დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
24 დეკემბერი, 2021

10 საუკეთესო ადგილი ზემო სვანეთში

საქართველოს კუთხეებიდან სვანეთი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით, საკუთარი დიალექტის შენარჩუნებით, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებითა და გასაოცარი ბუნებით გამოირჩევა. ეს მხარე და განსკაუთრებით ზემო სვანეთი იზოლირებულია. სწორედ იზოლაციამ იდენტობისა და ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნებაზე დიდი გავლენა იქონია. სვანეთი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალმთიანი ადგილია; სვანური კოშკები კი მის სიმბოლოდ იქცა. უმაღლესი მწევევალებით, სახელგანთქმული სვანური კოშკებით, ალპური ტბებით, წეს-ჩვეულებებით სვანეთი მდიდარია და მნახველს თავბრუდამხვევი შთაბეჭდილებების ტყვეობაში აქცევს.

‘ათასი კოშკების მიწა’, დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე, კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული რეგიონი - სვანეთი კვლავაც აგრძელებს ადგილობრივებისა და უცხოელების გაოცებას. სვანეთზე ისეთმა ცნობილმა, მსხვილმა გამოცემებმა დაწერეს როგორებიცაა, ‘The Guardian’ და ‘The National Geographic’. სტატიაში აღწერილია სვანების ყოველდღიური ცხოვრების წესი, ტრადიციები, საცხოვრებელ ადგილები და უძველეს კოშკები.


არ აქვს მნიშვნელობა აქ რისთვის მოხვდები. სვანეთი ერთნაირად მიზიდველია კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის, მოლაშქრეებისთვის, მოთხილემურეებისთვისა და უბრალოდ ხეტიალის, მთაში დასვენების მოყვარულებისთვის.


გაეცანი ჩვენს სიას - 10 საუკეთესო ადგილს ზემო სვანეთში და ესტუმრე შენი ქვეყნის მთებში ჩაფლულ ოაზისს.

რადგან სვანეთი მაღალმთიანია, აქ ზაფხულიც კი გრილია. ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე. თუმცა აქ მოხვედრა წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ და მარშრუტი კი თავგადასავლებით აღსავსე დროს გპირდებათ.


mestia in winter,  Местия зимой მესტია ღამით

1. მესტია


მესტია დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. აქაური ბუნება გამორჩეულია, მომნუსხველი მწევრვალებითა (უმაღლესია შხარა: 5201მ) და მწევრვალებზე ჩაფენილი სოფლებით; კლეებში მოქცეული ალპური, ლურჯი ტბებითაც თვალწარმტაცია, რომელიც ცას სარკესავით ირეკლავს.

მესტია მდიდარია მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, სვანური კოშკებით (გვხვდება როგორც საცხოვრებელ სახლზე მიდგული, ასევე ცალკე მდგომი) და ტაძრებით. და არამარტო: სვანები ყოველწლიურად უძველეს, სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს ლამპრობას აღნიშნავენ წინასაგაზაფხულოდ იმართება, კარგი ამინდისა და მოსავლიანობისთვის. დღესასწაული მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი. მესტია მთავარი ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად იდეალური ათვლის წერტილია. გარდა დამსვენებლისთვის თუ მოლაშქრისთვის, ადგილობრივის თუ ტურისტებისთვის, მესტია სამთო-სათხილამურო კურორტების მოყვარებულებისთვისაც საყვარელ ადგილად იქცა. აქ ფუნქციონირებს ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო ტრასები.


ენგურის (ჯვრის) წყალსაცავი, reservoir, water dam

2. ენგურჰესი


ენგურის (ჯვრის) წყალსაცავი - ენგურის ჰიდროელექტროსადგური - წყალსაცავი და ჰიდროელექტროსადგური დასავლეთ საქართველოში, მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვართან, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში, მდინარე ენგურზე. წყალსაცავის სიგრძე 30 კმ. შეიქმნა მდინარე ენგურის ჩამონადენის რეგულირებისა და ენერგეტიკული მიზნებისათვის. ჯვრის წყალსაცავი საქართველოს ყველაზე ღრმა წყალსაცავია (226 მ). შედის გალი-ჯვრის წყალსაცავების კასკადის შემადგენლობაში.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური — უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი. მდინარე ენგურის სიგრძე 220 კმ-ია. იგი სათავეს იღებს მარადყინულოვან შხარაზე (კავკასიონის ქედი).

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.


სვანეთის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი, Historical Ethnographic Museum

3. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი


სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1936 წელს დაარსდა და მესტიაში მდებარეობს. მასში დაცულია: სვანეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები; ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები; უძველესი ხელნაწერები; ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები; ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 4090 ექსპონატია – ჰადიშის ოთხთავიდან დაწყებული, ძველი სვანური ქსოვილის ნიმუშებითა და ჭურჭლით დამთავრებული. აქ დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები; უძველესი ხელნაწერები; ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები; ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.

2015 წელს მუზეუმს საგანმანათლებლო ცენტრი და მედიათეკა შეემატა. გარდა აღნიშნულისა, მუზეუმში წარმოდგენილია დროებითი საგამოფენო სივრცე, რომელშც სხვადასხვა ხასიათის გამოფენა ეწყობა. 6 დარბაზი კი - მუდმივ ექსპოზიციას ეთმობა. მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიზანია რეგიონის მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისათვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, მეცნიერების გაცნობა და პოპულარიზაცია. პროგრამები ითვალისწინებს ექსკურსიებს მუზეუმში, შემეცნებით თამაშებს, ლექცია-საუბრებს, შეხვედრებს მეცნიერებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ფილმის ჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებს და ა.შ.

მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.

ფასი: მოზრდილი 7 ლარი; სტუდენტი 1 ლარი; სკოლის მოსწავლე და პენსიონერი 0.5 ლარი.


4. ოქროწყლის ტბები


ოქროწყლის ტბები ( იგივე ოქროსწყლის ტბები ) - დიდი ოქროწყლის ტბა და პატარა ოქროწყლის ტბა, მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთისა და აფხაზეთის საზღვარზე, ხოჯალის ქედის (კოდორის ქედის განშტოება) აღმოსავლეთ კალთაზე.
საფეხმავლო ბილიკი საშუალო სირთულისაა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ ბილიკის ბოლო მონაკვეთი საკმაოდ რთულია, ბოლო აღმართი საკმაოდ ციცაბოა, რომლის გადალახვაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა აღმართის ბოლოს გადაშლილი ხედი ამ სირთულესაც გვავიწყებს.

დიდი ოქროსწყლის ტბა მდებარეობს მდინარე ორმელეთის (ნენსკრას მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა შენაკადის — მდინარე ოქროსწყლის სათავეში, აფხაზეთისა და სვანეთის გამყოფი ხოჯალის ქედის (კოდორის ქედის განშტოება) აღმოსავლეთ კალთაზე, ხოლო პატარა ოქროსწყლის ტბა — ენგურის მარჯვენაშენაკადის — მდინარე კვაკვას აუზში. მდინარე კვაკვა ჯვრის წყალსაცავში ჩაედინება. ოქროწყლის ტბების მარშრუტი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი და შთამბეჭდავი მარშრუტია.

ტბებამდე მისაღწევად საჭიროა ხაიშის თემის სოფელ ლუხამდე ჩასვლა, სადაც მიდის ნებისმიერი ტიპის ავტომობილი. საფეხმავლო ბილიკი სოფელი ლუხიდან 25 კმ-ში იწყება.

დიდი ოქროწყლის ტბიდან პატარა ოქროწყლის ტბამდე გადასასვლელი მარშრუტი მეტად სახიფათოა. უნდა გადალახოთ ვიწრო ქედი, ძალიან ციცაბო ფერდობი და ახვიდეთ კლდეზე, რომლის რელიეფი წლიდან წლამდე იცვლება. ვერტიკალში გიწევთ 550 მეტრის აწევა და ორი უღელტეხილის გადალახვა, ერგზაშირას უღელტეხილი და მეორე 2900 მეტრი სიმაღლის უღელტეხილი, რომელიც წარმოადგენს საოკუპაციო ხაზს, აქ სვანეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გადის ადმინისტრაციული საზღვარი და აქედან იშლება თვალწარმტაცი ხედები აფხაზეთზე და კარგ ამინდში მოსჩანს ზღვაც.


ქორულდის ტბები, სვანეთი - qoruldi lakes, Svaneti

5. ქორულდის ტბები


ქორულდის ტბები მდებარეობს ზემო სვანეთში, ზღვის დონიდან 2850 მ-ზე, მესტიიდან 10 კმ-ის დაშორებით. ტბები ალპური ტიპისაა და ზემოდან კავკასიონის მყინვარები დაჰყურებენ.
ამ ულამაზესი ადგილის მონახულება განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ესტუმროს მაღალი გამავლობის მანქანით. რეკომენდებული სეზონებია: გვიანი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა.

სვანეთი სალაშქრო მარშრუტების მრავალფეროვნებით და შთამბეჭდავი ადგილების სირავლით გამოირჩევა, ქორულდის ტბებიც ერთ-ერთი ასეთი ადგილია. ხავერდოვანი მდელოები, კამკამა, ცივი წყალი, რომელიც ცადაწვდილ, თეთრ მყინვარებს ირეკლავს და თავისუფლების, სიმშვიდისა და სიცოცხლის შეგრძნებით გავსებენ. ქორულდის ტბებიდან შესანიშნავი ხედები იშლება. დაინახავთ ზემო სვანეთის სოფლებსა და ენგურის ხეობას, ასვე შხარას, თეთნულდს, უშბას, ლაილას და სხვა მწვერვალებს. გაშლილი სივრცეები, მოელვარე ლურჯი ტბა და ტბის სარკეში არეკლილი მწვერვალები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.


ლაღამის მაცხოვრის ეკლესია Laghami church

6. ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია


ლაღამის მაცხოვრის ტაძარი დაბა მესტიის ძველ უბანში, ლაღამში მდებარეობს. ორსართულიანი ბაზილიკის პირველი სართული დიდმოწამე ქალწულის ბარბარეს (ბარბლაშ) სახელობისაა და IX საუკუნით თარიღდება. მასში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები. მეორე სართული XIII-XIV საუკუნეებშია დაშენებული და მორთულია ლამაზი ფრესკული მხატვრობით. ტაძრის ჩრდილო ფასადზე გამოსახულია “ადამისა და ევას განდევნა სამოთხიდან”, ხოლო აღმოსავლეთით “წმ. ევსტაფეს ნადირობა”. ტაძარში დაცულია XIII საუკუნის მაცხოვრის (პანტოკრატორი) ოქროვერცხლის ჭედური ხატი.


Cafe zuruldi hatsvali ski resort

7. ჰაწვალი

მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით ხვდებით ჰაწვალში, საიდანაც კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროს მეშვეობით შესაძლებელია ზურულდის მთაზე ასვლა. ზამთარში აქ 2 400 მეტრიანი სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს. წელიწადის ნებისმიერ დროს ზურულდიდან უნიკალური ხედი იშლება უშბის მთებით, თეთნულდის თეთრი კალთებით და კავკასიონის ქედით.

სათხილამურო კურორტ ჰაწვალში, მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით მოხვდებით. აქ კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროს მეშვეობით შესაძლებელია ზურულდის მთაზე ასვლა. ზამთარში აქ 2,400 მეტრიანი სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს. წელიწადის ნებისმიერ დროს ზურულდიდან უნიკალური ხედი იშლება უშბის ზვიადი მთებით, თეთნულდის თეთრი კალთებით და კავკასიონის ქედით. ჰაწვალს მესტიასთან აკავშირებს როგორც მოასფალტებული სამანქანო გზა, ისე 6 ადგილიანი საბაგირო, თუმცა აქ მოხვედრა მხოლოდ მანქანით შეგიძლიათ.

კურორტი ჰაწვალი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. ჰაწვალზე სულ 5 სათხილამურო ტრასაა, მათი სიგრძე კი ჯამში 7 კილომეტრს შეადგენს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 3 კილომეტრია. აქ შეხვდებით ყველანაირი სირთულის ტრასებს

ყველაზე პასიური პერიოდი ოქტომბერში და ნოემბერშია. ამ პერიოდში შესაძლებელია საბაგიროები არ მუშაობდნენ. ზამთარში კურორტზე ყველა საბაგირო ჩართულია, ზაფხულში კი მხოლოდ ზურულდი.


8. სოფელი უშგული


უშგული საქართველოს უმაღლესი მწევარის შხარას ძირას მდებარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე თემია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიას და ლენტეხს. მოიცავს ოთხ სოფელს მოიცავს: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში.

1987 წელს დიდი ზვავის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები ეკომიგრანტებად იქცნენ.ამჟამად თემში 70 კომლი სახლობს.უშგულთან ახლოს,ენგურის სათავესთან მოდი მინერალური წყალი. 1996 წლიდან სოფელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრების სიაში ღირსეულ ადგილს იკავებს.

უშგულის თემის სიმაღლე ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე მერყეობს და 2014 წლამდე ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნეოდა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით თუშეთის სოფელ ბოჭორნაში 1 მუდმივი მაცხოვრებელი დაფიქსირდა და ევროპის ყველაზე მაღალი დასახლების სტატუსიც ამ სოფელს მიენიჭა. უშგულის სოფელი ჩაჟაში იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. შხარას საოცარი ხედი, სვანური კოშკები და უძველესი ტაძრები უნიკალური მოხატულობით ეგზოტიკურ და ზღაპრულ გარემოს ქმნის. ეს ადგილი საინტერესო და მიმზიდველია, როგორც ბუნებისა და ლაშქრობის მოყვარულთათვის, ასევე კულტურითა და ისტორიით დაინტერესებულთათვის.

უშგულის ერთ-ერთი მთავრი ღირსშესნაიშნაობაა უშგულის ლამარია.

უშგულის ლამარია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა, რომელიც სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში, სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. ეკლესიას ირგვლივ ზღუდე აქვს შემოვლებული გამაგრებული კოშკით. იგი IX-X საუკუნეების ბაზილიკის ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, სამწახნაგა, გარეთ გამოსული აფსიდით. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, ეკვდერს კი - სამხრეთ-დასავლეთიდან. კანკელი ქვისაა, რომლის ქვისავე სვეტებზე დაყრდნობილი კამარები იატაკიდან იწყება და შემკობილია სადა სვეტისთავებით. ტაძარ მრავალფენიანი მოხატულობითა და ისტორიული მნიშვნელობის ნაკაწრი წარწერებითაც გამოირჩევა.

უშგულის ლამარია სვანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მაღალი კულტურული - ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლია. 28 აგვისტოს აქ იმართება ღვთისმშობლის მიძინებისადმი მიძღვნილი დიდი დღესასწაული, ე.წ. ლამარიობა (მარიამობა).


კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია, church

9. კალა

მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე კალას თემი შედგება 8 სოფლისგან: აგრაი, იფრარი, ლალხორი, დავბერი, ხე, ვიჩნაში, ხალდე, ლასკრალი. ძირითადი ღირსშესანიშნაობებია: იფრარის XI საუკუნის ეკლესია, XI საუკუნის წმ. კვირიკეს ეკლესია (ლაგურკა) და სოფელი ხე.

კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია – სვანურად ლაგურკა, მესტიის რაიონის სოფ. კალაში მდებარეობს. მისი სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 1870 მეტრია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. შუა საუკუნეებში იგი წარმოადგენდა სამონასტრო კომპლექსს. წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესია მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1112 წელს. მოხატულობა უმთავრესად უმთავრესად ცალკეულ სახეებსა და წმ. კვირიკეს და ივლიტას ცხოვრების სცენებს შეიცავს. მანამდე თეოდორეს 1096 წელს სვანეთში მოხატული ჰქონდა იფარის მთავარანგელოზის ეკლესია. დაცულია კალას თემის მთელი საგანძური ( X-XII-XIII) შუა საუკუნეების ჭედური და ფერწერული ხატები. აქვე ინახება მინანქრებით შემკული სანაწილე ხატი, როლელსაც სვანები “შალიანის ხატს” უწოდებენ.

ეკლესიის მოხატულობის ლაკონურ სქემაში გამოსახულებათა შერჩევა გარკვეულად ასახავს ადგილობრივ ტრადიეციებს. ფრესკები მონუმენტური ხასიათისაა და მისი კედლებზე განაწილება ინტერიერის არქიტექტურულ დანაწევრებას მკაცრად შეესაბამება. გამოსახულებათა ექსპრესიით, გამომხატველობით და სცენათა თემატიკის ინტერპრეტაციით ლაგურკის მხატვრობა უნიკალურია არა მარტო ამ პერიოდის ქართული მონუმენტურ მხატვრობაში, არამედ ზოგადად შუა საუკუნეების მხატვრობაში.


უშბის კოტეჯები

10. ბეჩოს თემი


ბეჩოს თემი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, აერთიანებს 13 სოფელს: დოლასვიფი (თემის ცენტრი), ბაგვდანარი, გალაში, დოლი, მაზერი, ლანხვრი, ნაშთქოლი, ტვებიში, უშხვანარი, ქართვანი, ცხეკვანი, ჭკიდანარი, ჭოხულდი.

ბეჩოს თემში გაერთიანებულ თორმეტ სოფელში, ძველი ხუროთმოძღვრული ძეგლები თითქმის არ გხვდება. გამონაკლისია სოფელი ჭოხულდი, რომელშიც შემორჩენილია მცირე ზომის ბაზილიკური ტიპის ეკლესია – იგი სოფლის შუაგულში. სოფელი მაზერი ერთ-ერთი გამორჩეულია ბეჩოს თემიდან. მდებარეობს მდინარე დოლრაჭალის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1660 მ, მესტიიდან 25 კმ.


თეგები: #სვანეთი #მესტია #დასვენება
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი