ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, გერგეტის სამება, ზედაზნის მონასტერი, ანანურის ციხე, შიომღვიმის მონასტერი... ეს იმ გასაოცარი ადგილების მწირი ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოს, ისტორიულად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარე, მცხეთა-მთიანეთში შეხვდებით. უნიკალური ადგილი, სადაც ერთად არის თავმოყრილი განსხვავებული ტიპის კურორტები. დაწყებული ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი -გუდაურით, დამთავრებული მაღალმთიანი და მწვანე ბუნებით მდიდარი, ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებით. თავად მხარე მოიცავს შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს. ორი მთავარი ქალაქით:მცხეთა და დუშეთი.
მცხეთა - ერთ დროს ქვეყნის მთავარი, სატახტო ქალაქი, ბუნებრივია რეგიონში არ თმობს პირველობას და წლებია, როგორც ქართველებისთვის ასევე ტურისტებისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილების ნახვის სიის სათავეშია. სვეტიცხოველი, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა და ტაძარი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, მცირედი დაზიანებებით და რომელიც მისი არსებობის განმავლობაში, მხოლოდ ორჯერ შეაკეთეს. ოსტატი, კი რომელმაც ეს დაუნგრეველი ნაგებობა XI საუკუნეში ააშენა, ნამდვილად დარჩა ისტორიას, ისევე, როგორც ეს მსოფლიო კუტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ყველაფერს კი ის ფაქტი ამარტივებს, რომ ადგილი დედაქალაქიდან 20 კილომეტრის დაშორებითაა, სამარშუტო ტაქსი, რომელიც ყოველ ერთ საათში, როგორც სადგურის, ასევე დიდუბის ავტოსადგურიდან გადის, კი სულ რაღაც 36 წუთში მიგვიყვანს დანიშნულების პუნქტთან. ასევე მარტივად შეგვიძლია სასურველი მინივენის დაქირავება შემდეგ ბმულზე გადასვლით... და თუ გადავწყვეტთ ვესტუმროთ ამ ადგილს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 15 წუთის გზაზე, არის მონასტერი, რომელიც 15 საუკუნეაა მტკიცედ გადაყურებს, როგორ უერთდება ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, მტკვარი და ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ ,,შეუპოვრად“ წოდებული არაგვი, ერთმანეთს. მცხეთის ჯვრის მონასტერი, რომელიც აიგო, მირიან III-ის მიერ IV საუკუნეში აღმართულ ჯვარზე და ხელოვნებათმცოდნეებისთვის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს განმსაზღვრელს იმ ხანის ქართული ხუროთმოძღვრების მხატვრული არსის ჩამოყალიბებისთვის.
თუ ცოტათი გავცდებით ქალაქს და დავადგებით გზას გუდაურისკენ, თავი ნამდვილად სხვა სამყაროში გვეგონება, რადგან დავინახავთ, როგორ ჩაანაცვლებს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდი ბუნება, ხმაურიან და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს. მიუხედავად სიშორისა შეუძლებელია დაგღალოს გზამ, სადაც ერთმანეთს ანაცვლებს დიდი ქედები, მყინვარები, გადამწვანებული ტყეები და მდინარეები. 3 საათი ხედების თვალიერებაში თვალის დახამხამებაში გავა, დიდხნიანი მგზავრობის დაბალანსება კი გზად მდებარე შესანიშნავ ადგილზე, ფანასაურში გაჩერებით, ტრადიციული ხინკლის დაგემოვნების ან სულაც არაგვზე ჯომარდობით შეგვიძლია და გაფიქრებასაც ვერ მოვასწრებთ ისე აღმოვჩნდებით მუდამ თოვლით დაფარულ გუდაურში. იდეალური ადგილი, როგორც თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის, ასევე თბილი ჩაის დალევის და ფანჯრიდან დიდებული მყინვარების ყურების მოყვარულებისთვის. კურორტი გათვლილია ყველა ტიპის დამსვენებლისთვის და მოიცავს, როგორც ბიუჯეტურ ისე მაღალი კომფორტის სასტუმროებს, რომლის შერჩევაში ჩვენ დაგეხმარებით. კურორტი გუდაური არის უმაღლესი ალპური დასახლება საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ. კურორტზე თხილამურებზე სრიალის გარდა, შეგიძლიათ ატაროთ თოვლმავალი, დაეშვათ პარაპლანით ინსტრუქტორთან ერთად, ასევე ქალაქში მუშაობს მრავალი კაფე და რესტორანი. საღამოს შეგიძლიათ გაატაროთ სპა-ში ან გუდაურში მდებარე რომელიმე ბარსა თუ ღამის კლუბში. ყველაზე საინტერესო ზაფხულში იწყება, გაადვილებული გადაადგილება საშუალებას აძლევს ტურისტებს შევთავაზოთ ფანტასტიკური საექსკურსიო მიმართულებები, საუკეთესო სივრცე ცხენოსნობისთვის, სამთო ველოსპორტი, ჰაიკინგი და სხვა აქტივობები.
ვიმედოვნებ ცნობისმოყვარეობა გუდაურში არ დასრულდება, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ თოვლით დაფარული ქედების მიღმა, კვლავ სხვა გარემო გველოდება. ყაზბეგი, შესანიშნავი ადგილი განსატვირთად და წყნარი დასვენებისთვის. ერთხელ სტუმრობაც საკმარისია, რომ შეგიყვარდეს ეს ადგილი უშუალო მოსახლეობით და წარმოუდგენლად დიდი მთათა სისტემით. სწორედ ერთ-ერთ მყინვარზე მდებარეობს მუნიციპალიტეტის მთავარი ღირსშენასიშნაობა გერგეტის სამება. ტაძარი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს, აგების ზუსტი თარიღი უცნობია, ის აშენებული უნდა იყოს XIV საუკუნის 30-იან წლებში, მაგრამ ვიცით, რომ სამშენებლო ქვა მოჰქონდათ ორი კილომეტრის დაშორებით სოფელ ღეჭიდან. თუ გვსურს ამ ადგილის ნახვა, სტუმრობისთვის იდეალური პერიოდი გაზაფხულის ბოლო და ზაფხულია.
ამ გასაოცარ ადგილამდე მისასვლედ, სამარშუტო ტაქსს შეგვიძლია მივმართოთ, რომელიც დიდუბის ავტოსადგურიდან გადის ან კვლავ ზემოთ გაზიარებული საიტის გამოყენებით, მინივენის დაქირავებით, და სულ რამდენიმე საათიანი კომფორტული მგზავრობით. სასტუმროების ძირითადი ნაწილი ოჯახური ტიპის არის, თუმცა ასევე რამდენიმე მოზრდილი ტიპის სასტუმროც გვხდება, თავისი პირადი აუზით, სავარჯიშო დარბაზით და იზოლირებული სასეირნო პარკით. კარგი ამინდის შესაბამისად კი ადგილობრივი ტურები თითქმის ყოველდღეა, ასევე მარტივად შეიძლება ერთდღიანი ტურის დაგეგმვა. მეტი დეტალის გასაგებად და ტურის შესაძენად კი მოცემული ბმული შეგვიძლია გამოვიყენოთ.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი