თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
‘Ალავერდობის’ გაგონებისას ალბათ ხშირად გაგხსენებიათ აბიტურიენტობის დროს ნასწავლი გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობა. გიორგი შენგელაიას საბჭოურ ფილმზეც გიფიქრიათ, თუმცა შესაძლოა არ იცოდეთ თუ რას უკავშირდება ალავერდობის დღესასწაული, რომელიც ამ ორ ხელოვნების ნიმუშს აერთიანებს.
Ალავერდობა ნაყოფიერებისა და მოსავლის აღების აღსანიშნავი უძველესი დღესასწაულია. ‘Ალავერდი’ თურქული სიტყვისგან ‘ღვთისგან ნაბოძები’ მომდინარეობს. Შეიძლება ითქვას რომ ისტორიაში ყველაზე ხანგრძილი დღეობაა, რომელიც ძველად 29 სექტემბერს იწყებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა. Ამჟამად ყოველწლიურად, 27-28 სექტემბერს აღინიშნება ხოლმე. Წინაქრისტიანულ რწმენებთან დაკავშირებულ ალავერდობას ციკლური ხასიათი აქვს და მოიცავს თავს, შუასა და ბოლო ალავერდობას. ალავერდობა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის იოსებ ალავერდელის სახელზე იმართება მის მიერვე დაარსებულ ალავერდის ტაძარში, ახმეტის რაიონში.
იოსებ ალავერდელი იყო წმიდა იოანე ზედაზნელის მოწაფე, რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ქრისტიანობის ასაღორძინებლად ჩამოვიდა. წმინდა იოსები კახეთში, იმ ადგილზე დამკვიდრდა, სადაც დღეს ალავერდის ტაძარია. Მისი მოღვწეობით კახეთში ღვთისმსახურება განმტკიცდა.
Როგორ აღინიშნებოდა ალავერდობა?
Ალავერდობის დღესასწაული უამრავ ხალხს კრებდა, დაახლოებით 15–20 ათასი ადამიანს. Როგორც წყაროებიდან ცნობილია, იგი მლოცველებს სხვადასხვა მხრიდან აერთიანებდა. Ალავერდის ტაძარში ღამის თენებით იკრიბებოდნენ კახელები, ქართლელები, ინგილოელი ლეკები, სომეხი გრიგორიანელები, ლეკები, დიდოელები, ოსები, თუშები, ხევსურები, ფშავლები, ქისტები, კახეთში დამკვიდრებული თათრები. Ქრისტიან და მაჰმადიან მლოცველებს შესაწირი მიჰქონდათ. კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის ცნობით მამალს სწირავდნენ. Თუმცა, ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, ქათმის მამალთან ერთად, რომელიც 1 წლამდე უნდა ყოფილიყო, მამალი ცხვარიც იწირებოდა. თუშებიც და კახელებიც მათივე წარმომავლობის მლოცველს აკვლევინებდნენ საკლავს.
ალავერდში მისული მლოცველი მარჯვნიდან სამჯერ შემოუვლის ტაძარს, შემდეგ შიგნით შედის და სანთლებს ანთებს. ქართველებთან ერთად დღესაც ლოცულობენ ყარაჯალელი თათრები და ქისტები.
ალავერდობის დღესასწაულს თავისთვის დამახასიათებელი, რიტუალური დასასრული ჰქონდა. ალავერდის ტაძრის ეზოში 200 – 300 ცხენოსანი თუში იკრიბებოდა და ომში დაღუპულთა სულებისათვის ‘დალაის’ სიმღერით მას გარს უვლიდა. “დალაის” სიმღერით ტაძრის სამჯერ შემოვლის წესს იმ თუში მეომრების ხსოვნას უკავშირებდნენ, რომლებმაც 1659 წელს ბახტრიონის ბრძოლაში იმით ისახელეს თავი, რომ “თურქმენთაგან ციხე – სიმაგრედ და საჯინიბოდქცეული ალავერდი” სხვა ქართველებთან ერთად საბოლოოდ გაათავისუფლეს.
