დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
21 იანვარი, 2022

სად დავისვენოთ თბილისში ბავშვებთან ერთად

ხშირად როდესაც დასასვენებლად წასვლა ბავშვებთან ერთად გვინდა მარშრუტისა და დროის დაგეგმვაზე ფიქრი მეტად გვიწევს. Პირველი კი რაც გვახსენდება თბილისს გარეთ მდებარე ადგილებია. მიუხედავად იმისა რომ დასასვნებელ-გასართობი ლოკაციების რაოდენობა დედაქალაქში არც ისე ბევრია, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაინც მოიძებნება ადგილები, როგორც ღია, თავისუფალ, ისე დახურულ სივრცეებში. შენ კი დროის საინტერესოდ გატარებასაც მოახერხებ, ბავშვები კი თამაშს შეძლებენ.

გაეცანი სტატიას და შენთვის შერჩეულ ადგილებში ქალაქიდან გაუსვლელად დაისვენე.

მედიათეკა ვაკის პარკში

მედიათეკა მულტმედიური ბიბლიოთეკა, სადაც შესაძლებელია წიგნების მყუდრო და სასიამოვნო გარემოში კითხვა, დასვენება და ბავშვებისთვის თამაშიც კი. მედიათეკის სტუმარი ხუთ წელს ზევით ასაკის ბავშვი უნდა იყოს.

მედიათეკის ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მომხმარებლებისთვის მოწყობილი დარბაზებია. სივრცე სავსეა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე საბავშვო ლიტერატურის მდიდარი კოლექცით. მედიათეკაში შემეცნებით-განსატვირთი დროის გატარება შენობასა და ეზოშიც შეგიძლიათ, და ამის საშუალება ნებისმიერ სეზონზე გაქვთ.

ბიბლიოთეკა ვაკის პარკში მუშაობს 11-დან 20 საათამდე ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა.

12:00-დან 14:00 საათამდე შეგიძლიათ ბავშვები წამოიყვანოთ, სადაც წიგნებს წაუკითხავენ. ხოლო 15:00-დან 17:00 საათამდე — მულტფილმების ჩვენებებს დაესწროთ.

ყოველ ხუთშაბათს, 18:00 საათზე იმართება შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, პარასკევობით, 19:00 საათზე კი — ფილმების ჩვენება.

ექსპერიმენტორიუმი

თუკი მეცნიერება სამყაროზე ცოდნის მიღების სფერო და უფროსების საქმე გეგონათ, მეცნიერებათა მუზეუმი ‘ექსპერიმენტორიუმი’ ამაში დაგაფიქრებთ. ექსპერიმენტორიუმში მეცნიერება სახალისო თამაშად იქცევა.

ეჭვგარეშეა მუზეუმი ბავშვებისთვის საყვარელ ადგილადაც იქცევა. აქ მათ შეუძლიათ ნახონ 80-მდე ინტერაქციული ექსპონატი,რადგან მათი შეხება დაკვირვბა და გამოცდაც შეუძლიათ.

„ექსპერიმენტორიუმში“ შესაძლებელია მონაწილეობა ქიმიურ ცდებში, სანახაობრივ აზოტის შოუში, კოსმონავტის სავარჯიშო დანადგარის გამოცდა, უსასრულო დერეფნისა და ჭის ნახვა, ასევე, ქვიშით განათებულ მინაზე ხატვა.

ილუზიების მუზეუმი

შეაბიჯე ილუზიების, ჯადოსნურ სამყაროში! თბილისის ილუზიების მუზეუმის კარი და მოხვდით ჯადოსნურ სამყაროში, სადაც თქვენ და თქვენს შვილებს მრავალფეროვანი შეგრძნებები გელოდებათ. ოპტიკური და სენსორული ილუზიებით გამოწვეული ცნობისმოყვარეობა დაუვიწყარ ემოციებს დატოვებს თქვენში. ილუზიების მუზეუმში ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანს ილუზიურ, თვალის მოსატყუებელ, შემეცნებით, ვიზუალურად მდიდარ გამოცდილებას პირდება.

Museum of Illusions Tbilisi-ში ინსტალაციები და ექსპონატებია გამოფენილი. კოლექცია 70-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება, რომლებიც მეცნიერების - ფიზიკისა და გეომეტრიის ცოდნაზეა დაფუძნებული. თუკი სხვა მუზეუმში თითქმის ვერსად მოახერხებთ ფოტოს გადაღებას, აქ თქვენ სრული თაისუფლება გენიჭებათ. მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ პარტნიორთან ათასობით სურათის გადაღებას შეძლებთ.

ილუზიების მუზეუმი ბეთლების 10-ში მდებარეობს.

მზიურის პარკი

Მზიურის პარკი ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო საპიკნიკე ადგილია და ყველასთვის საყვარელი პარკია, რომელიც დადებითი ემოციებით გავსებს.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. მზიურის Განახლებული სივრცეები და სიმწვანე მზესთან მისაფიცხებლად და პლედზე კომფორტულად მოსაწყობად საუკეთესო ადგილია. Პოპულარობის ზენიტში კი პანდემიის დროს მოექცა, როცა სამეგობროსა და ოჯახური თავშეყრის ადგილად იქცა.

მზიურში მოწყობილია სასეირნო ბილიკები, საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი და გასართობები ბავშვებისთვის. შესასვლელში ნოდარ დუმბაძის პერსონაჟების ქანდაკებები დგას. პარკის ცენტრალურ ნაწილში ამფითეატრია, სადაც წარმოდგენები, კინოჩვენებები, კონცერტები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.

Გარდა პარკისა აქ კაფე მზიური დახგვდებათ, სადაც სასიამოვნო და ხალისიანი გარემო დაგხვდებათ და გემრიელობებსაც დააგემოვნებთ. ეს სოციალური კაფეა, რომლის მოგება მზიურის განვითარებასა და მის შინაარსობრივად გამდიდრებას ხმარდება. დაბურული ტყე-პარკი და მრავალფეროვნება შესანიშნავ გარემოს ქმნის, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.

თბილისის ციფრული სივრცე

ხელოვნება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ყოველდღიური რუტინისგან თავდასაღწევად და განტვირთვისთვის. Მუზეუმი კი ამის ცოცხალი მაგალითია. Ფიზიკურმა, ექსპონატებმა კი დღეს თანდათანობით ციფრულ სამყაროშიც გადაინაცვლეს.

საქართველოში პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმი, რომელიც 2019 წელს გაიხსნა და თბილისი მოლში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ვიზუალური ეფექტები წარმოქმნის სიურეალისტურ სივრცეს. სხვადასხვა ციფრული და ვირტუალური ინსტალაციები ქმნის მოულოდნელ და პარადოქსულ სამყაროს. ციფრული ხელოვნების მუზეუმის შემქმნელები სტუმრებს შესაძლებლობას აძლევენ, თავი დააღწიონ რეალობას და განიცადონ სამყარო შეუზღუდავად. Აღსანიშნავია, რომ თბილისის ციფრული სივრცე კავკასიაში პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმია.

მუშაობს ყოველდღე, 11 სთ-დან – 21 სთ-მდე.

ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკი უდავოდ ბავშვების ერთ-ერთი საყვარელ ადგილად რჩება.

ზოოპარკში 300 სახეობის ცხოველი ბინადრობს. მათ შორის მარტორქები, თეთრი ვეფხვები, თეთრი ლომები, ველური აფრიკული ძაღლები და მრავალი სხვა. აქვეა ეგზოტარიუმი, სადაც მოთავსებულია ქვეწარმავლები და ზღვის ბინადრები.

ზოოპარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი. Აქაც შეგიძლიათ ბავშვები წამოიყვანოთ, სადაც საინტერესო და სახალისო ლექციები ცხოველთა სამყაროსა და მცენარეებზე მოისმენენ. Ატრაქციონებითაც გახალისდეთ და კაფესაც ეწვიოთ.

ზოოპარკი მუშაობს: 10-დან 21 საათამდე მუშაობს და ორი მისამართი აქვს: ძველი - გმირთა მოედანზე, ახალი კი - თბილისის ზღვაზე.

კონტაქტური ზოოპარკი

კონტაქტური ზოოპარკი ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენს. Აქ ათობით სხვადასხვა სახეობის ცხოველი და თევზი იყრის თავს. ზოოპარკის ყველაზე დიდი ბინადარია სტრაუსი ემუ.

კონტაქტური მინი-ზოოპარკი ბავშვებში აღტაცებას იწვევს, რადგან კლასიკური ზოოპარკისგან განსხვავებით აქ ცხოველებთან თამაში, მათი ხელში აყვანა, მოფერება და გამოკვება შეუძლიათ.

კონტაქტური ზოოპარკი 11-დან 20 საათამდე მუშაობს და თბილისი მოლშია განთავსებული.

მთაწმინდის პარკი

მთაწმინდის პარკი გართობისა და დასვენებისათვის კარგად ნაცნობი და ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. Პარკი თბილისში, 770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ქალაქის ყველაზე მაღალი წერტილია. მისი ისტორია საუკუნეზე მეტს იტევს.

პარკი დაყოფილია სამ - ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. Ბავშებისთვის ატრაქციონების საკმაოდ ფართო არჩევანია და ნამდვილად არ მოიწყენენ. Ატრაქციონების გარდა პარკში განლაგებულია რესტორნები და კაფეები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი. პარკში თბილისის ანძა ‘თბილისის ეიფელი’ დგას.

მთაწმინდის პარკიდან შესანიშნავი ხედები იშლება მთელ თბილისზე და სურათის გადაღებასა და ხედით ტკბობის შესანიშნავი საშუალებაა.

პარკთან როგორც საკუთარი მანქანით, საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ფუნიკულიორით, (1905 წელს აიგო და თავის მხრივ წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ღირშესანიშნეობა) შეგიძლიათ მოხვდეთ.

მუშთაიდის ბაღი

Თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუშთაიდის ბაღი თბილისში, კვლავ ინარჩუნებს საუკეთესო ადგილის სტატუსს ოჯახთან ერთად დასასვენებლად, განტვირთვისა და გასართობად. Მუშთაიდი ქალაქის უძველესი ბაღია. მუშთაიდის ბაღში მრავალი გასართობი და ატრაქციონია მოწყობილი ბავშვებისთვის და შეძლებთ ხალისიანად გაატაროთ დრო ოჯახთან ერთად. ბაღის ერთ-ერთი განსაკუთრებული ატრაქციონი საბავშვო მატარებელია, რომელიც წრიული მარშრუტით ულამაზეს ბაღს მოგატარებთ. აქვეა აბრეშუმის მუზეუმიც, სადაც მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექციაა დაცული, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, აგრეთვე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოსულ ექსპონატებს. ბაღის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა რელიქტური ხის - ძელქვის კორომი, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მას. პარკს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს, აქ გაიგონებთ ბედნიერებისა და ბავშვური უზრუნველობის ხმებს.

მუშთაიდის ბაღი XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. ბაღი გააშენა ირანიდან გამოქცეულმა მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზმა, რომელიც აზერბაიჯანში ირანის შიიტების რელიგიური ლიდერი - მუჯთაჰიდი იყო. კომკლექსის დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში დაინგრა, შემორჩენილია მთავარი შენობა, სადაც ამჟამად აბრეშუმის მუზეუმია განთავსებული. მას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.

მუშთაიდის ბაღი დღემდე პოპულარული ადგილია და ნებისმიერი ასაკის ადამიანს მასპინძლობს. Აქვე, ერიოდულად შაბათ-კვირას, ფესტივალი ‘გაუსინჯე თბილისს გემო’ ტარდება.

თეგები: #გართობა #თბილისი #დასვენება #ბავშვები #ბავშვებთან ერთად
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი
Amelia Brown
Amelia Brown

It might be a good idea to pack an extra serving or two of your dog's food for longer trips, just in case. You can buy pet care essentials at PetCareRx. Plans can suddenly change, and switching your dog's food too quickly can cause digestive problems.

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები