დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Gomis Mta, Guria, sunset გომის მთა, ჭინჭაოს ტბა, გურია - Gomis Mta, Chinchao lake, Guria სათოვლიას წყალი, გომისმთა - ბახმარო - satovlias water, Gomismta - Bakhmaro გომისმთა - ბახმარო - Gomismta - Bakhmaro Bakhmaro, Guria - ბახმარო, გურია

გომისმთა - ბახმაროს შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

მარშრუტი იწყება კურორტ გომისმთიდან და გადადის კურორტ ბახმაროში. კურორტი გომისმთა მდებარეობს ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრზე, ბახმარო 1950-2050 მეტრზე.

მარშრუტის საწყისი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, საბოლოო წერტილი 1950 მეტრზე. გასავლელი მანძილი 40 კმ. უმაღლესი წერტილი 2614 მეტრი (მწ. მგლის საწოლი). ასაწევი სიმაღლე ჯამში 1470 მეტრი, ხოლო დასაწევი სიმაღლე ჯამში 1485 მეტრი.

მარშრუტის გასავლელად საჭიროა მაღალი გამავლობის ავტომობილი. მარშრუტის გავლა შესაძლებელია ფეხითაც, ამ შემთხვევაში მარშრუტი გამოდის 2 დღიანი.


ღირსშესანიშნაობები:

  • ჭინჭაოს ტბა;
  • მწვერვალი "მგლის საწოლი";
  • საზაფხულო სოფლები;
  • პანორამული ხედები;
  • სათოვლიას წყალი (ტბა);


დეტალური აღწერა:

მარშრუტი გადის ალპურ ზონაში, ქედზე, სამანქანე გრუნტიანი გზით. საწყისი 7 კმ მეტრი არის მცირე აღმართი, ამის შემდეგ მომდევნო 3 კმ გზა მიუყვება შედარებით რთულ აღმართს და მეათე კილომეტრზე გზა გაივლის ჭინჭაოს ტბასთან, ზღვის ზონიდან 2500 მეტრზე. ჭინჭაოს ტბიდან დაახლოებით 6 კმ-ში გზა გაივლის მწვერვალ მგლის საწოლთან, საიდანაც შესანიშნავი პანორამული ხედები იშლება. მწვერვალიდან დაახლოებით 2 კმ ში, მცირე აღმართ-დაღმართების შემდგომ, გზა გაივლის საზაფხულო სოფლებს, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე, სადაც შესაძლებელია სოფლების მონახულება და წყლის შევსება. საზაფხულო სოფლების შემდგომ გზა ეშვება 2000 მეტრამდე და 22 კმ - ზე იწყება უღელტეხილი. გზის 28 კმ-ზე გზად შეხვდებით მცირე ზომის ტბას, რომელსაც სათოვლიას წყალს უწოდებენ, ტბიდან ერთ კილომეტრზე ნაკლებ მანძილში, გზადვე შეხვდებით წყაროს წყალს, 2400 მეტრზე. წყაროდან გზა დაღმართში ეშვება და 10 კმ- ში ჩადის ბახმაროში. ბოლო ათი კილომეტრის მანძილზე რამდენჯერმე შეხვდებით წყალს და ასევე ბახმაროსთან ახლოს მდებარე საზაფხულო სოფლებს.

თეგები: #ლაშქრობა #4X4 #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები #ჯიპ-ტური

ახლოს მდებარე შეთავაზებები

ხანგრძლივობა: 2 დღე
ჯამური მანძილი: 40 კმ
სირთულე: საშუალო

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+65
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

ტურები გურიაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
ზურა თოფურია
ზურა თოფურია

საერთო მანძილი რამდენია ბახმარო-გომისმთა? კროსოვერით დავძლევ მარშრუტს უპრობლემოდ? Toyota rav4, თუ 4X4 ავტომობილი იგულისხმება ოფროუდისთვის მომზადებული მანქანა?

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

ჩვენ ვართ მანდ გადასული სუბარუ ფორესტერით. ანუ გადასვლით გადახვალთ მაგრამ გააჩნია მძღოლს. თუ უგზოობაში გამოცდილება არ გაქვთ არ წახვიდეთ.

ზურა თოფურია
ზურა თოფურია

გზა როგორია ამ მარშუტზე? აუცილებელია 4X4 ავტომობილი?

Marika Kakabadze
Marika Kakabadze

გამარჯობა, გზა არის გრუნტიანი, რთული მონაკვეთებით, დიახ აუცილებელია 4X4 ავტომობილი.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გომისმთა - ბახმარო

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!