აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი, ოქტომბერი

სვანეთის სილამაზისა და საინტერესო ადგილების გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთესო მარშრუტია ხალდედან უშგულში გადამავალი ბილიკი. 

სვანეთი უმაღლესი მწვერვალების სამშობლოა, ათასწლოვანი ტავდაცვითი კოშკებით და ადამიანებით, რომლებმაც დღემდე შეინარჩუნეს ტრადიციები და ენა.

ხალდე - სოფელი, რომელმაც აჯანყება მოუწყო მეფის რუსეთს და იბრძოდა ბოლო წუთამდე, რის შედეგადაც გაანადგურეს ბოლომდე. ამ ყველაფრის მიუხედავად დრეს ის მაინც არსებობს.

უშგული - კავკასიის მთებში, ზღვის დონიდან 2 100 მეტრის სიმაღლეზე, მწვერვალ შხარას ძირში, ყოფილი - ევროპის ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული უნიკალური სოფელი, დიდი ისტორიით და ტრადიციებით. 

თემის ცენტრი - სოფელი ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.


გეგმა:

01

დღე 1

მარშრუტის საწყისი წერტილი არის სოფელი ხალდე, სადაც მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის მანქანით. ბილიკი იწყება ზღვის დონიდან 2070 მეტრზე და მიუყვება ხალდეჭალის ხეობას მყინვარისკენ. 4 კილომეტრის შემდეგ გადავდივართ ხეობის საპირისპირო მხარე, პატარა ხიდით, რომელიც არის საკემპინგე ადგილთან და ძველ ნასოფლართან. მდინარის გადაკვეთის შემდეგ მივემართებით ჩრდილო აღმოსავლეთისკენ 3 კმ, სადაც არის საბანაკე ადგილი, ზღვის დონიდან 2450 მეტრზე. საბანაკე ადგილას მოედინება პატარა მდინარე, რომელიც საკმაოდ სუფთაა და ვარგისია სასმელად. შეშაც მოიპოვება მრავლად. საბანაკესთან ახლოს, ხალდეჭალის ხეობის ბოლოს მდებარეობს ხალდეჭალის მყინვარი, რომელიც სულ რაღაც 1 კმ- ით არის დაშორებული საბანაკესთან. გასავლელი მანძილი - 7კმ. (მყინვართან მისვლის შემთხვევაში + 1 კმ.) ასაწევი სიმაღლე - 380 მეტრი.

02

დღე 2

ეს დღე შედარებით რთულია, ვიწყებთ ზღვის დონიდან 2450 მეტრზე და ავდივართ მაპკნარის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 3050 მეტრზე. უღელტეხილიდან იშლება საოცარი ხედები უდიდეს მწვერვალებზე 360 გრადუსით, რომლებიცაა: უშბა, თეთნულდი, შხარა და იალბუზიც კი. უღელტეხილიდან ბილიკი მიუყვება ქედს და ეშვება უშგულში, ზღვის დონიდან 2150 მეტრზე. ასაწევი სიმაღლე 600 მეტრი, დასაწევი სიმაღლე 900 მეტრი. გასავლელი მანძილი 11 კილომეტრი.

ხანგრძლივობა
2 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
18 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
520 კმ

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ მარშრუტზე

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+7

გეგმა

დღე 1

დღე 2

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხალდე - უშგული

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!