Ალავერდობა როგორც უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღესაწაული
Ალავერდობის დღესასწაულმა ყველა წმინდანის სახელი თუ საღმრთო ისტორიული მოვლენა აირეკლა. Ბევრის მომსწრე გახდა და VI-XVIII საუკუნეების კახეთისა და ეკლესიის ისტორიის რთული, ტრაგიკული და ამავდროულად დიდებით სავსე მოვლენები ასახა. ალავერდის სატაძრო დღესასწაული ჯვართამაღლებას XVI საუკუნეში დაუკავშირდა, როდესაც კახთა მეფე ლევანმა იერუსალიმიდან ალავერდში ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი ჩამოაბრძანა. მას მერე იგი ხალხისთვის მთავარ დღესასწაულად იქცა. Აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალავერდობა სხვადასხვა ერისა და რელიგიის ხალხთა დაახლოებისა და გაერთიანების კარგი საშუალება იყო.
Ცოტა რამ ალავერდის ტაძარზე
ალავერდის ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგეგბობაა მთელ საქართველოში. Სიმაღლე გუმბათის ჩათვლით 50 მეტრსაც კი აღემატება. ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კმ-ზე. Იგი მე-6 საუკუნეში იოსებ ალავერდელმა დააარსა.
ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. მისი სიმაღლე გუმბათიანად – 50 მეტრს აღემატება.
კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო.
იოსებ ალავერდელის სახელის გარდა, ეკლესია დიდმოწამე გიორგის, ქეთევან წამებულის სახელებს და ჯვართამაღლებას უკავშირდება.
თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეებში იქ დედებიც დასახლდნენ. მათ შორის იყვნენ მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრებიც.
VI ს-ში აქ წმინდა იოანე ზედაზნელის მოწაფეს, იოსებ ალავერდელს, წმინდა გიორგის სახელზე პატარა ეკლესია აუგია. საკათედრო ტაძარი კვირიკე კახთა მეფემ XI ს-ის დასაწყისში ააშენა პატარა ეკლესიის ადგილას. ალავერდი იმთავითვე იქცა კახელთა მთავარ სალოცავად.
XI ს-დან მოყოლებული, ალავერდი მეფეთა საძვალეა. აქ არის დაკრძალული თეიმურაზ I, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, ავგუსტინელი ბერების მიერ ჩამოსვენებული.
XV ს-ში, ალექსანდრე კახთა მეფის ბრძანებით, ალავერდი აღუდგენიათ, გუმბათი აუმაღლებიათ. ალავერდი მთელ საქართველოში უმაღლეს ტაძრად ქცეულა (50 მ.).
ტაძრის სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.
Ტრადიციული ბაზრობა ალავერდობაზე
ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობა, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან განსაკუთრებულად იმართებოდა. Აქ სამრეწველო საქონელი, შინასამრეწველო ნაწარმს, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტებს ყიდიდნენ. მთავრობისგან მიცემული გეგმით აშენებდნენ დუქნებს. ალავერდის გარშემო არსებული მოედანი დაყოფილი იყო ქუჩებად, სადაც სხვადასხვა საქონლით მოვაჭრეს საკუთარი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. წესრიგის დასაცავად ახლომახლო სოფლების სამამასახლისოებიდან თითო კაცს ირჩევდნენ, რათს დღეობა მშვიდასდ ჩავლილიყო. ბაზრობაზე თუშებს გასაყიდად ჩითები, ყველი, კარაქი ჩამოჰქონდათ; ფშავლებს – იარაღი, ნაჭერი, ნაბადი, ქეჩა; ხევსურებს ჩამოჰყავდათ საქონელი; სომხებს ხმალი, ტკბილეული, ტყავის ჩექმები, თბილი ტანსაცმელი და მრავალი ევროპული საქონელი მოჰქონდათ გასაყიდად. ეს საქონელი ნაღდ ფულზე იყიდებოდა, ან იცვლებოდა. ქართველი მეფეები ხელს უწყობდნენ ამ სადღესასწაულო ბაზრობას, რადგანაც იგი სხვადასხვა ერისა და რელიგიის ხალხთა დაახლოებისა და გაერთიანების კარგ საშუალებად მიაჩნდათ.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი