დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
10 აგვისტო, 2021

10 საუკეთესო ადგილი ქუთაისში რომელიც ბევრმა არ იცის

ქუთაისში ერთხელ მაინც თუ იმოგზაურებთ, მთელი ცხოვრება გაგყვებათ ის ბედნიერება, იუმორი და სითბო, რომელსაც ქუთათურები გაჩუქებენ. აქაური გარემო ყველა დადებითი ემოციით აგავსებთ. ქუთაისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობით ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია საქართველოში. უამრავი ღირსშესანიშნაობა იწონებს თავს იმერეთის დედაქალაქში: გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია, პრომეთეს მღვიმე და კიდევ ბევრი სხვა ადგილი.

ალბათ ყველა ქალაქის სიღრმეებში იმალება რაიმე იდუმალი, უცნობი და საინტერესო, რომლის შესახებ მრავალი ზეპირი ვერსია და მითქმა-მოთქმა არსებობს. ქუთაისი ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია, რადგან მნიშვნელოვანი და მივიწყებული ადგილების სიმრავლით საკმაოდ გამოირჩევა. ამ ქალაქს ნამდვილად ბევრი აქვს საამაყო, თუმცა ზოგიერთი მათგანის შესახებ ძალიან ცოტას თუ სმენია. ქუთაისში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ ის 10 საუკეთესო ადგილი, რომელიც ბევრმა არ იცის.


საფიჩხია

საფიჩხია ქუთაისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. აქაური საზოგადოება, საკუთარი საუბრის მანერითა და მენტალობით საკმაოდ განსხვავდება ქალაქის დანარჩენი მოსახლებისგან. გარკვეული ვარაუდით, საფიჩხია ნამდვილი ქუთაისურობის საგანძურს ატარებს. ამ უბანში დღესაც შეხვდებით უძველეს არქიტექურულ ნაგებობებს. ქუჩებში სეირნობისას კი აუცილებლად გადააწყდებით ძირძველ ქუთაისლებს. გარემო მშვიდი სეირნობისთვის იდეალურია. შეგიძლიათ ეს საფიჩხია შემოქმედებითი დამუხტვისთვის გამოიყენოთ.


გორდის კანიონი

გორდის კანიონი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი და მწვანე ადგილია. აქ შეხვდებით ოკაცეს მომნუსხველ ჩანჩქერებს. კანიონის მიდამოში მრავლადაა საბანაო და რეკრეაციული ადგილები, სადაც შეგიძლიათ მოისვენოთ და აღბეჭდოთ თქვენი მოგენებები. გორდის კანიონში აუცილებლად ისიამოვნებთ ქუთაისის თვალწარმტაცი ბუნებითა და საოცარი ხედებით. კანიონის ზევით არის საქართველოში სილამაზით გამორჩეული თუმცა, არც ისე ცნობილი - დათვის ტბა. მისასვლელი გზა არც ისე ადვილია, მაგრამ იქ მისვლისას, თქვენს თვალწინ არაჩვეულებრივი სანახაობა გადაიშლება. ამ ადგილისგან განშორება ნამდვილად გაგიჭირდებათ.


იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი

თოჯინურ ხელოვნებას საქართველოში დიდი მნიშვნელობა და ისტორია აქვს. ის ძირითადად არსებობდა, როგორც საკულტო-რელიგიური ფენომენი, ასევე სახალხო სანახაობა. ქუთაისის ერთ-ერთ ნაკლებად ცნობილ ადგილს, იაკობ გოგებაშილის სახელობის თოჯინების თეატრი წარმოადგენს. ამ ქალაქში ბავშვები ძალიან უყვართ და მათი სწვალა-განათლების გარდა, ზრუნავენ მათ გართობაზეც. თეატრში ამჟამად 27 თოჯინური სპექტაკლია. დღემდეა შემონახული განსაკუთრებული ოსტატობით შექმნილი თოჯინური ნამუშევრები.


ქუთაისის დრამატული თეატრი

ქუთაისში დრამატული თეატრის არსებობა თითქმის ორ საუკუნეს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში თეატრმა შეძლო უამრავი მნიშვნელოვანი კულტურული ღირსშესანიშნაობის შემონახვა. ახალი თეატრის გახსნამდე მსახიობები სხვადასხვა ადგილს იცვლიდნენ და საბოლოოდ დაბინავდნენ ამჟამინდელი ქუთაისის დრამატული თეატრის ახალ შენობაში, რომელიც კოლხურ შადრევანთან მდებარეობს. ამ საუცხოო ადგილას უამრავი იშვიათი თეატრალური ნამუშევრის დათვარიელებაა შესაძლებელი, რომლებიც სამუზეუმო ექსპონატებად იქცნენ. თეატრის მთავარი ხიბლი და იდუმალება პირველი ქუთაისელი თეატრალების ნივთებშია და ამ ყველაფრის მონახულება აუცილებლად დაგანახებთ ქუთაისური ნიჭიერების არსს.


ოქროს ჩარდახი

ქუთაისი ერთ დროს სატახტო ქალაქი იყო. საქართველოს მეფეები ხშირად ატარებდნენ დროს ოქროს ჩარდახში, იგივე მეფეთა საცხოვრისში. ერთ-ერთი ვარაუდით, ბაგრატ III-ის დროს, სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს გამთლიანების იდეას. ოქროს ჩარდახი მდინარე რიონის მიმდებარედ არის აგებული და დღესაც შეიძლება მისი მონახულება. შიგნით შეხვდებით მეფეთა ნახატებს, რომელიც საუცხოო ოსტატობით არის შესრულებული და ასევე, ძვირფას ისტორიულ რელიქვიებს. ოქროს ჩარდახს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.


უქიმერიონის ციხე

ეს ისტორიული ციხე-სიმაგრე დღეს უკვე ნანგრევებად არის ქცეული. უამრავი რამ აქვს გადატანილი ამ ადგილს, თუმცა დღემდე ახერხებს ქუთაისის მიწაზე მისი იერსახის შენახვას. უქიმერიონის ციხე ეგრისის სამეფოს ერთ-ერთ მთავარ ობიექტად ითვლებოდა და სტრატეგიულ მნიშვნელობასაც ატარებდა. იმერული სიმწვანით გარშემორტყმულ გორაზე ამაყად ინახავს უკვდავ ისტორიას უქიმერიონის ულამაზესი ქვები.


ზაქარია ფალიშვილის სახლს-მუზეუმი

ქუთაისში, კათოლიკეთა, ანუ ფრანგების უბანში, ერთ დროს, ფალიაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. აქ გაატარა ბავშვობა გენიალურმა ზაქარია ფალიაშვილმა. სახლი მცირე ზომის არის, ხისგან აშენებული. ეზოში ძველ ქუთაისურ ძეგლებსა და დამახასიათებელ ნიშას შეხვდებით. სახლ-მუზეუმში ქართველი კომპოზიტორის პიანინო დგას, რომელზედაც დაიწყო პირველი ნოტების შესწავლა. აქაურობა შთამაგონებელ აურას ატარებს და შეიძლება, სწორედ ამან შექმნა ზაქარია დიდ გენიოს მუსიკოსად.


არქიელის გორა

არქიელის გორა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული და საინტერესო ადგილია ქუთაისში. აქ სტუმრობა ერთი დიდი თავგადასავალია. ამ ადგილას აღმოჩენილია უძველესი ადამიანების კვალი. არსებობს ვარაუდი, რომ ყველაზე ძველი ქუთაისი სწორედ არქიელის გორაზე იყო გაშენებული. თავად მიდამო ულამაზესია მისი სიძველითა და უნიკალურობით. არქიელის გორის ნაწილი წყალმა ჩაძირა, თუმცა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს დამსვენებლებისთვის მომნუსხველ და მრავალფეროვან იერს.


გაბაშვილის გორა

გაბაშვილის გორა არქიელის მეზობელი გორაა. გარკვეული ისტორიული აღმოჩენებით გავს კიდეც, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ამ მიდამოში უეცრად გამოჩნდა ღრმულები, სადაც შესაძლებელი გახდა უამრავი კულტურული მნიშვნელობის ნივთის აღმოჩენა და შესწავლა. დღესდღეობით, ეს ადგილი კიდევ ბევრ რამეს ინახავს, რაც ჩვენ არ ვიცით. შეიძლება თქვენც გახდეთ ახალი აღმოჩენის თანამონაწილე გაბაშვილის გორაზე სეირნობისას.


გოჭოურა

ქუთაისის ერთ-ერთი უმშვენიერეს გარეუბანში შევძლებთ მოვინახულთ ძველი ქუთაისური სახლები, გზები, შევისუნთქოთ ნამდვილი ქუთაისური ჰაერი. გოჭოურაში შეხვედებით პარკებსა და კერძო სასტუმროებს. გარეუბნის ბოლოს “დევნილების სანატორიუმს” წააწყდებით, რომელიც სპეციალურად დამსვენებლებისთვის აშენდა. სანატორიუმიდან პირდაპირ თეთრი ქვიშით დაფარულ გზას მდინარე ოღასკურას ნაპირზე თუ გავუყვებით, მალევე წყაროსაც აღმოვაჩენთ. ეს ადგილი მცირე ლაშქრობისთვის იდეალურია. მდინარე ოღასკურას ხეობაში კი კორპის ტყე მდებარეობს, სადაც ამჟამად მუხების მცირე რაოდენობის მიუხედავად, არაჩვეულებრივი რეკრეაციული გარემოა.


თეგები: #გართობა #საინტერესო ადგილები #ქუთაისი #დასვენება #იმერეთი #გორდის კანიონი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი