დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
22 თებერვალი, 2022

გოგირდის აბანოები საქართველოში

Ჯანსაღი ცხოვრება, ველნესი და ცნობიერების ამაღლება სულ უფრო აქტუალური ხდება. Ამასთან, Სპა ცენტრებისა და აბანოების ვიზიტორთა რაოდენობაც მატულობს. Ადგილები, რომელსაც სამკურნალო ბალნეოთერაპიის ფუნქცია ჰქონდა, ამ ფარგლებს დიდი ხანია გასცდა.

Ფიზიკურსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გოგირდის აბანოებია. Საქართველოში მინერალური, გოგირდოვანი წყლებისა და სამკურნალო ტალახების სიმრავლე ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს. დღესდღეობით ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი. Რამდენიმე სახის სამკურნალო და ველნეს სპა კურორტები კი როგორც ადგილობრივებისთვის ისე უცხოელი მოგზაურებისთვის მიმზიდველია.

Ამგვარად, თუკი სამკურნალო მიზნით ან დასვენებისთვის გოგირდის აბანოებში სტუმრობა გადაწყვიტეთ, რამდენიმე გამორჩეულ მათგანს შემოგთავაზებთ.

Აბანოთუბანი

Თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გოგირდის აბანოებია, რომელიც აბანოთუბანში მდებარეობს. Აღმოსავლური, სპარსული ორნამენტებით გაჯერებული მრავალსაუკუნოვანი ადგილი ისტორიას ინახავს და მისტიურ ატმოსფეროს ქმნის. გოგირდის ცხელი წყლები თბილისის ძველ ნაწილში, აბანოთუბანში (აბანოების უბანი) მდებარეობს, სადაც ისტორიული ცნობების მიხედვით თვით ქალაქ თბილისის შენება დაიწყო. Სახელწოდებაც ლოკაციას, Მერმინდელ სეიდაბადს უკავშირდება. Სწორედ Აქ სახელგანთქმული, ბუნებრივად ცხელი მინერალური წყლები მოდიოდა.

XVII–XIX სს. თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ და სხვა აბანოები. ისტორიული ცნობებით XIII ს. თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. დღემდე შემორჩენილ ამ აბანოთა უმრავლესობა.

Აბანოთუბანი სამკურნალო პროცედურებთან ერთად დასვენებისა და განტვირთვის იდეალურია. Გამორჩეული ფასადის მქონე ‘ჭრელი აბანო’ სწორედ ასეთია. Აქ მიიღებთ როგორც ცივ ასევე ცხელი გოგირდის აბაზანებს. განთავსებული ნომრები ინტეგრირებულია და ფუნქციურად ვიზიტორთა რაოდენობის შესაბამისად განსხვავდება. Დაჯავშნა საიტზევე ან ცხელი ხაზის სარგებლობით, წინასწარაა შესაძლებელი. აქვეა, სამეფო აბანოც, რომელიც აბანოთუბანს ეკუთვნის. აქ შეგიძლიათ სხვადასხვა სახის გოგირდის აუზი გამოსცადოთ. სამეფო აბანო უნიკალური ინტერიერით იპყრობს დამსვენებელთა ყურადღებას. ნახევრადგუმბათოვანი გადახურვებით, ჭრელი ორნამენტებითა და სპეციფიკური ქვებით მორთულ კედლებს ირანული გავლენა ეტყობა.



ლისი აბანო

2014 წლიდან ამ ადგილას, სადაც ბუნებრივითერმული წყლები და აბანო არსებობდა, ლისი აბანო ჩამოყალიბდა და ის დღესაც წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას. აქ თავს იყრის რამდენიმე სახის გოგირდოვანი აუზი. სასიამოვნო განტვირთვის ბოლოს შეგიძლიათ დატკბეთ ლისის ტბის არაჩვეულებრივი ხედით აბანოს ტერასაზე. აბანოთუბნის აბანოების ინტერისგან განსხვავებით, ლისი აბანო თანამედროვეა და აქვს როგორც ცალკეული ოთახები, ისე ქალებისთვის საზიარო ოთახი გოგირდის საერთო აუზით. ლისი აბანო ფაქტობრივად ტბის გვერდით არის აშენებული, ლისის მწვანე სივრცის მახლობლად.


Დიხაშხოს ჭალები

Ვანის მუნიციპალიტეტი შიდა წყლებითა და ბალნეოლოგიური კურორტებით მდიდარია. Აქ ორი კურორტი - სულორი და ამაღლება მდებარეობს, რომელიც განთქმულია თავისი თერმული და მინერალური წყლებით. დიდი პოპულარობით სარგებლობს ასევე დიხაშხოს გოგირდოვანი აუზები.

დიხაშხოს გოგირდოვანი აუზები იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მდებარეობს, მდინარე სულორის ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მეტრზე, ვანიდან 6 კილომეტრის დაშორებით.

Აქ მდებარე გოგირდოვანი წყლები სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებითაა მდიდარი. დიხაშხოს გეიზერები და აუზები, გარდა სამკურნალო თვისებებისა, სილამაზითაც გამოირჩევა. თანაც ვანის ერთ-ერთ მიმზიდველ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

დიხაშხო ისტორიულ წყაროებში პირველად XVIII საუკუნეში იხსენიება და სოფელში დგას ამავე პერიოდის ვაშლარის მენელსაცხებლე დედათა სახელობის დედათა მონასტერი.

Ნოქალაქევის გოგირდოვანი წყლები

ნოქალაქევი გარდა არქიტეტურული და ისტორიული ნაგებობისა გოგირდოვანი წყლებითაც გამოირჩევა. Განსაკუთრებულობა მისი ბუნებრივი მოცემულობაა. Თქვენ გოგირდის აბაზანებით ტკბობა ბუნების წიაღში, სპა ცენტრსა და აბანოებში შესვლის გარეშე შეგიძლიათ. ნოქალაქევის გოგირდოვანი წყლები სასარგებლოა ალერგიის, კანის დაავადებების, რევმატიზმისა და სახსრების სამკურნალოდ. ძველი ნაქალაქარი ზაფხულობით უამრავ დამსვენებელს უწევს მასპინძლობას.

Მახინჯაურის გოგირდის აბანოები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ მახინჯაურში ბევრისთვის უცნობი გოგირდის აბანოები ძველ სანატორიუმშია მოწყობილი. Როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ვიზიტორებს სამკურნალო პროცედურების ჩატარება, გოგირდის წყლის ჭაბურღილთან შეუძლიათ.

Ბორჯომის გოგირდის აუზები

Ბორჯომის გოგირდის აუზები ე.წ სერნი ვანები ბორჯომის ცენტრალურ პარკში მდებარეობს. უნიკალური გოგირდის აბანოები შესანიშნავია დასვენებისა და აბაზანების მისაღებად. ,,სერნი ვანები" აქტუალურია, წელიწადის ნებისმიერ დროს, ადგილობრივებისა და სტუმრებისათვის.


Გოგირდის აბაზანების სამკურნალო დანიშნულება

გოგირდის წყლები ორნაირია : თბილი და ცივი. გოგირდოვან წყლებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს და გამოირჩევა ტკივილგამაყუჩებელი ფუნქციით, აუმჯობესებს ძვალ-სახსართა სისტემის მდგომარეობას, უხდება კანს და ზოგიერთ ენდოკრინულ დაავადებას. გარდა სისხლის მიმოქცევის ორგანოთა დაავადებებისა, მათი მეშვეობით წარმატებით მკურნალობენ სახსრების, ხერხემლისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს, კანის სხვადასხვა სნეულებას, გინეკოლოგიურ პრობლემებსა და სხვა. სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა კონცენტრაციის გოგირდწყალბადიანი წყალი. რაც უფრო მაღალია გოგირდწყალბადის შემცველობა, მით უფრო გამაღიზიანებელია მისი მოქმედება, ამიტომ გოგირდწყალბადის კონცენტრაცია და აბაზანის ტემპერატურა აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს რეკომენდირებული. აბაზანების ტემპერატურა მკურნალობის დასაწყისში შედარებით დაბალია და შემდგომ მატულობს (35-38 გრადუსი). პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 8-15 წუთია. მკურნალობის კურსი 12-15 აბაზანით განისაზღვრება. თბილისის გოგირდის წყლები თავისი მუდმივი ქიმიური შემადგენლობით,მუდმივი დებეტითა და t°-ით გოგირდ–ტუტოვან თერმებს ეკუთვნის.

Გამოიყენება სხვადასხვ ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. Როგორებიცაა, ინფექციური, მწვავე რევმატული და ენდოკრინული ართრიტები.

თეგები: #დასვენება #სპა #გოგირდის აბანო #ბალნეონ=ლოგიური კურორტი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები