალდედან უშგულში გადამავალი ბილიკი.
სვანეთი უმაღლესი მწვერვალების სამშობლოა, ათასწლოვანი ტავდაცვითი კოშკებით და ადამიანებით, რომლებმაც დღემდე შეინარჩუნეს ტრადიციები და ენა.
ხალდე - სოფელი, რომელმაც აჯანყება მოუწყო მეფის რუსეთს და იბრძოდა ბოლო წუთამდე, რის შედეგადაც გაანადგურეს ბოლომდე. ამ ყველაფრის მიუხედავად დრეს ის მაინც არსებობს.
უშგული - კავკასიის მთებში, ზღვის დონიდან 2 100 მეტრის სიმაღლეზე, მწვერვალ შხარას ძირში, ყოფილი - ევროპის ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული უნიკალური სოფელი, დიდი ისტორიით და ტრადიციებით.
თემის ცენტრი - სოფელი ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
მარშრუტის საწყისი წერტილი არის სოფელი ხალდე, სადაც მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის მანქანით. ბილიკი იწყება ზღვის დონიდან 2070 მეტრზე და მიუყვება ხალდეჭალის ხეობას მყინვარისკენ. 4 კილომეტრის შემდეგ გადავდივართ ხეობის საპირისპირო მხარე, პატარა ხიდით, რომელიც არის საკემპინგე ადგილთან და ძველ ნასოფლართან. მდინარის გადაკვეთის შემდეგ მივემართებით ჩრდილო აღმოსავლეთისკენ 3 კმ, სადაც არის საბანაკე ადგილი, ზღვის დონიდან 2450 მეტრზე. საბანაკე ადგილას მოედინება პატარა მდინარე, რომელიც საკმაოდ სუფთაა და ვარგისია სასმელად. შეშაც მოიპოვება მრავლად.
საბანაკესთან ახლოს, ხალდეჭალის ხეობის ბოლოს მდებარეობს ხალდეჭალის მყინვარი, რომელიც სულ რაღაც 1 კმ- ით არის დაშორებული საბანაკესთან.
გასავლელი მანძილი - 7კმ. (მყინვართან მისვლის შემთხვევაში + 1 კმ.)
ასაწევი სიმაღლე - 380 მეტრი.
ეს დღე შედარებით რთულია, ვიწყებთ ზღვის დონიდან 2450 მეტრზე და ავდივართ მაპკნარის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 3050 მეტრზე. უღელტეხილიდან იშლება საოცარი ხედები უდიდეს მწვერვალებზე 360 გრადუსით, რომლებიცაა: უშბა, თეთნულდი, შხარა და იალბუზიც კი. უღელტეხილიდან ბილიკი მიუყვება ქედს და ეშვება უშგულში, ზღვის დონიდან 2150 მეტრზე.
ასაწევი სიმაღლე 600 მეტრი,
დასაწევი სიმაღლე 900 მეტრი.
გასავლელი მანძილი 11 კილომეტრი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა